სულ ცოტა ხნის წინ, კევინ პრინც ბოატენგმა მილანურ კლუბს უარი განუცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. კევინი ნაწყენია იმაზე, რომ "მილანმა" დაკარგა მრავალი ფეხბურთელი და არც კი ცდილობენ შეისყიდონ ახლები. ასევე არ მოსწონს კლუბის პოლიტიკა და არც კარგ განწყობაშია ახალი ფეხბურთელების მიმართ. "მილანის" პრეზიდენტმა ოფიციალურად მიმართა ბოატენგს, რომ ხელფასს 2,3 მილიონი ევროდან (წელიწადში) გაუზრდიდა 4 მილიონ ევრომდე. თუმცა როგორც ჩანს ბოატენგისთვის ეს არაა საკმარისი. განელი ბიჭის მიმართ დაინტერესებულია, "რეალი" და "იუნაიტედი". ამ ორ კლუბს აქვს შანსი შეიძინონ ბოატენგი, თუ თავად ის მოისურვებს რომელიმე კლუბში გადასვლას და მოეწონება კონტრაქტი.