დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კატალონიის ბარსელონის პრეზიდენტმა სანდრო როსელიმ განაცხადა,რომ ტიტო ვილანოვა მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.შეგახსენებთ,რომ გასულ სეზონში, ყელის სიმსივნის გამო, მას მკურნალობის რამდენიმე კურსი ჩაუტარდა, მაგრამ როგორც შემდეგში გაირკვა,ამას არავითარი შედეგი არ გამოუღია.ამიტომაც ტიტო იძულებულია ჩამოშორდეს დიდ ფეხბურთს.აქვე იმასაც დავსძენ,რომ ვილანოვამ კლუბი გასულ სეზონში ჩაიბარა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონი მოაგებინა.
და ბოლოს,ვისაც გაინტერესებთ,ვილანოვას დროებით მისი თანაშემწე რუბი შეცვლის.