თბილისი:
მანჩესტერი:
24-06-2013, 16:05
ავტორი: washington,
ნანახია: 2228,
კომენტარები: 24
24 June: Football Newspapers
სრულიადში შემოგთავაზებთ დღის სიახლეებს...
24 June: Football Newspapers
ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემგოთავაზებთ დღის სიახლეებს...


24/6/13: ჩიჩარიტო თავის თანამემამულეს რეკომენდაციას გაუწევს...

24 June: Football Newspapers

ხავიერ ერნანდესი, იგივე როგორც ჩიჩარიტო, რეკომენდაციას გაუწევს თავის თანამემამულე ჯონათან ესპერიკუეტას. სწრაფი 18 წლის ნახევარმცველი ამჟამად "ტიგრეს" მოთამაშეა და ცდილობს თურქეთში მსოფლიო ჩემპიონატზე U20 წლამდელთა ნაკრებში, "იუნაიტედის" სკაუტებზე შთაბეჭდილება მოახდინოს.


24/6/13: "მოდენას" მწვრთნელი "მანჩესტერის" ფეხბურთელზე ინტერეს ადასტურებს, მაგრამ...

24 June: Football Newspapers

"მოდენას" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ ნოველინო დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურ დამცველ მიშელ ფორნასიერით დაინტერესდა, მაგრამ ამავდროულად აღიარებს, რომ მათი გარიგება ვერ შედგება. "ფორნასიერი კარი მოთამაშეა, ჩვენ გვსურს ავაშენოთ ახალგაზრდული გუნდი, მის შესაძლო ყიდვაზე ლაპარაკი კი ჯერ ნაადრევია", - აცხადებს ნოველინო Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.


"იუნაიტედი" ალკანტარას წლიურ გასამრჯელოდ 4.5 მილიონს სთავაზობს

24 June: Football Newspapers

Daily Mirror-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ფლეიმეიკერ ტიაგო ალკანტარაში ბრძოლაში უკვე დიდიხანია ჩართულია და მას წლიურ ხელფასად 4.5 მილიონს სთავაზობს.

პარასკევს, ესპანელმა 22 წლის ნახევარმცველმა განაცხადა, რომ კატალონიიდან აბარგებას აპირებს. როგორც ადგილობრივი წყარო იტყობინება "იუნაიტედი" "ბარსელონასთვის" ფინანსურ შემოთავაზებას ამზადებს, რათა ესპანეთისU21 წლამდლეთა ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი ხელში ამ ზაფხულშივე ჩაიგდონ.

ამავე დროს, Daily Mail-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელი დევიდ მოიესი მზადაა მიიღოს დამატებითი რესურსები ტიაგო ალკანტარას გასაფორმებლად.


დევიდ მოიესი: "ამ დროისთვის ფორვარდის შეძენა არ გვესაჭიროება"

24 June: Football Newspapers

"ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყიდით თავდამსხმელს, თუ რომელიმე ფორვარდი დატოვებს "იუნაიტედს", მაგრამ მე მსურს და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩემი გუნდიდან არცერთი ფორვარდი არ წავიდეს." - აცხადებს მოიესი Thelegrap-თან საუბრისას...

ამის შემდეგ შოტლანდიელმა სპეციალისტმა კევინ სტროტმანის ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი: "კევინი კარგი ფეხბურთელია, წესით მისი ყიდვა არ უნდა გაგვიჭირდეს და ეს ტრანსფერი სრულიად შესაძლებელია, რომ განხორციელდეს".


ტომ ინსი "კარდიფში" ითამაშებს !!..

24 June: Football Newspapers

ინგლისური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ბლექპულის" 21 წლის შემტევი ნახევარმცველი, - ტომ ინსი ახლახანს პრემიერ ლიგაში გადასულ "კარდიფში" ითამაშებს. მის მომავალს, ხან "მანჩესტერს", ხანაც "ლივერპულს" უკავშირებდნენ, თუმცა მან არჩევანი როგორც სჩანს "კარდიფზე" გააკეთა.


Bild: მიუნხენის "ბაიერნის" ახალი მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას წარდგენა დღეს მოხდება.


თითქოს ჩაშლილი ტრანსფერი მაინც შედგება..

24 June: Football Newspapers

იმდღეს დაიწერა, რომ მხითარიანის "ლივერპულური" ტრანსფერი ნელ-ნელა ჩიხში შედის. თუმცა "ლივერპულთან" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი მოგვარებულა და მერსისაიდელები მას 20 მილიონ ფუნტად იყიდიან.





საინტერესო ცნობები ფეხბურთის ირგვლივ (Part4)


"ლივერპულის" ყოფილმა ლეგენდამ რობი ფაულერსმა 4 წუთსა და 33 წამში ჰეთ–თრიკი შეასრულა, თანაც ეს ფაქტი მატჩის დაწყებისთანავე მოხდა. პირველ, მესამე და მეხუთე წუთზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფაულერსმა ეს გოლები ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ შეაგდო 19 წლის ასაკში.

სიახლეები
24 კომენტარი
№21
ავტორი: UTD-Rule
25 ივნისი 2013 09:59
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მართალია მოიესი აღარ გვინდა თავდამსხმელი,ცენტრალური ნახევარმცველი ან ვინგერი უფრო გვჭირდება...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№22
ავტორი: MAGNIFICENT 7
25 ივნისი 2013 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
ფაულერი უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№23
ავტორი: De_Gea
25 ივნისი 2013 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
alkantras da strotmanis mere transferebi didad agar dagvchirdeba
0
№24
ავტორი: Jubo
25 ივნისი 2013 20:12
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
დევიდ მოიესი: "ამ დროისთვის ფორვარდის შეძენა არ გვესაჭიროება"
You don't say?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top