თბილისი:
მანჩესტერი:
21-06-2013, 19:12
ავტორი: Esi,
ნანახია: 3227,
კომენტარები: 30
ჭორები,რომლებიც სინამდვილედ უნდა იქცეს!
მანჩესტერ იუნაიტედის ტრანსფერები:ვინ სურთ მათ და ვინ შეიძლება მოვიდეს კლუბში...
ჭორები,რომლებიც სინამდვილედ უნდა იქცეს!
უკვე რამდენიმე კვირაა რაც სატრანსფერო ფანჯარა გახსნილად გამოცხადდა და გახსნის დღიდანვე პრესა აჭრელდა ჭორებით,მათ შორის იმ ჭორებითაც,სადაც მანჩესტერ იუნაიტედის სახელი ფიგურირებს.“წითელ ეშმაკებს“ უკვე არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ,ეს კი იმის მანიშნებელია,რომ იუნაიტედი სავარაუდოდ ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს იაქტიურებს.ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ფეხბურთელს,რომლითაც დევიდ მოიესის იუნაიტედია დაინტერესებული და შესაძლოა ისინი მომავალი სეზონიდან მანჩესტერ იუნაიტედის მაისურითაც ვიხილოთ...

3.კრეატიული ნახევარმცველი:ტიაგო ალკანტარა,სესკ ფაბრეგასი

ყველასათვის ნათელია,რომ დევიდ მოიესი პირველ რიგში ნახევარდაცვის გაძლიერებას დაიწყებს და უკვე რამდენიმე ფეხბურთელიც კი შერჩეული ჰყავს.მათ შორის ორი კატალონიელი სესკ ფაბრეგასი და ტიაგო ალკანტარა.უკვე წლებია მანჩესტერ იუნაიტედს ნახევარდაცვაში უჭირს.საჭიროა კრეატიული ნახევარმცველი,რომელიც ცენტრში დაალაგებს ყველაფერს და ასე თუ ისე შეცვლის პოლ სქოულზს.მთავარი კანდიდატურები კი სწორედ ეს ორი უკანასკნელია.ორივე ფეხბურთელი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობენ და თვითონაც ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველების წოდებაც აქვთ.ალკანტარა კი მომავლის ფეხბურთელად ითვლება,რადგან მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს იმისა,რომ გახდეს საუკეთესო ფეხბურთელი.ამ მომენტისათვის კი ყველაზე რეალური ტრანსფერი კი სწორედ ალკანტარას ტრანსფერია,რადგანაც მას სურს დატოვოს კლუბი,რათა ჰქონდეს უფრო მეტი სათამაშო დრო.აი რაც შეეხება ყოფილ არსენალის ფეხბურთელს მას არ სურს კატალონიის დატოვება და თავს შესანიშნავად გრძნობს ამჟამინდელ კლუბში.

ვინ შეიძლება იყიდოს მანჩესტერმა:ტიაგო ალკანტარა

როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე ყველაზე რეალური ტიაგო ალკანტარას ტრანსფერია.მეტიც ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია,რომ ტიაგო უკვე შეიძინა იუნაიტედმა და ტრანსფერის სრული სახე რამდენიმე დღეში იქნება.თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ,რომ ფაბრეგასმა კლუბის გამოცვლა არ ისურვა და იუნაიტედმა კი აუცილებლად უნდა იყიდოს ამ პოზიციაზე ვინმე და ეს ვინმე კი დიდი ალბათობით ალკანტარა იქნება.
ფაბრეგასმა განაცხადა:“მე მსურს დავიპყრო მწვერვალები ბარსელონასთან ერთად.ეს კლუბი არის ჩემი სახლი და მე ყოველთვის ვვოცნებობდი აქ თამაშზე,ასე რომ მე ვცდილობ წარმატებული ვიყო ამ კლუბთან ერთად და ეს მე დიდი ხნის მანძილზე შემეძლება“
ხოლო რაც შეეხება ტიაგოს,მას უნდა კლუბი გამოიცვალოს,რადგან ბარსელონაში სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა.ხოლო თუ Daily Mail-ს დავუჯერებთ,მაშინ იუნაიტედმა უკვე ყველაფერი მოაგვარა და იყიდა ალკანტარა £17 მილიონად.




2.ორმაგი პოზიციის ნახევარმცველები:კლაუდიო მარკიზიო,არტურო ვიდალი და კევინ სტროტმანი


დიდი ალბათობით მოიესი ეძებს ისეთ ფეხბურთელს,რომელსაც ნახევარდაცვის ცენტრში შეუძლია ითამაშოს,როგორც ჩამშლელად ასევე გამთამაშებლადაც.ასეთ ფეხბურთელებად კი კლაუდიო მარკიზიო,არტურო ვიდალი და კევინ სტროტმანი მოიაზრებიან.ყველაზე გამოკვეთილი ამ სამიდან კი კლაუდიო მარკიზიო და კევინ სტროტმანია.პეესვე ეინდჰოვენის ფეხბურთელი კევინ სტროტმანი კი დიდი ალბათობით გადავა იუნაიტედში.ამაზე ისიც მეტყველებს,რომ უკვე ბევრგან დაიწერა ის,რომ კევინი მომავალი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდება.ასევე არ წყდება ჭორები იმის შესახებ,რომ იუნაიტედს სურს კლაუდიო მარკიზიო,რომელიც შესანიშნავად ასპარეზობს ტურინის იუვენტუსში.

ვინ შეიძლება იყიდოს იუნაიტედმა:კევინ სტროტმანი

The Express-ის ცნობით ტურინის იუვენტუსმა განაცხადა,რომ კლაუდიო მარკიზიო არ იყიდება.ასევე calciomercato.com-თან ინტერვიუში იუვენტუსის დირექტორმა ბეპე მაროტმა განაცხადა,რომ კლუბი არასდროს გაყიდის მარკიზიოს.აქედან გამომდინარე რჩება ორი ფეხბურთელი არტურო ვიდალი და კევინ სტროტმანი.ვიდალზე ინტერესი ალბათ ჭორებია,რადგან იუნაიტედის არც ერთ წარმომადგენელს ამ ფეხბურთელზე დაინტერესება არ დაუდასტურებია.დარჩა ჰოლანდიელი ნახევარმცველი.აი სტროტმანთან დაკავშირებით კი ყველაფერი სხვაგვარადაა.იუნაიტედი მისით სერიოზულადაა დაინტერესებული.ასევე სტროტმანსაც სურს ითამაშოს იუნაიტედში.კევინის აგენტმა თქვა,რომ მისი კლიენტი მოხარული იქნება თუ ის ინგლისის პრემიერ ლიგაში გაააგრძელებს კარიერას.მას ყველაფერი აქვს იმისათვის,რომ მოერგოს ამ ჩემპიონატს.23 წლის ჰოლანდიელის სატრანსფერო თანხა კი £15-£20 მილიონამდეა.



1.X-ფაქტორი:კრისტიანო რონალდო,გარეტ ბეილი

ორივე მათგანი სავარაუდოდ ან კლუბს გამოიცვლის ან კიდევ დარჩებიან ამჟამინდელ კლუბებში.ამ ფეხბურთელებით კი არაერთი კლუბია დაინტერესებული და მათ შორის იუნაიტედიც.ეს ფეხბურთელი ერთნამეთისგან განსხვავდება,მაგრამ ამ სანტრასფერო ფანჯრის დროს ორივეს ტრასნფერი დამეთანხმებით,რომ ხმაურიანი ტრანსფერი იქნება.იუნაიტედი კი ყველაზე აქტიური რონალდოს ტრანსფერთან დაკავშირებითაა.კლუბს სურს,რომ პორტუგალიელი თავის სახლში დააბრუნოს.აი რაც შეეხება ბეილს,ის მადრიდის რეალს სურს,მაგრამ ამავე დროს არ უნდა,რომ კლუბი რონალდომ დატოვოს.როგორ მოახერხებენ ამ ყველაფერს რეალის წარმომადგენლები მომავალი გვიჩვენებს.

ვინ შეიძლება იყიდოს იუნაიტედმა:კრისტიანო რონალდო
იუნაიტედის გულშემატკივართა სამწუხაროდ,ძალიან მცირეა იმის შანსი,რომ ამ ორიდან რომელიმე გადმოვიდეს იუნაიტედში,მაგრამ ყველაზე დიდი შანსი ალბათ მაინც რონალდოს ტრანსფერია.რადგან პრესის განცხადებით რონალდოს არ სურს რეალთან ახალი კონტრაქტის გაფორმება.ასევე სახლს,რომელიც მადრიდში აქვს ყიდის.ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია,რომ რონალდო კლუბს იცვლის.მაგრამ არსებობს ამის გამომრიცხავი ფაქტებიც.კერძოდ კი ტოტენჰემის წარმომადგებლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის,რომ ბეილი შეინარჩუნონ და თუ ეს მართლაც ასე მოხდა,მაშინ რეალი შეეცდება ყველაფერი გააკეთოს იმისთვის,რომ რონალდო შეინარჩუნონ.რამდენიმე დღის წინ პერესმა რონალდოს დარჩენის სანაცვლოდ 155 მილიონი შესთავაზა,რაც ძალიან დიდი თანხაა.მაგრამ იუნაიტედის ხელმძღვანელობა და თვითონ გულშემატკივრებიც იმედს არ კარგავენ,რომ რომელიმე ფეხბურთელი იუნაიტედის ღირსებას მომავალი სეზონიდან აუცილებლად დაიცავს.



წყარო:bleacherreport
სტატიები
30 კომენტარი
№21
ავტორი: gilmour
21 ივნისი 2013 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ვაა მართლა მაგარი სტატიაა მალადეც გოგიტ.
ცენტრში სტროტმანი ალკანტარა ახალი ეპოქაა უკვე იუნაიტედისთვის, ერთი ფიზიკურად ძლიერი და თან შეტევაშიც გამოსადეგი, მეორე მაგარი ტექნიკური კარგი პასებით, გამოუშვით ორივე!
კერიკს რაც შეეხება ვარიაციები იქნება და არ დაიკარგება არავინ.
0
№22
ავტორი: Amanda Seyfried
21 ივნისი 2013 22:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
რონალდო მინდა, რონალდო love
0
№23
ავტორი: Z A C K™
21 ივნისი 2013 22:17
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ეუფ, კაი ხანია ამოდენა სიახლე არ დადებულა...
დავითრევთ რომელიმეს იმედია...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№24
ავტორი: UTD-Rule
21 ივნისი 2013 22:29
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყოჩაღ გოგიტ...

რავიცი რონალდოს დაბრუნება ჩემი პირველი ოცნებაა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№25
ავტორი: იუელი
21 ივნისი 2013 22:46
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 91
სტორტმანი ჩვენია რონალდო გადმოვა ალკანტარაც მოდის
გაღოლ გოგიტ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ REDARMY.GE
№26
ავტორი: Shako Jones
21 ივნისი 2013 23:11
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ალკანტარა და რონი
0
№27
ავტორი: Zizou
21 ივნისი 2013 23:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ალკანტარა
სტროტმანი
ბეილი
0
№28
ავტორი: tokovski
21 ივნისი 2013 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
moderatori gigas vezeb!!! sada? :D micnobs albat
0
№29
ავტორი: Paul Scholes 22
21 ივნისი 2013 23:37
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
Esi,
ზუსტად ისეთი სიახლეა როგორიც გვითხარი:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№30
ავტორი: ლადო
22 ივნისი 2013 07:30
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Esi,
საღოლ ესი, ბრავო....რონი, ალკანტარა, სტორტმანი ძალიან კარგი იქნებაა request
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top