”მანჩესტერ იუნიატედის” თავკაცმა სერ ალექსმა განაცხადა, რომ მის გუნდს აქვს დიდი შანსი, რომ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.
”როდესაც ვიხსენებ, თუ რამდენჯერ მოიგო ”იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგა ძალიან დამწუხრებული ვარ. ჩვენ შეგვეძლო ამ ჩემპიონატის გაცილებით მეტი რაოდენობით მოგება. მაგრამ არ უნდა დაუშვათ, რომ ამ ფიქრებმა ჩაგითრიოთ.
წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ”უემბლიზე” ჩატარდება, რაც ჩვენთვის დიდი სტიმულია. ჩვენთვის აუცილებელია დავალაგოთ თამაში დაცვის ხაზში, ამის შემდეგ კი სრულიად დარწმუნებულები ვიქნებით ჩვენს ძალებში. ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
ახლა ჩვენი მთავარი მიზანია პლეი-ოფში გასვლა და მისი ნორმალურად ჩატარება. გვსურს ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. აუცილებელია ავღნიშნოთ ”ჩელსის” საოცარი გაძლიერება. გასულ სეზონში მათ დაცვაში თამაშით მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. ჩვენ კი ხშირად დაცვის ცუდი თამაშის გამო ვმარცხდებით. მაგრამ თუ გსურს მოიგო მატჩი, აუცილებლად მეტოქეზე მეტი გოლი უნდა გაიტანო.
”იუნაიტედს” ყოველთვის შეტევის ბრწყინვალე ხაზი ჰყავდა. ეს არის ჩვენი ფეხბურთის ერთგვარი ფილოსოფია” - ციტირებს ფერგის Daily Mail.