თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2013, 16:20
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2435,
კომენტარები: 21
პოგბა სერ ალექსთან დამოკიდებულებაზე საუბრობს!
"იუვენტუსის" ნახევარმცველმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სერ ალექსთან ურთიერთობაზე...
პოგბა სერ ალექსთან დამოკიდებულებაზე საუბრობს!
პოლ პოგბამ რამოდენიმეჯერ გააკეთა განცხადება, რომ არასდროს არ უნანია "ოლდ ტრაფორდიდან" წასვლა:"მე არასდროს არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება სერ ალექსისადმი უპატივცემულობა გამომეხატა. მე მას არაფერს არ ვუმალავდი. როდესაც გავიგე, რომ პოლ სქოულზი კარიერას აგრძელებდა, მაშინ მივხვდი, რომ კლუბიდან უნდა წავსულიყავი." - განაცხადა ნახევარმცველმა skysports.com-თან.

"ფერგიუსონი მეუბნეოდა, რომ იტალიაში რასიზმია და იტალიელი გულშემატკივარი ინგლისელებს არ ჰგვანან. მე კი ვუპასუხე, რომ ეს ჩემთვის პრობლემა არ იქნებოდა. ჩემმა უკვე ყოფილმა თანაგუნდელებმა მე ზედმეტ სახელად ნელსონ მანდელაც კი შემარქვეს, რადგან მე მარტო ვიყავი სერ ალექსის წინააღმდეგ"

"მე კი ანტონიო კონტემ მითხრა, რომ მისთვის ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდა. თუ მე რეგულარულად გამოვდიოდი მინდორზე სათამაშოდ ესეიგი რაღაცის გაკეთება შემეძლო. მე კიდევ ბევრის მიღწევას ვაპირებ და მსურს მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი გავხდე და "ოქროს ბურთიც" მოვიპოვო."

წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Achi.G.Best
30 მაი 2013 11:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
აშკარად ნიჭიერია მაგრამ იტალია სხვა დონეა და ინგლისი სხვა...რას გაიგებს კაცი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top