თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2013, 19:28
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2523,
კომენტარები: 21
სერ ალექსმა სატრანსფერო კამპანიაზე ისაუბრა
შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ამ ზაფხულს მისი გუნდი გაძლიერდება, მაგრამ სერიოზული ტრანსფერი არ განხორციელდება.
სერ ალექსმა სატრანსფერო კამპანიაზე ისაუბრა
შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ამ ზაფხულს მისი გუნდი გაძლიერდება, მაგრამ სერიოზული ტრანსფერი არ განხორციელდება.

ჟურნალისტმა ფერგის კითხა თუ რომელ ვარსკვლავს დაიმატებდა, სერ ალექსმა კი უპასუხა: "პრესაში წერენ თითქოს ფორვარდის დამატება გვსურს, მაგრამ ეს აბსურდია. მე ოთხი მაღალი კლასის თავდამსხმელი მყავს".

ამის შემდეგ სერ ალექსს რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე ჰკითხეს. "მგონი ბაიერნი ითვლება მთავარ პრეტენდენტად, არაა ასე? ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ წარიმართება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა. შესაძლოა რამდენიმე საკითხზე მსჯელობაც მოგვიწიოს"._განაცხადა სერ ალექსმა manutd.com_თან ინტერვიუში.

"ვფიქრობ ამ ზაფხულს სერიოზულად არ გავძლიერდებით. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები: კაგავა, ევანსი, სმოლინგი, ჯონსი, რაფაელი, ფაბიო- რომელიც იჯარიდან დაგვიბრუნდება, ბიუტნერი, დე ხეა, კლევერლი, უელბეკი, ჩიჩარიტო. ამ ფეხბურთელებს შანსი აქვთ კიდევ უამრავი წელი ითამაშონ "იუნაიტედში".

"თუკი ჯონსი და სმოლინგი ტრამვებს აღარ მიიღებენ, შესაძლებლობა ექნებათ სერიოზულ პროგრესს მიაღწიონ. ჩვენ ვნახეთ დენი უელბეკის გაუმჯობესებული თამაში. მთავარი პრობლემა ისაა, რომ იგი თავის პოზიციაზე ვერ თამაშობს. წინა სეზონში მან 12 გოლი გაიტანა, წელს კი მხოლოდ 2".

წყარო: redevils.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ტრანსფერები
21 კომენტარი
№21
ავტორი: gilmour
22 აპრილი 2013 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მე ისევ ჩემ ზრზე ვრჩები, ვინმე ჩამშლელი ცხოველი და თან პასის მცოდნე!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top