თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2013, 16:17
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 3241,
კომენტარები: 37
პიკე: "ვამაყობ, რომ იუნაიტედში ვთამაშობდი"
პიკე მანჩესტერში გატარებულ წლებს იხსენებს
პიკე:
"იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ ამაყობს "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული წლებით. ის ასევე გამოტყდა, რომ ყოველთვის იცოდა, რომ როდესღაც ის "ბარსელონაში" დაბრუნდებოდა.

"ბიჭი, რომელიც 17 წლის ასაკში მანჩესტერში გადავიდა და უცებ გასახდელში სუპერ ვარსკვლავებთან ერთად აღმოჩნდა, ეს იყო შესანიშნავი დრო" - ციტირებს პიკეს სიტყვებს Sky Sports. - "მე კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც პირველად ვივარჯიშე პირველ გუნდთან ერთად - ეს იყო შესანიშნავი."

"აქ მიღებული გამოცდილების დამსახურებით, მე კარგად ვიყავი მომზადებული ბარსელონაში დასაბრუნებლად. იმ ზეწოლის გარეშე რაც მე იუნაიტედში განვიცადე, მე არ ვიქნებოდი მზად ბარსელონაში სათამაშოდ."

"მე ძალიან ვამაყობ ამ სამი წლით და ჩემი გადაწყვეტილებით. 17 წლისას იყო შესანიშნავი დრო სახლის დასატოვებლად, რადგან ეს მე დამეხმარა ჩამოვყალიბებულიყავი ფეხბურთელად. მე ვამაყობ, რომ ვიყავი სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ მე მას ყოველი თამაშის წინ ვეუბნებოდი , რომ ცდებოდა ჩემთან დამოკიდებულებაში."

"მე ყოველთვის მსურდა დაბრუნება. ბარსელონა - მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, შენ იგებ ტიტულებს, ეჩვევი გუნდის სტილს და შენ სახლში ხარ. თუ შენ ამ გუნდს ტოვებ, მაშინ ვერ ხედავ გზას სიმაღლეებისკენ. როცა მე და სესკი გუნდიდან წამოვედით, ჩვენ გვყავდა კარგ ახალგაზრდული გუნდი, ჩვენ ვთამაშობდით მესისთან ერთად. მე გადავწყვიტე ამისთვის ყურადღება არ მიმექცია და ჩემი თავი გამომეცადა. თუმცა ყველა ვინც აქედან მიდის ამბობს, "მე ისევ დავბრუნდები!"


წყარო: ManUtd.ru
სიახლეები, ინტერვიუები
37 კომენტარი
№21
ავტორი: love united
10 აპრილი 2013 21:19
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
REDBOY
ჩემპიონთა ლიგა ერთხელ,საერთოდ კი ჩემპიონთა თასი 3-ჯერ...1958,99,08-ში...
0
№22
ავტორი: gilmour
10 აპრილი 2013 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
love united,
რა ერთხელ კაცო რას ამბობ:) გვიწვალია გვიშრომია და წყალში გვიყრი?:)))
0
№23
ავტორი: Jubo
10 აპრილი 2013 21:31
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ციტატა: TrueDeviL 
დაკარგული ნიჭი ისევე როგორც ფორლანი ((

რას ამბობ? საიდან დაასკვენი ეგ ვინ დაუკარგა ამას ნიჭი და რამე არ დაუფასა
უბრალოდ დაბრუნდება უნდოდა თავის ოცნების კლუბში და მაგიტო გაუშვა ფერგიმ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№24
ავტორი: REDBOY
10 აპრილი 2013 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
მე იმის ჩათვლით ვამბობ თასების თასი რო ერქვა ადრე მაგიანად რამდენჯერ გვაქვს მოგებული?

99-ში ჩემპიონთა ლიგა არ ერქვა?
0
№25
ავტორი: Luka Gelashvili
10 აპრილი 2013 21:58
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
...RooNeY...FaN...,
მაშინ გაშვებული :DDD
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№26
ავტორი: Amerigo
10 აპრილი 2013 22:28
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
TrueDeviL ,
:დდდდ wink
0
№27
ავტორი: Shako Jones
10 აპრილი 2013 22:41
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ევანსი რომ არა ისევ ჩვენი ბიჭი იქნებოდა :)) პიკე იმედია დაგვიბრუნდები
0
№28
ავტორი: RVP (20)
10 აპრილი 2013 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
Shako Jones,
ხო. კარგი იქნებოდა პიკეს ისევ მანჩესტერში ნახვა feel
0
№29
ავტორი: Lev
11 აპრილი 2013 00:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
მშვენიერი დაცვა გვყვავს უბრალოდ ნახევარდაცვა გვყვავს გარღვეული!!!!!!!!1 კერიკი ვერ აუდის ამდენ საქმეს!! ასაკშია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№30
ავტორი: don_vini
11 აპრილი 2013 02:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
მაგარი მცველიაა.უბრალდო ამს არ უნდოდა დარჩენა მანჩესტერში .ამას ბარსაში გადასვლა ქონდა გადაწყვეტილი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top