თბილისი:
მანჩესტერი:
20-03-2013, 21:04
ავტორი: Esi,
ნანახია: 2334,
კომენტარები: 21
ვერატი იუნაიტედში?
მარკო ვერატით მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალია დაინტერესებული...
ვერატი იუნაიტედში?
შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ინგლისურმა კლუბმა მანჩესტერ იუნაიტედმა და ესპანურმა სამეფო კლუბმა მადრიდის რეალმა დიდი ომი გააჩაღონ პ.ს.ჯ-ს ნახევარმცველ მარკო ვერატიზე.რამდენიმე საფეხბურთო გამომცემლობამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვერატი მანჩესტერ იუნაიტედთან დააკავშირა და ეს ყველაფერი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაგრძელდეს,რადგანაც სერ ალექსის კლუბს ნახევარდაცვაში ასე თუ ისე აქვს პრობლემები,რაც კიდევ უფრო ნამდვილს ხდის ამ ამბავს.

ვერატი პ.ს.ჯ-ში 2012 წელს გადავიდა და კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.ამჟამად ფეხბურთელს კლუბთან 4 წელი აკავშირებს და სწორედ ეს შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემა დაინტერესებულ კლუბებთან,რომ ისინი შესაძლოა სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.იტალიელი ფეხბურთელი იტალიური კლუბის პესკარას აღზრდილია.ამ კლუბში მან 76 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა 4 წლის განმავლობაში,ხოლო შემდეგ გადავიტა ფრანგულ კლუბში და ყველა ჩემპიონატში მან პ.ს.ჯ-ს მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.მარკოს კლუბს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალში კატალონიური ბარსელონას წინააღმდეგ აქვს სათამაშო და შესაძლოა სერ ალექს ფერგიუსონისა და ჟოზე მაურინიოს დავალებით ამ ფეხბურთელს სკაუტები დააკვირდნენ სწორედ ამ შეხვედრაში.

მარკო ვერატის ასევე აქვს სანაკრებო გამოცდილებაც.მას იტალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული,აქედან 3 შეხვედრა მან იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარა და 1 გოლის გატანაც მოახერხა.რა თქმა უნდა იტალიის ნაკრებში ვერატის პოზიციაზე პირველი ყოველთვის ანდრეა პირლო იქნება,მაგრამ მარკო ნამდვილად არის მომავლის ფეხბურთელი.ისეთი ფეხბურთელები,როგორებიც მანჩესტერ იუნაიტედსა და მადრიდის რეალს ჰყავს,დაეხმარება მარკოს,რომ მიაღწიოს წარმატებას მომავალში.


წყარო:mufclatest.com
სიახლეები
21 კომენტარი
№21
ავტორი: nika bilaniunited
21 მარტი 2013 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
მაგარი ვინმეა მეც მაქ ნანახი ვალენსიასთან ამის თამაში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top