თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2012, 22:17
ავტორი: sLipa ;x,
ნანახია: 2475,
კომენტარები: 21
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინდივიდუალური სტატისტიკა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინდივიდუალური სტატისტიკა
მანჩესტერ იუნაიტედში, რომ ბევრი დიდებული მოთამაშე თამაშობდა და თამაშობს ეს ცხადზე ცხადია, მრავალმხრივად განსაკუთრებული ფეხბურთელებიც ბევრი ყოფილან ეშმაკებში, გოლის ალღოთი დაჯილდოვებული, გუნდის ერთგულებით გამორჩეული და სხვადასხვა თვისებებით გამორჩეული მოთამაშეები. სწორედ ასეთ ფეხბურთელებზე და მათ შესანიშნავ სტატისტიკაზე მინდა გავამახვილო ყურადღება და მივიქციო თქვენი ყურადღება.


ფეხბურთელები, რომლებმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინდივიდუალური სტატისტიკა

რაიან გიგზი - მანჩესტერ იუნაიტედის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ( გულშემატკივრების აზრით ), რომელიც ინგლისური გუნდის რიგებში 1990/91 წ. სეზონიდან მოყოლებული თამაშობს. უელსელმა ფეხბურთელმა იუნაიტედის მაისური სულ 914 მატჩში მოირგო, აქედან 643 ინგლისის პრემიერ ლიგაში, 70 ინგლისის თასზე, 38 ლიგის თასზე, 145 ევრო ტურნირებზე და 18 სხვა ტურნირებზე. 2011 წელს რაიან გიგზი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც 12 ჯერ აქვს მოგებული ინგლისის პრემიერ ლიგა. გიგზი ასევე არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც გოლი გატანილი აქვს პრემიერ ლიგის დაარსებიდან ყველა სეზონში.(20 სეზონი)

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინდივიდუალური სტატისტიკა

ბობი ჩარლტონი - ინგლისისა და საერთოდ ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც სახელი გაითქვა მანჩესტერ იუნაიტედში ასპარეზობით (1956/1973). მან იუნაიტედში გატარებულ 17 წელში მოახერხა 758 მატჩის ჩატარება. 606 შეხვედრა მან ჩაატარა ინგლისის პრემიერ ლიგაში, 78 - ინგლისის თასზე, 24 მატჩი მან ითამაშა ლიგის თასზე, 45 - ევროტურნირებზე და 5 სხვა ტურნერებზე. დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ჩარლტონს ეკუთვნოდა რეკორდი თუმცა 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში რაიან გიგზმა დაამხო და გააუმჯობესა იგი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინდივიდუალური სტატისტიკა

პოლ სქოულზი - ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი. იგი გუნდში 1994/95 წ. სეზონიდან თამაშობს და უდიდესი წვლილი მიუძღვის მანჩესტერ იუნაიტედის წარმატებაში. პოლმა წითლების მაისური 704 სეხვედრაში მოირგო. აქედან მან 489 ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშა, 46 ჯერ ინგლისის თასზე, 21 მატჩი ჩაატარა ლიგის თასზე, 133 ჯერ იასპარეზა ევროტურნირებზე და აქვს ჩატარებული 15 შეხვედრა სხვადასხვა ტურნირებზე.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინდივიდუალური სტატისტიკა

ბილ ფოულკსი - მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველი და კაპიტანი იკავებს მეოთხე პოზიციას, რომელიც ჩამორჩება მხოლოდ პოლ სქოულზს, ბობი ჩარლტონს და რაიან გიგზს. მან ინგლისურ გუნდში ითამაშა 18 სეზონი და მოასწრო 688 შეხვედრის ჩატარება. ითამაშა 566 პრემიერლიგის მატჩი, 61 ინგლისის თასის შეხვედრა, მხოლოდ და მხოლოდ 3 ჯერ ითამაშა ლიგის თასზე, 52 ჯერ ევროტურნირებზე და სხვა ტურნირებზე მან ითამაშა 6 შეხვედრა. ბილმა 1957/58, 1959/60, 1963/64 და 1964/65 მონაწილეობა მიიღო უკლებლივ ყველა მატჩში, 18 სეზონის განმავლობაში იგი გუნდს დაეხმარა 4ჯერ პრემიერ ლიგის, ინგლისის თასის და ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებაში.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინდივიდუალური სტატისტიკა

გარი ნევილი - ინგლისელი მცველი რომელიც ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მისი თაობის ფეხბურთელებში, იუნაიტედში თამაშობდა 1992/2011 წ. სეზონებში.. გარი, როი კინის გუნდიდან წასლვლის შემდეგ იყო იუნაიტედის კაპიტანი 7 წლის განმავლობაში. ნევილი არის ხუტეულის უკანასკნელ საფეხურზე 602 ჩატარებული მატჩით. მან 566 შეხვედრა ჩაატარა ინგლისის პრემიერ ლიგაში, 61 ინგლისის თასზე, 3ჯერ ითამაშა ლიგის თასზე, 117 ჯერ იასპარეზა ევროტურნირზე და სხვადასხვა ტურნირებზე ჩაატარა 13 მატჩი.
------------------------------------------------------------------

ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინდივიდუალური სტატისტიკა

ბობი ჩარლტონი - ლეგენდარულ ფეხბურთელს გატანილი აქვს 249 გოლი ჩატარებული 759 თამაშიდან. პრემიერ ლიგაში მან გაიტანა 199 გოლი, 19 ჯერ შეაგდო ინგლისის თასზე, ლიგის თასზე მის ანგარიშზეა 7 გოლი, ხოლო ევროტურნირებზე მაქვს გატანილი აქვს 22 გოლი. ჩარლტონს ნათამაშები აქვს 5 მატჩი სხვადასხვა ტურნირზე და მან მაოხერხა 2 გოლის გატანა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინდივიდუალური სტატისტიკა

დენის ლოუ - დიდი სამეულის ერთ-ერთი წევრი შოტლანდიელი გოლების მანქანა. 404 ცატარებულ მატჩში 237 გატანილი გოლი რაც ძალიან კარგი შედეგია. ინგლისის პრემიერ ლიგაში მან გაიტანა 171 გოლი ჩატარებულ 303 შეხვედრაში. ინგლისის თასზე ლოუმ 34 ჯერ მოახერხა მეტოქე გუნდის აკრის აღება, ევროტურნირებზე მან ითამაშა 33 მატჩი და გაიტანა 28 გოლი, ფენომენალური შედეგი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინდივიდუალური სტატისტიკა

ჯეკ როული - ფეხბურთელი მანცესტერ იუნაიტედში ირიცხებოდა ადრეულ წლებში (1937/55). ჯეკმა ითამაშა 424 მატჩი და გაიატნა 211 გოლი. პრემიერ ლიგაში მას გატანილი აქვს 182 გოლი 26 კი ინგლისის თასზე.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინდივიდუალური სტატისტიკა

უეინ რუნი - ყველასთვის აკრგად ცნობილი ინგლისელი ვარსკვლავი, რომელიც ითვლება დღევანდელი მანჩესტერის უდავო ლიდერად. მან უკვე მოასწრო 371 მატჩის ჩატარება ჯერ კი იგი 26 წლის არის. უეინმა 181 გოლის გატანა მოახერხა ყველა ტურნირს მასშტაბით. 255 პრემიერ ლიგურ შეხვედრაში მას 129გოლი აქვს გატანილი. ევროტურნირებზე 30 გოლი დაუგროვდა მას 71 შეხვედრაში, ინგლისის თასზე 14 გოლი ლიგის თასზე კი 4.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინდივიდუალური სტატისტიკა

ჯორჯ ბესტი - ხუთეულს კი ასრულებს ლეგენდარული ჯორჯ ბესტი, რომელიც გამორჩეული იყო როგორც სათამაშო ნიჭითა და ინტელექტით ასევე მისი რთული ხასიათით. ჯორჯმა 11 სეზონში 179 გოლი გაიტანა დაწვრილებით სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: პრემიერ ლიგა 137 გოლი, ინგლისის თასზე 21, ლიგის თასზე 9 გოლი ევროტურნირებზე კი 11 გოლი ..

სტატია მომზადებულია ჩემ მიერ, დიდი მადლობა ყურადრებისათვის.
სტატიები
21 კომენტარი
№21
ავტორი: SAF
19 ოქტომბერი 2012 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ბესტი საუკეთესოა notbad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top