თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2013, 16:08
ავტორი: love united,
ნანახია: 1923,
კომენტარები: 21
გილოცავთ შინჯი!
დღეს "იუნაიტედის" იაპონელ მოთამაშეს, შინჯი კაგავას 24 წელი შეუსრულდა...
გილოცავთ შინჯი!
დღეს, 17 მარტს, მანჩესტერის ნახევარმცველ, შინკი კაგავას 24 წელი შეუსრულდა.უკვე 12 წლის ასაკში ის მიიწვიეს მიაგის აკადემიაში.16 წლის ასაკში კი კონტრაქტს მოაწერა ხელი და "სერეკო ოსაკას" შეუერთდა.შინჯი გახდა პირველი მოთამაშე იაპონიაში, რომელმაც პროფესიონალურ კონტრაქტს ხელი სწავლის დამთავრებამდე მოაწერა.2007 წელს ჰქონდა დებიუტი იაპონიის მეორე ლიგაში.2010 წელს კი თავის კლუბს დაეხმარა პირველ ლიგაში გადმოსვლაში."კაგიმ" იმ სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოასწრო.

ახალგაზრდა იაპონელის ნიჭი დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობამ აღმოაჩინა.სწორედ ამ კლუბმა მისცა შინჯის შესაძლებლობა განევითარებინა საკუთარი ნიჭი.2010 წლის ივლისში გახდა ცნობილი, რომ მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ და 12 ივლისს კაგავამ კონტრაქტს ხელი მოაწერა."ოსაკამ" მის სანაცვლოდ მხოლოდ 300 ათასი ევრო მიიღო.მომდევნო დღესვე შედგა შინჯის დებიუტი ამხანაგურ მატჩში.

2012 წლის 5 ივნისს გახდა ცნობილი, რომ შინჯი კაგავა მანჩესტერ "იუნაიტედში" გადავიდა.მან უკვე მოასწრო რამდენიმე თამაშის ჩატარება გუნდთან ერთად და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია."ნორვიჩთან" წინა ტურის მატჩში "კაგიმ" ჰეთ-რიკი შეასრულა.სამივე გოლი უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული.

საიტის სახელით მინდა მივულოცო შინჯის დაბადების დღე, ვუსურვოთ ჯანმრთელობა, დიდი სათამაშო დრო და წარმატებები როგორც საფეხბურთო კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში!

გილოცავთ შინჯი!
ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Amerigo
18 მარტი 2013 19:31
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
THEvv,
უკვე დიდია wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top