თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2023, 08:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2049,
კომენტარები: 27
მატჩისწინა პრესკონფერენცია
ნიდერლანდელი მატჩის წინ.
მატჩისწინა პრესკონფერენცია
ერიკ ტენ ჰეგმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე უპასუხა და ბევრ საკითხზე ღიად ისაუბრა რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

გრინვუდის შესახებ

ჩვენი გუნდი არ არის იმ დონეზე, როგორზეც უნდა იყოს, ამიტომ ბევრი სამუშაო მაქვს. მთელ ყურადღებას ვაქცევ გუნდს და იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემს განკარგულებაში მყავს. მე შემიძლია მხოლოდ კითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენი თამაშის შესახებ, ჩვენი გუნდის შესახებ, იმის შესახებ, თუ სად უნდა გავაუმჯობესოთ.

ტრავმები

დიახ გაჩნდა ეს პრობლემა, აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში როდესაც მასიური ტრავმიანობაა გუნდში, მაგრამ უმაღლეს დონეზე არსებულ ფეხბურთისთვის ეს ახალი არაფერია. აქ მოთამაშეები აღწევენ თავიანთი შესაძლებლობების საზღვრებს და ხდება ტრავმები. რა თქმა უნდა, ეს იმედგამაცრუებულია, მაგრამ თქვენ უნდა გაუმკლავდეთ მას და შეცვალოთ გუნდი. ჩვენ უბრალოდ უნდა გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს.

შეძლებს ჰოილუნდი თამაშს?

ხვალ ის არ იქნება. მან გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა დღეს და ველოდებით, რომ მთელი კვირა ექნება სავარჯიშო სესიები, სანამ მის ნაკრებში ჩართვას განვიხილავთ.

შოუს ტრავმის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინებს ვერ დავასახელებთ. ახლა ეს ითვლება პერსონალური მონაცემების გამჟღავნებად. ლუკი ცოტა ხნით დაგვტოვებს ვნახოთ რა დრო დასჭირდება მის დაბრუნებას.

ნიშნავს თუ არა შოუს ტრავმა ახალ ტრანსფერს?

შესაძლოა ნიშნავდეს თუმცა უნდანვიმოქმედოთ სიტუაციურად, შესაფერისი ფეხბურთელის გამოჩენის შემთხვევაში ეს შესაძლებელია.

მალასია

ისიც მხოლოდ რამდენიმე კვირაში დაბრუნდება. მაგრამ გუნდში, ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამ პრობლემის გადაჭრის ვარიანტები. ამას გადავლახავთ. სეზონის წინ მსგავს სცენარს ვიფიქრებდით, მაგრამ ვიმედოვნებდით, რომ ასე არ მოხდებოდა. თუმცა, თუ ეს მოხდება, მზად უნდა იყოთ.

თაყვანისმცემლების აზრი გრინვუდის შესახებ

კიდევ ერთხელ "იუნაიტედის" გულშემატკივრები პირველ რიგში "იუნაიტედის" გამარჯვებას ელოდებიან და ამაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ. უნდა ვაჩვენო, რომ გუნდმა უკეთესად ითამაშოს, ვიდრე ახლა.

ნახევარდაცვაზე

ნახევარდაცვამ "ტოტენჰემთანნ" მატჩში საუკეთესოდ არ ითამაშა? თქვენ ყოველთვის გაქვთ რაიმე სახის კლინიკური ანალიზი და თქვენი შეფასება არასწორია. ეს არ იყო ნახევარდაცვაზე წამოსული პრობლემები, ეს იყო წინა და უკანა ხაზის ხვრელები და ამაზე თამაშის შემდეგ ვისაუბრე.

კაზემიროს ფორმის შესახებ

ციფრებს თუ დააკვირდები, ნახავ, რომ მასთან ყველაფერი მშვენივრადაა! ზოგადად, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ფეხბურთელები სწრაფად ჩადგებიან ფორმაში. დიახ, "ტოტენჰემთან" მატჩის მეორე ნახევარში მათ ამ მხრივ არაფერი აჩვენეს, მაგრამ სეზონის პირველი მატჩის შემდეგ პრემიერ ლიგაში ფიტნესით საუკეთესოები ვიყავით",- აცხადებს დასასრულს სპეციალისტი.
პრესკონფერენცია
27 კომენტარი
№21
ავტორი: Shota Blues
26 აგვისტო 2023 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
გამარჯობა ბიჭებო. თითქმის 2 წელია გამოვეთიშე და მონატრებულ ფან კლუბს დავუბრუნდე მინდა. თამაშებს სად ვუყურებ, რას მირჩევთ? მაგთის ტელევიზია გამოვიყვანო ისევ და აჭარა სპორტზე გადის ისევ პრემიერ ლიგის თამაშები თუ რომელიმე საიტზეც შეიძლება ყურება?

0
№22
ავტორი: Old Red Devil
26 აგვისტო 2023 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ციტატა: Shota Blues
გამარჯობა ბიჭებო. თითქმის 2 წელია გამოვეთიშე და მონატრებულ ფან კლუბს დავუბრუნდე მინდა. თამაშებს სად ვუყურებ, რას მირჩევთ? მაგთის ტელევიზია გამოვიყვანო ისევ და აჭარა სპორტზე გადის ისევ პრემიერ ლიგის თამაშები თუ რომელიმე საიტზეც შეიძლება ყურება?

გამარჯობა ბიჭებო. თითქმის 2 წელია გამოვეთიშე და მონატრებულ ფან კლუბს დავუბრუნდე მინდა. თამაშებს სად ვუყურებ, რას მირჩევთ? მაგთის ტელევიზია გამოვიყვანო ისევ და აჭარა სპორტზე გადის ისევ პრემიერ ლიგის თამაშები თუ რომელიმე საიტზეც შეიძლება ყურება?

Goooool.org ამ საიტზე ვუყურებ
0
№23
ავტორი: ikeoni
26 აგვისტო 2023 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11439
ციტატა: Shota Blues
გამარჯობა ბიჭებო. თითქმის 2 წელია გამოვეთიშე და მონატრებულ ფან კლუბს დავუბრუნდე მინდა. თამაშებს სად ვუყურებ, რას მირჩევთ? მაგთის ტელევიზია გამოვიყვანო ისევ და აჭარა სპორტზე გადის ისევ პრემიერ ლიგის თამაშები თუ რომელიმე საიტზეც შეიძლება ყურება?

გამარჯობა ბიჭებო. თითქმის 2 წელია გამოვეთიშე და მონატრებულ ფან კლუბს დავუბრუნდე მინდა. თამაშებს სად ვუყურებ, რას მირჩევთ? მაგთის ტელევიზია გამოვიყვანო ისევ და აჭარა სპორტზე გადის ისევ პრემიერ ლიგის თამაშები თუ რომელიმე საიტზეც შეიძლება ყურება?

setantas ალიკაცია გადმოწერე და თვეში 13 ლარად უყურებ საერთოდ ყველაფერს
0
№24
ავტორი: PaLoMo
27 აგვისტო 2023 08:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Liveball.uno ამ საიტზე ვუყურებ მე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№25
ავტორი: Kate
27 აგვისტო 2023 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: Misha1986
რა გუნდზე მელაპარკებით 10 კაციანმა ფორესტმა 10 კაცით თავზე გადაგვიარა.ბიჭო რა მაინტერესებს იცით? ესენი სბორებზე იყვნენ თუ ყანაში.ეს რა ჯანდაბაა რას გავს გუნდი

ეგ მეც არ მესმის. მესამე რომ გაიტანეს ეგრევე დადგნენ. და ფორესტს მისცეს უპირატესობა. იქ ელანგამ ისეთი ჩაირბინა და პასიც გააკეთა შეეძლოთ გაეტანათ. ანუ ეს გათიშვ3ბი რა ჯანდაბაა ვერ გავიგე
0
№26
ავტორი: abrama
27 აგვისტო 2023 18:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
დალაგდებია ჩემი აზრით, შარშან უარესი სტარტი ჰქონდათ მაგრამ სეზონის შუანაწილში შევიდნენ ფორმაში. რაშფორდი ფლანგზე გაცილებით უკეთესია და იმედი მაქვს აღარ ვიხილავ ცენტრ ფორვარდად, ჰოილუნდი თუ გაიხსნა და დაახლოებით 20 გოლი შეაგდო ოთხეულში აუცილებლად მოვხვდებით. მთავარია ბრუნო, კაზე შევიდეს ფორმაში და აუცილებლად შევა. ჩემი აზრით არ ღირს წინასწარ გლოვა რადგან სტარტია სეზონის და ფეხბურთელები არ არიან ფორმაში.
0
№27
ავტორი: Shota Blues
27 აგვისტო 2023 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ციტატა: ikeoni
ციტატა: Shota Blues
გამარჯობა ბიჭებო. თითქმის 2 წელია გამოვეთიშე და მონატრებულ ფან კლუბს დავუბრუნდე მინდა. თამაშებს სად ვუყურებ, რას მირჩევთ? მაგთის ტელევიზია გამოვიყვანო ისევ და აჭარა სპორტზე გადის ისევ პრემიერ ლიგის თამაშები თუ რომელიმე საიტზეც შეიძლება ყურება?

გამარჯობა ბიჭებო. თითქმის 2 წელია გამოვეთიშე და მონატრებულ ფან კლუბს დავუბრუნდე მინდა. თამაშებს სად ვუყურებ, რას მირჩევთ? მაგთის ტელევიზია გამოვიყვანო ისევ და აჭარა სპორტზე გადის ისევ პრემიერ ლიგის თამაშები თუ რომელიმე საიტზეც შეიძლება ყურება?

setantas ალიკაცია გადმოწერე და თვეში 13 ლარად უყურებ საერთოდ ყველაფერს

კომენტირება რუსულ ენოვანია და ჩანაწერებს ინახავს, გადახვევა ხდება თუ მხოლოდ ლაივევის ყურებაა შესაძლებელი?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top