ერიკ ტენ ჰაგის "მანჩესტერ იუნაიტედი" "ნაპოლის" მცველის, კიმ მინ ჯაეს მოსაპოვებლად ბრძოლას წყვეტს, ამის შესახებ Football Insider საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
"წითელი ეშმაკები" დიდ ინტერესს იჩენდნენ 26 წლის ფეხბურთელის მიმართ, თუმცა კორეელმა არჩევანი სხვა გრანდზე გააკეთა, თავის მხრივ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" მას უკეთესი პირობები შესთავაზა.
ცენტრალური მცველის შეძენის ყველაზე აშკარა კონკურენტი სწორედ გერმანიის ჩემპიონი გახლავთ, ასევე "მანჩესტერ სიტის" თავის მხრივ შეუძლია მიუნხენურ გრანდს მნიშვნელოვანი აქტივის გაკეთებაში ზელი შეუშალოს.
გასულ სეზონში, ფეხბურთელმა 45 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა ლუჩიანო სპალეტის გუნდის რიგებში. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სეზონი კორეელისთვის იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო გახლდათ.