ინგლისურ გრანდში "მანჩესტერ იუნაიტედში" ერი კტენ ჰააგის მოსვლის შემდეგ, ცალსახაა, რომ კლუბის სათამაშო და საკადრო სტრუქტურა მოდერნიზაციას განიცდის.
სპეციალისტს საკუთარი ხედვები და გეგმები აქვს, გეგმები რომელშიც მონაწილეობას ამჯერად უკვე ჯესი ლინგარდიც ვერ მიიღებს.
ამჟამად უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ინგლისელი კარიერას, ინგლისის ჩემპიონატში ახლადაღზევებულ "ნოტინგემ ფორესტში" გააგრძელებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯესი კლუბის სათამაშო სისტემას ბოლო სეზონი აქტიურად ვერ უთავსდებოდა. ამას მოჰყვა არენდის წესით "ვესტ ჰემში" ტრანსფერი, რის შემდეგაც ჭორები ახალ კლუბში გადასვლის თაობაზე.
სპორტული პრესა ნახევარმცველს სწორედ ყველაზე მეტად "ვესტ ჰემთან" აკავშირებდა, იყო ასევე "ნიუკასლის" ვარიანტიც, თუმცა როგორც ჩანს "ნოტინგემ ფორესტი" ლინგარდის ბოლო გაჩერება აღმოჩნდა.
აღნიშნულ კლუბთან ლინგარდი 1 წლიან შრომით ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.