თბილისი:
მანჩესტერი:
11-07-2022, 15:34
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 3103,
კომენტარები: 25
"ბრენტფორდი" "მანჩესტერ იუნაიტედს" სატრანსფერო სამიზნეში ეცილება
"ბრენტფორდი" ცდილობს "მანჩესტერ იუნაიტედს" თავისუფალი აგენტის გაფორმებაში შეეცილოს.
"ბრენტფორდი" ცდილობს "მანჩესტერ იუნაიტედს" თავისუფალი აგენტის გაფორმებაში შეეცილოს, ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

საუბარია თომაშ სტრაკოშაზე, ალბანელ მეკარეზე, რომელსაც იტალიურ "ლაციოსთან" კონტრაქტი ეწურება.

ინფორმაციის თანახმად სტრაკოშას ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი გავლილი იყო, ტრანსფერი მალე უნდა შესრულებულიყო, თუმცა თომას ფრენკის ფუტკრებმა მეკარის ტრანსფერი შეაფერხეს და თავად ჩაერთვნენ სატრანსფერო თემებში.

ტრანსფერების გურუ ფაბრიციო რომანო თავის "ტვიტერ" გვერდზე წერს, რომ სტრაკოშამ უკვე დატოვა "ლაციო" და წინ მიიწევს პრემიერ ლიგური ოცნებისკენ. ფაბრიციოს ინფორმაციით ალბანელი მეკარე ბრენტფორდში გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

ფაქტია ბრენტფორდი ძალიან აქტიურობს და სტრაკოშასაც სურვილი აქვს პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს, 208 მატჩიანი გამოცდილების შემდეგ, რომელიც "ლაციოში" დაუგროვდა. "იუნაიტედის" დაინტერესება ალბანელი მეკარისადმი იმის დამსახურებაცაა, რომ კლუბში ახლა მხოლოდ დავიდ დე ხეა არის მთავარი მეკარე და მისი შემცვლელი ვეტერანი ჰიტონია, ხოლო დინ ჰენდერსონი არენდით "ნოთინგჰემ ფორესტს" შეუერთდა, შესაბამისად გასაკვირი არ არის თუ რატომ აქვთ "წითელ ეშმაკებს" ინტერესი სტრაკოშას მიმართ.

თავის მხრივ "იუნაიტედი" აქტიურად ცდილობს თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბრენტფორდს" დანიელი ნახევარმცველი ქრისტიან ერიქსენი გამოსტაცოს.

წყარო: www.unitedinfocus.com
სიახლეები, ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
25 კომენტარი
№21
ავტორი: Old Red Devil
13 ივლისი 2022 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ფაბრიციომ პირადი დეტალები მარტინესთან შეთანხმებულიაო.აიაქსთან დღესაა გასაუბრება.გასული კვირის შეთავაზება კი უარყვეს მარა ეხლა კიდე ბაზრობენ 50ლიმონზე.არგენტინელი ჯიბეშია რა.
0
№22
ავტორი: bero123
13 ივლისი 2022 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
აუ ჩვენი კონკურენტები რა ტრანსფერებს აკეთებენ და ჩვნ კიდე სად ვართ. ჩელსიმ კულიბალი დაითრია. რისი იმედი გვაქ ამ სეზონში მე არ ვიცი ძმაო
0
№23
ავტორი: Lalana
13 ივლისი 2022 18:38
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: Old Red Devil
ფაბრიციომ პირადი დეტალები მარტინესთან შეთანხმებულიაო.აიაქსთან დღესაა გასაუბრება.გასული კვირის შეთავაზება კი უარყვეს მარა ეხლა კიდე ბაზრობენ 50ლიმონზე.არგენტინელი ჯიბეშია რა.

ძალიან კარგი ბიჭია მარტინესი.აიაქსის თამაშებს დიდად ჰოლანდიის ჩემპიონატზე ვერ ვადევნებდი თვალს,მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ყველა თამაში მაქვს მაგათი ნანახი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
იმედია მაგ ფასზე შეთანხმდებიან და რაღაც უაზრო თანხას არ მოითხოვენ.კარგი იქნებოდა აიაქსიდან ენტონიც წამოეყვანათ,მაგრამ საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვეს და მგონი ესენი არ აპირებენ მაგ თანხის გადახდას.

ციტატა: bero123
აუ ჩვენი კონკურენტები რა ტრანსფერებს აკეთებენ და ჩვნ კიდე სად ვართ. ჩელსიმ კულიბალი დაითრია. რისი იმედი გვაქ ამ სეზონში მე არ ვიცი ძმაო

ყველაზე მაგარი ის არის,რომ სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ჩელსიმ მოლაპარაკებები და ტიპებმა მგონი უკვე დახურეს ეგ ტრანსფერი.
0
№24
ავტორი: PaLoMo
13 ივლისი 2022 22:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ჩელსიმ სტერლინგი და კულიბალი დაითრია.არსებალმა ჟესუსი და კიდე რავიცი რამდენი ვინმე იყიდა ჩვემ კიდე მალასია ვიყიდეთ

მარტინესზე წავიკითხე რო 55+ ბონუსება გადაიხდისო.

დეიონგს 30მილიონს სთავაზობენ წლიურად თუმცა ეს გადასახადებამდე.
სავარაუდოთ ტუანზებეს თურქეთში გაყიდიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№25
ავტორი: sancho6666
14 ივლისი 2022 00:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 198
ბიჭებო გული ნუ გწყდებათ სანამ ამ გუნდში გლეიზერები იქნებიან არაფერი ეშველება ამგუნდს აზრი არაქვს ნერვებს ტყუილად ვიშლით

ჩელსიმ სტერლინგი და კულიბალი იყიდა და ერთში 45 ფუნტი გადაიხადა მეორეში 33 მილიონი 75 მილიონად ჩვენ ჭიჭვეიშვილს არავინ მოგვცემს არადა აიი ორივეე დაგვხატავდა რასაცქვია ნერვები მეშლება პროსტა სად დედის*****ასი იხედებიან ეს სირები ვერვიგებ აგერ ორი შემდგარი ვარსკვლავი ორივეეეს დამტკიცებული აქვს დონე იყიდება კაპიკებში თან არცერთი არაა ბებერი ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ არაფეერი გვეშველება ჩვეენ სანამ ეს გლეიზერები გვყაავს ეხა მარტინესზე რო მიდის ბაზარი ან გაამართლებს ან არააა პრემიერ ლიგაში როვერგაამართლოს მერე.?? კაროჩე რააა ისევ ველოსიპედს ვიგონებთ და დრო ვაფშე არგვააქ როვიყოთ სტაბილურად ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი თუ უნდათ ყოველ წელს ტალანტები მოიყვანონ მაშინ გვექნება მაგის ფუფუნება მარა ეხა სწრაფად შედეგი თუვერდავდეთ გავხდებით ლიდსი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top