თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2013, 21:55
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2661,
კომენტარები: 34
გაყიდის მას "იუნაიტედი"?
ნიკ მილერი საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ შეიძლება გაიყიდოს რუნი...
გაყიდის მას
მოდით დავიწყოთ მცირე სტატისტიკით: უეინ რუნიმ გაიტანა 14 გოლი, 24 სასტარტო შემადგენლობიდან, ამ სეზონში. ზუსტად 1500 ჩატარებული წუთი და 11 გატანილი გოლი პრემიერ ლიგაში, ასევე 9 საგოლე გადაცემა, ამ შედეგით უეინი, ჰოლანდიელს აშკარად ჩამორჩება. მეტი რა, მისი 11 გოლი უმეტესწილად მნიშვნელოვანი იყო, ასევე მისი 9 ასისტიც, მაგრამ...

სერ ალექს ფერგიუსონმა კომფორტულად დასვა უეინ რუნი, უდიდესი თამაშის მიმდინარეობისას, რუნისთან ერთად შესაძლებელი იყო, ამ მატჩის მოგება და გასვლა შემდეგ ეტაპზე, თუმცა სერ ალექსმა ეს ასე არ გააკეთა, რატომ?... მიზეზი მარტივია, იმ ტაქტიკაში რუნის ადგილი არ მოიძებნა და წაგებაში მყოფი სერ ალექსი იძულებული იყო ცენტრალური ნახევარმცველი ფორვარდით შეეცვალა. მან კი ვერ გაამართლა, მიუხედავად მომენტებისა.

ძალიან ბევრი იწერებოდა რუნის შესახება თამაშის დაწყებამდე, თუ როგორ მოურგებდა მას სერ ალექსი ტაქტიკას, ასევე ბევრს საუბრობდნენ, რუნი-რონალდოს წყვილზეც, რომელიც შეუადრებელი იქნებოდა, ადარებდნენ მათ შესაძლებლობებს, თუმცა არავის ეგონა, რომ რუნი ძირითადიდან არ დაიწყებდა თამაშს. ისევე, როგორც ფერგიუსონი არ იფიქრებდა არასდროს, რომ კარიერის პიკში მყოფი რონალდო დატოვებდა "იუნაიტედს" და წავიდოდა "რეალ მადრიდში".

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ რუნი არ არის მთავარი გუნდში და არ შეუძლია ითავოს ეს. თუ კი შეუძლია - სერ ალექსი მას დააყენებდა ძირითადში და უპივნიდა ადგილს ტაქტიკაში.

იმის ჩათვლით, რომ "იუნაიტედის" საინტერესო ტრანსფერებს ანხორციელებს, ისინი კვლავ რჩებიან იმ კლუბთა სიაში, ვისთვისაც ფული წარმოადგენს რაღაცას. "იუნაიტედის" არ არის 2011 წლის "სიტი", ან 2007 წლის "ჩელსი". "წითლები" ძალიან ფრთხილად და საჭიროდ ხარჯავენ ფულს, ზედმეტი არაფერია საჭირო.

უეინ რუნის დარჩა 2 წლიანი, კოლოსალური კონტრაქტი, კვირაში 200,000 ფუნტ სტერლინგი და პლიუს დანამატები, ბონუსის სახით. რაც იმას ნიშნავ, რომ თუ კი "იუნაიტედი" ამ ზაფხულს რუნის ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს, შეიძლება დაკარგონ ათიანი. თუმცა უნდა კი "იუნაიტედის" მესვეურებს იხადონ ამხელა თანხა რუნიში?...

რუნი სეზონის დასაწყისში 28 წლის იქნება და როგორც "იუნატედში" ამბობენ, მას 4 წლიან კონტრაქტს შეთავაზებენ, ანუ 31/32 წლის ასაკში მას შემდეგი კონტრაქტი უწევს. არავინ ფიქრობს იმას, რომ უეინ რუნი არ არის რაიან გიგზი, ან პოლ სკოულზი და რომ მას ამხელა ასაკში ის დონე აღარ ექნება რაც ეხლა აქვს. ერთადერთი მიზეზი კი ფერგიუსონის გადაწყვეტილება იყო, მან არ ათამაშა რუნი, რადგან ის არ იყო საჭირო. თუმცა ინგლისელი 90 წუთის სათამაშოდ სავსებით მზად იყო.

რუნიმ დაიწყო 7 ბოლო 10 თამაშიდან და ითამაშა 30 წუთი დანარჩენ 2-ში. ეს კი არ გვათქმევინებს იმას, რომ რუნი "პიკშია" მისი ფორმის და საუცხოოდ თამაშობს. ის უკეთესობისკენ არ მიიწევს...

უნდა კი "იუნაიტედს", იხადოს მაღალი ხელფასი და მიიღოს დაბალი შესაძლებლობები ? "მანჩესტერი" არ ჩაიყენებს თავს იმ მდგომარეობაში, რომ მათ ვეღარ შეძლონ რუნისთვის ხელფასის გადახდა, ამიტომაც ფინანსურ მხარეზე ალბათ მათ დიდი დავა მოუვათ.

შედარებისთვს ავიღოთ ბეისბოლი, "ნიუ იორკ იანკებმა" 2007 წელს 10 წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს ალექს როდრიგეზს, რომელიც 252 მილიონი დოლარის ხარჯებს ითვალისწინებდა, 32 წლის ალექსი დღესაც საუკეთესო ფორმაშია და ის საუკეთესო მოთამაშეც გახდა ამ სეზონში. ჯერ კიდევ "იანკებს" აქვთ რწმენა, რომ როდრიგესის საუკეთესო წლებს არ ჩაუვლია.

რუნი რაღა თქმა უნდა არ არის როდრიგესი და არც დანარჩენი ბეისბოლისტი, თუმცა შედარება უთუოდ საინტერესოა. რუნი რაღა თქმა უნდა ბრწყინვალე ფეხბურთელია და შეუძლია რამდენიმე პოზიცია ერთად აითვისოს, თამაშის მიმდინარეობისას, მაგრამ თუ ის და სერ ალექსი ვერ მორიგდნენ მრავალ საკითზე, შესაძლებელია მან დატოვოს კლუბი, ან ხელფასმა დაიწიოს. ერთი კი არის ნათელი, რომ რუნი მისი გოლებით და შედეგიანობით, ის ფეხბურთელი არაა, რომელსაც ამხელა ხელფასი უნდა ქონდეს, ამიტომაც შესაძლებელია ის გაიყიდოს, რადგან მისი ფასი ჯერ კიდევ მაღალია.

უცბად კი ჩნდება - რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც "იუნაიტედის" დაკვირვების ქვეშ არის. ასე, რომ რუნისგან შემოსული ფული შესაძლებელია პოლონელს მოხმარედს. ან სულაც შესაძლებელია, მათ ცენტრალური ნახევარმცველიც იყიდონ. ფული, რომ დასახარჯია "იუნაიტედში" ამაზე საუბარიც ხომ ზედმეტია. ასევე მარცხენა მცველი პატრის ევრა შესაძლოა მალე შესაცვლელიც კი გახდეს.

თუ "იუნაიტედი" გადაწყვეტს, რომ ისინი მზად არიან ითამაშონ უეინ რუნის გარეშე, მაშინ ეს ზაფხული ამისი დროა. "პსჟ" მზად არის უეინში 40 მილიონი ფუნტ სტერლინგი დაუყონებლივ გადარიცხოს. სანამ ფრანგული კლუბი ამაზე თანახმაა, საჭიროა მეტი ფიქრი და დაზუსტება რუნის კონტრაქტში ძალიან ბევრი დეტალის, ამოწურვამდე დარჩა 2 წელი.

წყარო: "სქაისპორტი"
სტატიები
34 კომენტარი
№21
ავტორი: Jubo
8 მარტი 2013 17:06
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
არავინ ფიქრობს იმას, რომ უეინ რუნი არ არის რაიან გიგზი, ან პოლ სკოულზი და რომ მას ამხელა ასაკში ის დონე აღარ ექნება რაც ეხლა აქვს.

ის დონე აღარ ექნება რაც ახლა აქვს მარა რატო გონია ავტორს რო მაღალ დონეზე ვერ გააგრძელებს თამაშს?
კარგი არგუმენტები აქვს მოყვანილი ლევანდოვსკიზე განსაკუთრებით მომეწონა და ჩამაფიქრა მარა მთავარი არ დაუწერია: 4 წელიწადია სეზონი ისე არ დამთავრდება რუნიზე მსგავსი ჭორები რომ არ გავრცელდეს მთელს ინგლისურ პრესაში.

"მინიმუმ 10 წელი იუნაიტედში"-გახსოვთ ალბათ ეს სიტყვები.
არ მჯერა ამ ჭორების და არც არასოდეს დავიჯერებ მანამ ჩემი თვალით არ ვნახავ რუნის სხვა ფორმაში.
ჭორების არ მჯერა მარა ავტორს ვეთანხმები მიუხედავად კარგი ფორმისა გუნდის ბირთვი, გუნდის სული და გული ბლო თამაშებში აღარაა რუნი ფერგუსონის გადაწყვეტილებების გამო.
ცუდად არავინ გამიგოს მარა რუნის წასვლას და პერსის წასვლა მირჩევნია. არ მეგონა ასეთი შედეგი თუ მოყვებოდა რობინის ტრანსფერს..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№22
ავტორი: G I O R G I
8 მარტი 2013 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
ეს არსად წავა
0
№23
ავტორი: I L C
8 მარტი 2013 17:17
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
არსად წავა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№24
ავტორი: buka oboladze
8 მარტი 2013 17:44
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
creep,
აიი ზუსტად ეგ უნდა დამეწერა რა, ჩემი სათქმელი თქვი.
0
№25
ავტორი: R.v.Persie20
8 მარტი 2013 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
ყოჩაღ ავტორ, რუნი სხვა გუნდში ვერ წარმომიდგენია
0
№26
ავტორი: TrueRed
8 მარტი 2013 18:10
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
საღოლ ავტორ, რუნი არასად წავა აბსურდია ჩემი აზრით
0
№27
ავტორი: Luka Gelashvili
8 მარტი 2013 18:26
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
creep,
შენი კომენტარები მაგრად მევასება ))) მართალი ხარ ძმაო ..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№28
ავტორი: David Berbatov
8 მარტი 2013 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
რუნისაც ბერბატოვის ნაირად მოუწევს სკამზე დაჯდომა თუ არ წავა კლუბიდან !!! no sad okay
0
№29
ავტორი: love united
8 მარტი 2013 21:32
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
David Berbatov
რუნის მოუწევს სკამზე დაჯდომა?.. pokerface
0
№30
ავტორი: G I O R G I
8 მარტი 2013 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
ეს სად უნდა წავიდეს ჩვენი სულია love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top