თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2013, 15:02
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2335,
კომენტარები: 21
სერ ალექსი:"რონალდოს დაბრუნების ილუზიებს არ ვიქმნი"
სერ ალექსმა აღიარა, რომ ის არ იზიარებს იმ ხალხის ოცნებას, რომ რონალდო ისევ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში დაბრუნდება, უკვე ამ ზაფხულს...
სერ ალექსი:
მთელი კვირა ბრიტანული გამოცემები, განიხილავდნენ რონალდოს შესაძლო "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას, ამ ზაფხულს. იყო ფანცხადაება, რომ "General Motors", რომელიც კლუბის ტიტულის სპონსორი გახდება ზაფხულში, სერ ალექსს დაეხმარება კრისტიანოს უკან დაბრუნებაში. მაგრამ სერ ალექსი ამ თემასთან დაკავშირებით არანაირ ილუზიას არ იქმნის:"არ ვფიქრობ, რომ არსებობდეს რონალდოს დაბრუნების რაიმე მიზეზი. მოქმედი კონტრაქტის გათვალისწინებით მას კიდევ ორი წელი დარჩა. შესაძლოა ეს ჭორები იმის გამო გავრცელდა, რომ სამეფო კლუბი ცდილობს რონალდოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. ეს შეიძლება იყოს თამაშის ნაწილი, რომელსაც მისი აგენტი თამაშობს, ასე რომ ამაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ." - განაცხადა სერ ალექსმა dailymail.co.uk-თან.

"რეალში" ძალიან ბევრი, კარგი ფეხბურთელია. მაგრამ თქვენ სრულიად მართალი იქნებით, თუ რონალდოს მათ მთავარ ვარსკვლავად ჩათვლით. ის ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე იმ დროს, როდესაც "იუნაიტედს" ტოვებდა. ის უკვე შემდგარი ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ 32-33 წლებამდე რონალდო საუკეთესო იქნება."

ასევე სერ ალექსმა ისაუბრა იმ ჭორებზე, რომ შესაძლოა ჟოზე მოურინიო მის შემცვლელად მოევლინოს ხალხს:"მოურინიოს გარშემო ყოველთვის დადის ასეთი ჭორები. მაგრამ მას ორი წელი დარჩა კიდევ "მადრიდის რეალში". ყველა ფიქრობს, რომ ის კლუბს დატოვებს. წინა წელსაც სწორედ ასეთი ჭორები გავრცელდა. ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ჯერ მას არაფფერი არ უთქვამს წასვლაზე."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Red Hooligan
3 მარტი 2013 22:29
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. უბრალოდ დაველოდოთ .))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top