როგორც გამოცემა AS წერს, "რეალი" არ აპირებს პოლ პოგბას შეძენას და მასში დიდი ფულის გადახდას. მოუხედავად იმისა, რომ პოგბამ მადრიდულ გუნდში თამაშს ოცნება უწოდა, ესპანელებს სხვა გეგმები აქვთ.
ფრანგს "იუნაიტედი" წლიურად 15 მლნ ევროს უხდის და კლუბი არ არის მზად მას ასეთი ხელფასი უხადოს.
"რენის" ნახევარმცველი, ედუარდო კამავინგა, "ფუტკრების" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი და "პსჟ-ს" შემტევი, კილიან მბაპე. სწორედ ეს ფეხბურთელები არიან მთავარი სამიზნეები.