"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ "რეალში" შესაძლო გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა განცხადება.
ესპანურმა გრანდმა უარი თქვა ფრანგის შეძენაზე და უპირატესობა ახალგაზრდა ფედე ვალვერდეს მიანიჭა.
როცა პოგბას აღნიშნულთან დაკავშირებული კითხვა დაუსვეს, მან ასე უპასუხა: "რა შემიძლია გიპასუხოთ? ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა "რეალში" თამაშს. ჩემთვის ეს ოცნებაა, ასე რომ რატომაც არა? ერთ დღესაც შეიძლება მოხდეს".
მე ახლა "მანჩესტერ იუნაიტედში" ვთამაშობ და ჩემი კლუბი მომწონს. მსურს ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია, რათა კლუბი დავაბრუნო იქ, სადაც ყოფნასაც იმსახურებს. მე 100% დავიხარჯები, როგორც ყველა ჩემი თანაგუნდელი,- დაასრულა პოლმა.