თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2013, 20:46
ავტორი: Esi,
ნანახია: 2845,
კომენტარები: 24
დე ხეა თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელია!
ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა მანჩესტერ იუნაიტედის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა...
დე ხეა თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელია!
დავიდ დე ხეამ განაცხადა,რომ ის ბედნიერია,რადგან მიიღო მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალური საიტისგან თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება.მას შემდეგ,რაც ის იუნაიტედში ჩაირიცხა ეს მისთვის უკვე რიგით მესამე ჯილდოა.

ესპანელმა კიპერმა ამ თვეში 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქედან ორში,რომელიც მან მადრიდის რეალისა და ფულჰემის წინააღმდეგ გამართა,დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.საიტის მომხმარებლების 57-მა პროცენტმა დავიდ დე ხეას დაუჭირა მხარი,21-მა პროცენტმა რაფაელ და სილვას,12-მა პროცენტმა რაიან გიგზს,ხოლო დანრჩენილი პროცენტი კი გადანაწილდა მაიკლ კერიკზე,ნემანია ვიდიჩსა და რიო ფერდინანდზე.

"ეს ძალიან კარგია,რადგან მე გულშემატკივრების ნდობა დავიმსახურე.მიხარია,რომ ეს ჯილდო მოვიპოვე"-განაცხადა ესპანელმა Manutd.com-თან ინტერვიუში

"ვფიქრობ,რომ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი დაცვა,რაც გვეხმარება თითოეულ მატჩში,რომ მოვახერხოთ და კარი მშრალად შევინახოთ"-დაამატა მან

"ვფიქრობ,ჩემი საუკეთესო სეივი ამ თვეში იყო მადრიდის რეალის წინააღმდეგ,როდესაც მე ფეხით მოვიგერიე ფაბიო კოენტრაოს დარტყმული.მადლობა ყველას ვინც მხარი დამიჭირა"

ახალი ამბები
24 კომენტარი
№21
ავტორი: I_K_A
1 მარტი 2013 02:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
ძალიან მაგარი მეკარეა, აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები მარა ახალგაზრდაა და ძალიან მალე გამოსწორდება love კარგია გულშემატკივრების ნდობა დაიმსახურა, თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მეტი მოტივაცია ექნება რეალთან თამაშის წინნ love
0
№22
ავტორი: TrueRed
1 მარტი 2013 08:57
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
mec getanxmwbi exla ufro didi motivacia iqneba da ufroo gagiijdebaa realtan imena gijivit unda iyos
0
№23
ავტორი: Esi
1 მარტი 2013 14:26
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
apoxti7,

არა უფრო ლესტამბერი areyoukiddingme
0
№24
ავტორი: Mr. Rooney
1 მარტი 2013 21:56
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
In David We Trust love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top