"დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა, ჰანს იოაჰიმ ვატცკემ ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.
"ჯერჯერობით ინგლისელებს ჩვენთვის შეთავაზებით არ მიუმართავთ".
"დორტმუნდსა" და "მანჩესტერ უიუნაიტედს" შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. არც პირდაპირი გზით, არც შუამავლების დახმარებით. ვფიქრობ, სანჩო შეკრებაზე წამოვა და მომავალ სეზონშიც ჩვენთან იქნება".
"შემოთავაზება საერთოდ არ გვქონია, იცოდეთ, რომ ფეხბურთელის მინიმალური ფასი დავასახელეთ. რაიმე სირთულეს არ ველოდები. ჯეიდონი საღად მოაზროვნე ბიჭია". -თქვა "ფუტკრების" დირექტორმა.