"იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი გარი ნევილი კმაყოფილია სოლსკიაერის გუნდის თამაშით, თუმცა თვლის, რომ კლუბს მოუწევს მუშაობა სატრანსფერო ბაზარზე, რათა გახდეს კონკურენტუნარიანი გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.
”მე ახლა მომწონს ეს გუნდი. 2 წლის წინ მე ვამბობდი, რომ მათ არასწორი პოლიტიკა ქონდათ და შეიძინეს არასწორი ფეხბურთელები."
"მანჩესტერ იუნაიტედი" მეექვსეა ლიგის ცხრილში. ახლა მათ ჰყავთ გუნდი, რომელიც უკეთესდება. ახალგაზრდა ფეხბურთელებით სავსეა, რომლებიც გულშემატკივრებს ძალიან მოსწონთ, მაგრამ მათ ბაზარზე დიდი შრომა სჭირდებათ, რომ თავიანთი ამბიციები დაიკმაყოფილონ და ტიტულისთვის იბრძოლონ."
”ისინი ნამდვილად დგავენ ნაბიჯებს სწორი მიმართულებით. მათი ზოგიერთი მოთამაშე ყოველწლიურად პროგრესირებს, მაგრამ მათ კიდევ უფრო მეტი ხარისხი სჭირდებათ. მათ სჭირდებათ სამი ან ოთხი მოთამაშე ბრუნო ფერნანდეშის დონის, რათა რეალურად დაეხმარონ გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაში."