როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა ფრანგ ნახევარმცველს მიკელ არტეტასთან კონფლიქტი აქვს ესპანელი სპეციალისტის გეგმებში აღარ შედის. გასულ ტურში, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში, გენდუზი განაცხადშიც კი არ ყოფილა.
L'Equipe-ი იუწყება, რომ 21 წლის ფეხბურთელის გაფორმება ოლე გუნარ სოლსკიაერს სურს და მზად არის, რომ მასში სოლიდური თანხაც გადაიხადოს.
ამასთან, ინგლისური მედია წერს, რომ მიკელ არტეტა მზად არის დაემშვიდობოს გენდუზის, რადგან ის არაპროფესიონალურად იქცევოდა როგორც ვარჯიშებზე, ასევე - "ბრაიტონთან" გამართულ შეხვედრაში.
გარდა "წითელი ეშმაკებისა" საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრის შესაძენად "ბარსელონა", "პსჟ", მილანის "ინტერი" და მადრიდის "ატლეტიკოც" იბრძვიან.