თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2013, 15:56
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2477,
კომენტარები: 27
თვის საუკეთესო გოლი
ექვსი გოლი შეირჩა "მანჩესტერ იუნაიტედის" თებერვლის თვის საუკეთესო გოლის ნომინაციაში.
თვის საუკეთესო გოლი
1. უიენ რუნი ("ფულემის" წინააღმდეგ, 2 თებერვალი): ევანსის მიერ წინ დარტყმული ბურთი მიუვიდა "წითლების" 10 ნომერს, რომელმაც მცირე მანძილი გაირბინა და უზუსტესი დარტყმით აიღო მარკ შვარცერის კარი, შეიძლება ითქვას ეს გოლი ამ ჩამონათვალში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოდგა.

2. ჯესი ლინგარდი ("არსენალი U21-ს" წინააღმდეგ, 11 თებერვალი): ფანტასტიური კომბინაცია, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელმა შესანიშნავი დარტყმით დაასრულა, უნდა აღინიშნოს ნიკ პაუელის და ადნან ჯანუზაის შესანიშნავი თამაში.

3. ტომ თორპი ("სპურს U21-ს" წინააღმდეგ, 15 თებერვალი): ლინგარდის დაგორების შემდეგ 21 წლამდელების კაპიტანმა შესანიშნავი დარტყმით აიღო "ტოტენჰემის" მეკარის, ჯონათან მაილსის კარი.

4. ნანი ("რედინგის" წინააღმდეგ, 18 თებერვალი): შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა შესანიშნავი ინდივიდუალური ოსტატობა შემოგვთავაზა და ვალენსიასგან პასის მიღების შემდეგ საოცარი დარტყმით დააწინაურა "იუნაიტედი".

5. რაფაელი("ქპრს" წინააღმდეგ, 23 თებერვალი): ბრაზილიელის საუცხოო დარტყმა, რომელიც მისი თანამემამულის ჟულიო სეზარის მიერ გამოგდებულ ბურთს მოყვა, ყველაფერი კი რობინ ვან პერსის დარტყმის შემდეგ დაიწყო. ბურთმა შესანიშნავი ტრაექტორია მიღო და კარის მაღალ კუთხეში გაეხვა.

6. რაიან გიგზი ("ქპრს" წინააღმდეგ, 23 თებერვალი): კლასიკური ნამუშევარი ვეტერანი ნახევარმცველისა, რომელიც ნანის საგოლე გადაცემის შემდეგ გაიტანა და გუნდს სამი ქულა გაუნაღდა, შეიძლება არც ისეთი შესანიშნავი, როგორც პიველი გოლი "ლოფტუს როუდზე", მაგრამ აღნიშვნად ნამდვილად ღირს.



ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ

წყარო: www.manutd.com
სიახლეები
27 კომენტარი
№21
ავტორი: Shako Jones
28 თებერვალი 2013 18:44
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ყველა მაგარი იყო
0
№22
ავტორი: Jubo
28 თებერვალი 2013 19:18
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
რაფაელი რა თქმა უნდა smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№23
ავტორი: VaRdo
28 თებერვალი 2013 19:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: TrueDeviL 
მე ნანის მივეცი რატომღაც :D


რატო ნანის გოლი სჯობდა? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№24
ავტორი: razma21
28 თებერვალი 2013 20:42
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
რაფა!:)
0
№25
ავტორი: M . U . F . C
28 თებერვალი 2013 21:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 199
რუნი love რაფიკა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ - ალექს ფერგიუსონი: - კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე "
№26
ავტორი: Wayne SHerma
28 თებერვალი 2013 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
რაფაელის ძაან მაგარი გოლი იყო love
0
№27
ავტორი: irakli 777
28 თებერვალი 2013 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
რაფიკას გოლი ყველას ჯობია derpthumb
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top