თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2020, 18:21
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2556,
კომენტარები: 21
ფაბრიციო რომანო: "ვადასტურებ მოლაპარაკებებს"
ჟურნალისტის თქმით მოლაპარაკება ორი თვეა მიმდინარეობს.
ფაბრიციო რომანო:
"Sky Sports- ის" და "The Guardian- ის" ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" რამდენიმე თვეა მუშაობს "დორტმუნდის ბორუსიის" ნახევარმცველის სანჩოს აგენტებთან და კლუბი დარწმუნებულია, რომ 20 წლის ინგლისელს შეიძენს.

”ვიცი, რომ სანჩო ნამდვილად სჭირდება "მანჩესტერ იუნაიტედს" და ისინი აკეთებენ იმას, რაც გააკეთეს ბრუნო ფერნანდეშთან მიმართებაში” - თქვა რომანომ. ამ დროისთვის სიტუაცია ისეთია, რომ "იუნაიტედი" აქტიურად ცდილობს მოთამაშის შეძენას. ისინი უკვე ორი თვეა არიან კონტაქტში მის აგენტებთან და აგრძელებენ მუშაობას ამ გარიგებაზე.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ "ბორუსიასთან" მიმდინარეობს მოლაპარაკება თანხასთან დაკავშირებით და სიტუაცია ევროპაში და მთელ მსოფლიოში ართულებს შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზებას. ახლა კლუბებს შორის მოლაპარაკება შეჩერებულია, მაგრამ სანჩოს აგენტებთან კონტაქტი გრძელდება. "იუნაიტედი" დარწმუნებულია, რომ მათ შეეძლებათ მოთამაშის შეძენა, რადგან გუნდს სჭირდება ამ კლასის ფეხბურთელი- დაასრულა გავლენიანმა ჟურნალისტმა.

http://www.manutd.ru/
ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Lalana
28 მარტი 2020 01:32
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: shotkin
ციტატა: Lalana
ციტატა: shotkin
არადა ვაფშე არაა აუცილებელი ამ ვენების ჭრა 120 და 100 მილიონიან ფეხბურთელებზე მითუმეტეს 20 წლის ღლაპი რო 100 მილიონი ღირს, ჰა ჰა გაწელე გამოწელე დღეს ბაზარზე ვისშიც 100 ზე მეტის გადახდა ღირს არის მბაპე, გემოვნების საკითხია ეს სატრანსფერო პოლიტიკა და მე პირადად უფრო სხვა სტილი მიზიდავს კერძოდ ნაკლებად ცნობილი ნაკლებად გაპიარებული მარა არანაკლები ტალანტის მქონე მოთამაშეების ყიდვა დაახლოებით ისეთის როგორიც ბისაკაა ნორმალურ ფასად მშვენიერი მცველი დავითრიეთ ასევე როგორც მანე იპოვა ლივერპულმა.

სამწუხაროდ,მბაპეს აღარავინ გაყიდის მაგ ფასად.ყველანაირად გეთანხმები,არაა აუცილებელი პატარა ბიჭებში ამხელა თანხა იხადო,როდესაც შეგიძლია შენ თვითონ აღმოაჩინო და გადააქციო ვარსკვლავად,მაგრამ ისეთი დრო მოვიდა ყველა დიდი გუნდი ცდილობს პირდაპირ შემდგარი ფეხბურთელები იყიდონ.ისე ვან ბისაკა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული განაპირა მცველია კაილი ვოლკერთან ერთად,ამაზე ძვირადღირებულები მხოლოდ მენდი და ჰერნანდესი არიან.

კიბატონო პროსტა იმდენად გვჭირდება ეს ფლანგის ვინგერი რო ჯანდაბას გადაიხადონ,კაი ბიჭია და იმედია არ ჩაყვინთავს სანჩო, მამენტ ამ ტრანსფერით უკვე საკმაოდ კაი დაბალანსებული გუნდი ვართ , ანუ ძირითადი ბირთვი და სუსტი ხარვეზები წესით აღმოიფხვრება

კი ამ პოზიციაზე უკვე წლებია გვჭირდება წესიერი შემტევი და იმედია ამ ბიჭს მოიყვანენ,უბრალოდ გუნდები იმდენს კარგავენ ამ დროის მანძილზე,რომ არ ვიცი რამდენად განახორციელებენ ტრანსფერებს,მანჩესტერის აქციების ფასმაც ძალიან მაგრდ იკლო და არ გამოვრიცხავ გლეიზერებმა ახლო მომავალში მართლაც გაყიდონ გუნდი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top