თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2020, 23:42
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1119,
კომენტარები: 32
ოლე თამაშის წინ
ოლე გუნარმა პრესკონფერენცია გამართა.
ოლე თამაშის წინ
ოლე გუნარ სოლსკიაერმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

დილა მშვიდობისა. დენიელ ჯეიმსმა როგორც ვნახეთ გამოტოვა დღვენადელი ვარჯიში.

დიახ, და ის გამოტოვებს ამ მატჩს. აქვე დავამატებ, რომ ვერც პოგბა და რათქმაუნდა ვერც რეშფორდი ვერ დაგვეხმარებიან. რაც შეეხება ბისაკას, მასაც გარკვეული პრობლემები აქვს. მან "ევერტონთან" თამაშის დროს დისკოფორტი იგრძნო და ალბათ ისიც ვერ დაგვეხმარება დღევანელ მატჩში.

პოგბას შესახებ რამდენიმე კარგი ინფორმაცია გამოვიდა, მათ შორის ისიც, რომ ის უკვე მზად იქნებოდა დერბისთან სათამაშოდ. როგორც მწვრთნელმა, რა შეგიძლიათ გვითხრათ მასზე?

პოლი ჯერ კიდევ გადის შესაბამის კურსს ფიზიოთერაპევტებთან ერთად. მას ჯერ მოედანზე არ უვარჯიშია და ის ვერ დაუბრუნდება შემდეგ კვირამდე. ამის შემდეგ კი უკვე გვეცოდინება, თუ რამდენი დრო დაჭირდება მას ფიზიკური ფორმის დასაბრუნებლად.

გასული კვირიდან გამომდინარე, ხახლი ვარაუდობს, რომ რომერო დაიკავებს პირველი მეკარის ადგილს. თუმცა ეს ხომ თასის თამაშია და ისედაც რომეროს უწევს თამაში?

ეს არ არის რაიმე წესი, რომ აუცილებლად რომერო უნდა იყოს თასების თამაში. თუმცა რომერომ წინა თამაშები საკმაოდ კარგად ჩაატარა. ასევე მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ ყველა თამაში დეხეა გავამწესო ძირითადში . აქვე გეტყვით, რომ დეხეამ თავისი შეცდომა გამოასწორა, როდესაც მან კალვერტის დარტყმული მოიგერია. იმის თქმაც შეიძლება, რომ დეხეამ ქულა გადაარჩინა.

რათქმაუნდა დიდი ყურადღება ექცევა უიენ რუნის ფაქტორს, არ ფიქრობთ,რომ მას არ დაგხვდებიან ისე როგორც იმსახურებს?

ის ფანტასტიკური მოთამაშე იყო "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" და დიდხანს თამაშობდა აქ. ის არის კლუბის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი, მან მოიგო მრავალი თასი, ასე რომ არ მგონია, რომ გულშემატკივრები მას არ დააფასებენ. ის რაც რუნიმ ჩვენთვის გააკეთა ნამდვილად დასაფასებელია და ვფიქრობ, რომ ის მიიღებს გულთბილ დაგვეხრას ჩვენი სექტორიდან.

რა საფრთხეს უქმნის ეს თქვენ გუნდს?

მე ვფიქრობ, რომ მანჩესტერ იუნაიტედის არცერთ მოთამაშეს არ აინტერესებს რას ფიქრობენ მათზე სხვა გუნდის გულშემატკივრები. მათ მხოლოდ საკუთარი გულშამატკივარი აინტერესებთ და ეს ვაზასთვის საკვანძო მომენტია. მან აბსოლუტურად ყველაფერი მისცა ამ კლუბს, და ჩვენ ყველანი ვაფასებთ იმას, რაც მან გააკეთა. ჩვენს მიერ გატანილი ნებისმიერი გოლი შეამცირებს "იუნაიტედში" მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობას, ასე რომ მე არ ვფიქრობ რომ მას სურს ბევრი გოლის გატანა (იცინის)


და მაინც, რა საფრთხის შექმნა შეუძლია მას?

საშიშია საჯარიმოში და მის მისადგომებთან. ის ძალიან კარგად ასრულებს სტანდარტულებს და ვფიქრობ, რომ ამ თამაში მას ენდომება დაანახოს, რომ მას კვლავ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში. ასე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, არუნდა მივცეთ ბურთის მიღების საშუალება ჩვენს საჯარიმოში და მის მისადგომებთან. ასევე მას მჭიდროდ უნდა ვეთამაშოთ ცენტრალურ ზონაში, რადგან ყველას კარგად ახსოვს კარიერის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედში“ მისი ცენტრში გამწესება, საიდანაც პოლ სქოულზის სტილში აკეთებდა გადაცემებს.

ჩვენ ვნახეთ ის როგორც ფეხბურთელი, მაგრამ როგორც მწვრთნელი ის პირველ ნაბიჯებს დგავს. რა შეგიძლიათ გვითხრათ? გახდება ის დიდი მწვრთნელი?

მე ამაზე ვერაფერს გეტყვით. 2011 წელს როდესაც გუნდი დავტოვე, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ამის შემდეგ რამდენჯერმე შევხვდით და ჩვენი საუბრების დროს მითხრა, რომ მწვრთნელობით იყო დაინტერესებული. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მას ჯერ კიდევ სურს თამაში. ის მშვენიერი ადამიანია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარშემომყოფებმა კარგად იგრძნონ თავი. ის იყო ჩემი შვილის საყვარელი მოთამაშე, მაგრამ არა მხოლოდ იმის გამო,რომ ის კარგი ფეხბურთელი იყო, არამედ იმის გამო, თუ როგორი ადამიანია. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ის გახდება მწვრთნელი, მას კარგი გავლენა ექნება თავის ფეხბურთელებზე.


თქვენ თავად ტრებლის მფლობელი ხართ. ამის გაკეთება "ლივერპულს" შეეძლო,თუმცა გუშინ მათი ეს ოცნება დაიმსხვრა. ოდესმე ვნახავთ ინგლისურ კლუბს რომელიც ამ ოცნებას ასირულებს?

ჩემთვის, 1999 წლის თასის ფინალი იყო ფანტასტიკური! ეს სეზონის ბოლო თამაში იყო და ყოველთვის მემახსოვრება. არ უნდა შეაფასოსთ ეს ტურნირი, ისე თითქოს ბევრს არაფერს ნიშნავს გუნდისთვის ან გულშემატკივრისთვის. რა თქმა უნდა, ტრებელი წარმოუდგენელი მიღწევა იყო.


ეს ისევ მოხდება?

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ეს ძალიან რთული ამოცანაა, რადგან გარშემო ბევრი კარგი გუნდი გამოჩნდა და შეიცვალა ზოგადი სიტუაცია ინგლისურ ფეხბურთში. 99 შემთხვევაში, ჩვენ ან "არსენალს" შეგვიძლო მოგვეგო, მაგრამ ახლა ბევრი კლუბი აცხადებს პრეტენზიას გამარჯვებაზე.

ბოლოს მინდა გკითხოთ. არ გაგიკვირდათ ბრუნო ფერნანდეშის, რომელიც ასე სწრაფად შეეწყო გუნდს?

არა, გასაკვირი არ არის, რადგან დავინახე, რისი გაკეთება შეუძლია მოედანზე და ვნახე მისი თვისებები. ჩვენ ვესაუბრეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მის პიროვნებას იცნობდნენ და არ გამკვირვებია, მაგრამ ვერასდროს შეძლებთ 100% -ით დარწმუნებული იყოთ. ზოგიერთ მოთამაშეს სჭირდება ნახევარი სეზონი შესაგუებლად - დაასრულა სოლსკიაერმა.


http://www.manutd.ru/
მატჩის წინ
32 კომენტარი
№21
ავტორი: Lalana
6 მარტი 2020 01:08
  • სიახლეები: 67
  • კომენტარები: 2043
მშვენიერია,შემდეგი თამაში ნორვიჩთან გვექნება,ავცდით ცოტა ნორმალურ გუნდებს და მანდაც არამგონია გაჭირდეს მოგება.
0
№22
ავტორი: ILoveUtd
6 მარტი 2020 01:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
მეორე ბაჯაღლო შემოვიდა პერეირა :D :D
0
№23
ავტორი: Lalana
6 მარტი 2020 01:10
  • სიახლეები: 67
  • კომენტარები: 2043
გოოოოლლ,ყოჩაღ იგალოს,ესეც დუბლი
0
№24
ავტორი: ILoveUtd
6 მარტი 2020 01:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
იგალო!! :D :D

გაედო უჟმურ მარსიალს :)))))))))))
0
№25
ავტორი: davvita
6 მარტი 2020 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
რა მაგარია ისე შენ ფეგბურთელს, შენ სტადიონზე, მოწინააღმდეგე გუნდის ფანები 15 წუთი რო უმღერიან :)
0
№26
ავტორი: Svani
6 მარტი 2020 01:13
  • სიახლეები: 1398
  • კომენტარები: 2863
იგალოს მანჩესტერული კარიერის შესანიშნავი დასაწყისი აქვს, ბრავო !!!
0
№27
ავტორი: sandroo
6 მარტი 2020 01:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 326
რომერო შე ცენზურაოო :დდ
0
№28
ავტორი: krekera
6 მარტი 2020 01:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 324
ბრავო მანჩეს, ბრავო ბიჭებს.
იგალო ძაან კაი ბიჭი გამოდგაა..))
უკვე ტაქტიკურად გამართულ გუნდს ვემსგავსებით...
0
№29
ავტორი: 100%Red
6 მარტი 2020 01:37
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 660
რუნიიიიი love love love
რომეროს დეხეას ამოდება უნდა მაგას გავ**რი wink
0
№30
ავტორი: SANDROGRIGA
6 მარტი 2020 01:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8825
იგალო კინაღამ ჰეთრიკზე წავიდა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

24 ოქტომბერი 2020, 20:30
იუნაიტედი
ჩელსი
პრემიერ ლიგა
28 ოქტომბერი 2020, 23:59
იუნაიტედი
ლაიფციგი
ჩემპიონთა ლიგა
1 ნოემბერი 2020, 20:30
იუნაიტედი
არსენალი
პრემიერ ლიგა
ჩელსი24 ოქტომბერი
ლაიფციგი28 ოქტომბერი
არსენალი1 ნოემბერი

წინა მატჩები

20 ოქტომბერი 2020, 23:00
პსჟ1
იუნაიტედი2
ჩემპიონთა ლიგა
17 ოქტომბერი 2020, 23:00
ნიუკასლი1
იუნაიტედი4
პრემიერ ლიგა
3 ოქტომბერი 2020, 19:30
იუნაიტედი1
ტოტენჰემი6
პრემიერ ლიგა
პსჟ20 ოქტომბერი
ნიუკასლი17 ოქტომბერი
ტოტენჰემი3 ოქტომბერი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top