თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2020, 01:53
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 3095,
კომენტარები: 36
მიმოხილვა: იუნაიტედი 1-3 სიტი
დღევანდელი მატჩის მიმოხილვა.
მიმოხილვები
36 კომენტარი
№21
ავტორი: Lalana
8 იანვარი 2020 13:31
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: GEORGE22
ბევრმა შეიძლება დამცინოს,მაგრამ მარსიალი ბევრად უფრო ძლიერი ფეხბურთელია ვიდრე ფირმინიო და მარსიალი კლასიკური საჯარიმოს ფორვარდი არ არის,მოძრავია,როცა ხედავ რომ არ გამოგდის ფლანგიდან შეტევა,აუცილებელია ცენტრიდან შეტევა,შეუძლებელია სადმე დირკა ვერ ნახო

არა და საერთოდ არაა სასაცილო ეგ ფაქტი.პირიქით,გეთანხმები ასი პროცენტით.მარსიალს ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს,ვინ ჩემი ფეხები იყო ფირმინო ჰოფენჰაიმში და გინდაც ლივერპულის პირველ სეზონში,უბრალოდ მას კლოპმა სწორი გადაადგილება ასწავლა მოედანზე,რის შედეგადაც სალაჰსა და მანეს კარგად უთავისუფლებს სივრცეს.მარსიალს კი არც ტექნიკა დაეწუნება,არც კარში დარტყმა და არც უტვინო ფეხბურთელია,პირიქით კომბინაციებში კარგად უწყობს ხოლმე პოგბას ფეხს.ამ ბიჭს რომ წესიერი მწვრთნელი ყოლოდა აქამდე,რომელიც ახალგაზრდებთან კარგდ მუშაობს და ესწავლებინა მოედანზე სწორი გადაადგილება ახლა ბევრად უკეთესი ფეხბურთელი იქნებოდა.

ბიჭებო ბოდიში რომ ვერ ვდებ ახალ სტატიებს,თბილისში არ ვარ და ნოუთბუქიც არ მაქვს თან რომ დავდო სტატიები,ყველანაირად შევეცდები მობილურით მოვახერხო დადება.

ასევეა თუნდაც სტერლინგი.ვითომ სტერლინგი გაუმჯობესდაო და გვარდიოლამ კარში დარტყმა ასწავლაო მაგრამ ასე არაა.გვარდიოლამ ასწავლა სწორი გადაადგილება მოედანზე რის შედეგადაც ძალიან ბევრჯერ ხვდება დასარტყმელ პოზიციაზე,თან ისეთ პოზიციაზე რომ თითქმის ცარიელ კარშია შესაგორებელი ბურთი.ესაა მთავარი ფეხბურთში,როდესაც ფეხბურთელმა იცის რა უნდა აკეთოს მოედანზე,როდესაც შემუშავებულია ტაქტიკა და დამუშავებულია შეტევით ფაზაში კომბინაციები რის შედეგადაც თავდამსხმელი კარგ პოზიციაში გაყავთ ფეხბურთელებს.ჩვენ კი ვართ გუნდი რომელიც მეტოქის შეცდომას ელოდება და შემდეგ ეგრევე გარბიან შეტევაში,სისწრაფეებში კი ნამდვილად არ გვიჭირს.ხვალ და ზეგ შეიძლება ათიანზე საკმაოდ კარგი ფეხბურთელიც მოიყვანონ მაგრამ რა შეიცვლება ამით?უვრალოდ დაგვემატება ინდივიდუალურად კიდევ ერთი მოთამაშე,ის თავისი ინდივიდუალიზმით გააკეთებს ყველაფერს რაც შეეძლება,მაგრამ თუ გუნდი გუნდურად არ შეიკვრა ეს ინდივიდუალიზმი იქნება გამონათებების სახით როგორც ეს დღესაა რააშფორდის შემთხვევაში.

აგერ კიდევ ლივერპულს ნაიკი რეკორდული თანხის კონტრაქტს უდებს ჩვენგან კი შევროლეტიც კი გარბის და აღარ უნდა მანჩესტერთან თანამშრომლობა.დღეს შეიძლება ვერ ვაანალიზებდეთ რაღაც-რაღაცეებს,მაგრამ გუნდი თუ პროგრეს ვერ აჩვენებს და ასეთი სახით რეგრეს განვაგრძობთ მერე ვეღარც 400 მილიონს დავხარჯავთ და ვეღარც ნორმალურ ფეხბურთელებზე გავიწევთ.დღეს ეს კიდევ შეუმჩნეველი ფაქტია,მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი შემდეგ ბევრდ უარესი პრობლემები გამოვლინდება.
0
№22
ავტორი: Dato kutaisi
8 იანვარი 2020 13:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
"აგერ კიდევ ლივერპულს ნაიკი რეკორდული თანხის კონტრაქტს უდებს ჩვენგან კი შევროლეტიც კი გარბის და აღარ უნდა მანჩესტერთან თანამშრომლობა.დღეს შეიძლება ვერ ვაანალიზებდეთ რაღაც-რაღაცეებს,მაგრამ გუნდი თუ პროგრეს ვერ აჩვენებს და ასეთი სახით რეგრეს განვაგრძობთ მერე ვეღარც 400 მილიონს დავხარჯავთ და ვეღარც ნორმალურ ფეხბურთელებზე გავიწევთ.დღეს ეს კიდევ შეუმჩნეველი ფაქტია,მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი შემდეგ ბევრდ უარესი პრობლემები გამოვლინდება"
ლუკა აი ამასნვიძახი სულ მეც.ხალხს გონია რომ ჩვენ განვითარების საშუალება გვაქვს იზოლირებულად. არადა თითოეული თვე უკან გვხევს ისე რომ მერე წლები დაჭირდება მის გამოსწორებას.ნაიკის და შევროლეს თემები სწორად მოიყვანე მაგალითად.ამ ფინანსურ ნაწილს ვერ ვგრძნობთ ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ საბოლოო მომხმარებლები ვართ.ფორმის შეძენის პრობლემა ამ გუნდს არასოდეს დაუდგება მაგრამ ფეხბურთელების ყიდვის - კი.
დღეს რომ თამამად ვამბობთ ვიყიდოთ მედისონი სანჩო და ასე შემდეგ,მერე უკვე იქ დავიწყებთ ძებნას სადაც ოლე ეძებს ხოლმე.
არ არის საკრიტიკო ის რომ გუნდის ახლოსან აენებას იწყებდე,მაგრამ ეს შენება თუ დაგიჯდა სპონსორების დაკარგვად,მაშინ ეს პროექტი განწირულია.
მეორე საკითხია როგორ მიდის ეს პროექტი.გუშინ სიტის ფანები სკანდირებდნენ:"ოლე ჩვენ გვინდა დარჩეო".
ამაზე მეტი დაცინვა რაღაა.უკვე სერიოზული გამოცემები და ჟურნალისტები აღარ ერიდებიან ოლეს ლანძღვას.წინა კომენტარში დავდე ლინკი და იქ ავტორი ამბობს,რომ კარგი გასაგებია არ ყავს ტოპ შემადგენლობა მანჩესტერს, მაგრამ ბრაიტონი არ უნდა უსწრებდეს კომბინაციებით შემქნილი მომენტების რაოდენობაშიო.უინაიტედს მწვრთნელი ჭირდება და არა მარტო ფეხბურთელებიო.
ოლეს პროექტი დასასრულს უახლოვდება და საბოლოოდ რა დაგვრჩება ოლეს წასვლის შემდეგ?კონტრაქტ გახანგრძლივებული ლინგარდი პერეირა,არ გაუყრელი ხალხი დაცვიდან,არ მოყვანილი ნახევარმცველები, მაგარი ქათამი ბისაკა(ძაღლს რომ სინაზე გააბამენ და იმას იქეთ არ მიდის)ჯეიმსი რომელიც უფრო მძლეოსანია ვიდრე ფეხბურთელი და მოურინიოს ნახვეწი და არ მისთვის არ ნაყიდი მაგუაერი.ამასთან უამრავი წაგებული მატჩი,საეჭვო სატურნირო მდგომარეობა,ლიგაზე უპერსპექტივობა,დემორალიზებული ფეხბურთელები და ფანები.გაქცეული სპონსორები,შემცირებული შემოსავლები...
აი ეს არის ამ ეტაპზე ოლეს მოღვაწეობის შედეგად დატოვებული მემკვიდრეობა,რომელიც შეეტენება ახალ მწვრთნელს.რაც უფრო გახანგრძლივდება ოლეს აქ მწვრთნელობანას თამაში,მით უარესი შედეგებით დამთავრდება.
გუნდი მიწასთან სწორდება ჩვენს თვალწინ და ცენზურა იმ ფანებს კიდე 3:0ზე მოედანზე რომ დარჩნენ და მაშინ მაინც არ დატოვეს გრიბუნები
0
№23
ავტორი: 100%Red
8 იანვარი 2020 14:08
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
კაია მიქნია არ ვუყურე
შობადღეს გინება არვარგა
0
№24
ავტორი: Lalana
8 იანვარი 2020 14:21
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
Dato kutaisi

ერთი რაღაც გამოგრჩა დავით,საკმაოდ ბევრი ანტი რეკორდი,რომელიც ბოლო 30 წელია გუნდს არ უგემია.ახლა ვკითხულობდი შენ დადებულ სტატიას და ყველაფერი კარგადაა ახსნილი.ჩვენ არ გვყავს კარგი შემადგენლობა,ისეთი გუნდი რომელიც იბრძოლებს თასისთვის,ამას დღეს-დღეობით ვერავინ მოითხოვს,დღეს გულშემატკივარი ითხოვს ამ ერთ წელში შესრულებულ პროგრეს,რომელიც არ ჩანს.ეგ იცი როგორი ვარიანტია?ბიზნესი რომ გაქვს,მენეჯმენტში ხალხს დანიშნავ და ერთი წლის განმავლობაში პლიუსში რომ ვერ გახვალ,ამის შემდეგ როდესაც შენ ხარ მართველი რატომ უნდა იფიქრო რომ შენი ბიზნესი სწორ გზაზე დგას იმ მენეჯმენტის ხელში ვინც აირჩიე და დანიშნე?ასე ვართ ხლა ჩვენც,არ იგრძნობა პროგრესი მაგრამ საუბარია მომავალზე.მომავალი დღეს არაა?წინა წლის გადმოსახედიდან დღევანდელი დღე ხომ მომავალია არაა?და რა მოხდა ამ ხნის განმავლობაში?არც არაფერი.ამიტომ რატომ უნდა იყო დარწმუნებული რომ კიდევ ერთი წლის შემდეგ ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებით?მე იმაზეც მწყდება გული,რომ აქ ბიჭები შემოდიან და არ მოსწონთ ასეთი კომენტარები,აქ არავინ წერს ვინმეს გასაღიზიანებლად,ყველა ჩვენი გუნდისთვის წერს და არა ლივერპულისთვის.ოლე გუნარს კი ტყუილ უბრალოდ არავინ აკრიტიკებს,დღეს რომ ნორამლურ დღეში ვიყოთ გიჟები კი არ ვართ რომ მაგ შემთხვევაშიც გაგვეკრიტიკებინა.

ასევე ერთი რამ მინდა დავამატო,ოლეს ქონდა ნახევარი სეზონი წინ რომ შეეფასებინა სიტვაცია,გაეგო ვინ არ ჭირდება და ვინ ჭირდებოდა,სად არის სუსტი წერტილი და ეს სუსტი წერტილები ტრანსფერებით ამოევსო,მაგრამ რა მოხდა ამ ზაფხულს?ენდო ლინგარდს,პერეირასა და მაკტომინეის,ენდო თავდასხმაში მარსიალსა და გრინვუდს,რაც არასწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.პირველ ტაიმში რომ კარში საერთოდ ვერ ვურტყამთ ეს მხოლოდ ფეხბურთელების ბრალი კი არა სქემის ბრალია რომელიც არ მუშაობს.როდესაც მანჩესტერ იუნაიტედი გქვია ძაან ტეხავს რომ პირველ ტაიმში კარის ჩარჩოში ვერ ახვედრებ ბურთს.ეს ყველაფერი კი დაბალი დონის გუნდებთანაც ხდება რაც სამწუხაროა.
0
№25
ავტორი: Malboro463
8 იანვარი 2020 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ტრანსფერების იმედად რომ ხართ იმას თუ აკვირდებით ვისით ინტერესდება?
ისევ ვულვზის და კრისტალ პალასის დონის ფეხბურთელები რას უშველის? ინგლისის გარეთ ფეხბურთელებს ვერ ხედავს. ამის აწყობილ გუნდს ნებისმიერ დროს გადაურბენს ბარსა ან რეალი
მისნაირი უკლასო ფეხბურთელებით აწყობილ გუნდს არაფერი არ ეშველება.
რა დონის #ლე მწვრთვნელია თვენ კიდე ვერ წარმოგიდგენიათ
ტაქტიკის აზრზე არა არც ვარჯიშის განვითრების მხრივ ტრანსფერებშიც ნოლია
უპრინციპო უემოციო რავიცი კიდე რა ვთქვა დადებითი რა ნახეთ ამ კაცში
0
№26
ავტორი: K1llsw1tch
8 იანვარი 2020 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
არტეტას არსენალის თამაშზე ლიდსთან დედის ცენზურა დაუფარებია გასახდელში მოთამაშეებისთვის უბადრუკი პირველი ტაიმის შემდეგ, ოლე ალბათ წყალს აწვდის ხოლმე ლინგარდებს და ჯონსებს და "არაუშავს, არაუშავს" ძახილშია მთელი 15 წუთი :))))) თამაშის მიმდინარეობისას ხომ საერთოდ. ხანდახან ვან გაალს მახსენებს ამ მხრივ
0
№27
ავტორი: Dato kutaisi
8 იანვარი 2020 17:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: K1llsw1tch
არტეტას არსენალის თამაშზე ლიდსთან დედის ცენზურა დაუფარებია გასახდელში მოთამაშეებისთვის უბადრუკი პირველი ტაიმის შემდეგ, ოლე ალბათ წყალს აწვდის ხოლმე ლინგარდებს და ჯონსებს და "არაუშავს, არაუშავს" ძახილშია მთელი 15 წუთი :))))) თამაშის მიმდინარეობისას ხომ საერთოდ. ხანდახან ვან გაალს მახსენებს ამ მხრივ

მესამე რომ გაგვიტანეს მაშინ წამოდგა ფეხზე და რაღაცას ებჟუტურებოდა მსაჯს და ვარი მოითხოვა რაზე არ ვიცი მარა ესაა ამის მოტივატორობა.
მენტალურად არის ძალიან სუსტი გრანდში სამუშაოდ.ზოგადად marlboro463 წერს ხშირად და სწორია აბსოლუტურად.მაშინ როცა ფეხბურთელი იყო ამბიცია არ ქონდა ძირითადის ფეხბურთელობის და მაშინვე ეტყობოდა რა მომთხოვნიც იქნებოდა.
აღარ იქნება ოლე აქ და გეხბურთელები მოყვებიან მერე რა ხდებოდა გუნდში რეალურად.ახლა ებრიქოს ვან პერსის 20ნომერი მე დაგიტოვეო.ძაან ოსტრია ეს ჩემისა.ოლეს მერე სხვებსაც ეცვათ ეს მაისური პერსიმდე.სრულ გაუგებრობაშია ტიპი მოხვედრილი.ვიღაცაებმა შეაგულიანეს აშკარად შენ შეძლებო დანაი იმათმა მოუტ*ნეს ამის კარიერას სუყველაფერი
0
№28
ავტორი: stepno
8 იანვარი 2020 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: ikeoni
ციტატა: stepno
თუ
სტუმრად გატანილ ბურთს რო მნიშვნელობა არ აქვს აბა რას ნიშნავს ეგ ?? ყველას ვისაც ვკითხე ეგრეაო და რავიცი აბა

რას ნიშნავს ეგ ჩემო ძმაო და გეტყვი ეხლაა. მოკლედ 1:3 ხო წავაგეთ საკუთარ მოედანზე,გასვლაზე 2:0 რომ მოვიგოთ 3:3 ხო ხდება მთლიანი ანგარიში მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის გამო სიტი უნდა გავიდეს. ხოდა ვერ გავა სიტი და დამატებითი წავა თუ ეგრევე პენლები ეგ აღარ მახსოვს. სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა არ იმოქმედებს ძამოო ეგაა.
0
№29
ავტორი: Dato kutaisi
8 იანვარი 2020 20:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ჩემთვის ვფიქრობდი და ვიფიქრე დამეწერა.
მოურინიო ზედმეტსახელად ავტობუსა.მისი სათამაშო სტილი-მეორე ნომრად თამაში,კომპაქტური თავდაცვა რომელშიც ყველა რგოლი მონაწილეობს,მეტიქისთვის ხელოს შეშლა პრესინგით და კონტრ შეტევაზე გოლის გატანა.მოკლედ ასე შეიძლება დახასიათდეს და ვგულისხმობ იმ გუნდებში ნათამაშებს რომლებითაც ტიტულები მოიგო.
მანჩესტერში დაემატა ახალი თავისებურება,ცხრიანის პოზიციაზე ნებისმიერი მაღალი ფეხბურთელის დაყენება ბოლო წუთებზე და გაუთავებელი ჩაწოდებები(ლუკაკუ და ფელაინი ადრესატები).ახლა ოლე გუნარ სულშერი.ყველა წესიერ გუნდთან მეორე ნომრად თამაში,პრესინგით ხელის შეშლა და კონტრზე გაქვევა.გაუთავებელი ჩაწოდებები ოღონდ ამჯერად 9ანზე მაღალი არავინ დგას.
ახლა მითხარით რატომ ქვია მოუს ავტობუსა და ოლეს შემტევი?რახან თვითონ თავდამსხმელი იყო?თუ რადგანაც მანჩესტერის ლეგენდაა და ფერგის შნირი იყო ამიტომაა შემტევი?მისი გუნდი მიდამ უკან იხევს როცა ერთი გატანილი აქვს და შემთხვევით თუ არ გაევითა შანსი ისე არც უტევს და ისევ მეორე ნომრადაა,რასაც აკეთებდა მუდამ მოურინიო.
მაგრამ მაინც მოურინიო ავტობუსაა და ჩვენი ოლე შემტევი.ესაა ფარისევლობა რომელსაც იჩენენ მანჩესტერის ლეგენდები რომლებიც თავის სახელს არ არქმევენ არაფერს.ხოდა ამ სირაქლემას პოზაში ყოფნამ დაგვაკარგვინა უკვე 4წელი.
და ბოლოს.სანამ კიდევ იქნება სწორება იმაზე თუ მანჩესტერი რას თამაშობდა ოდითგანვე მანამდე ჩვენი განვითარების შანსი არის ნული.არც სიტი არც ლივერპული არც ჩელსი არავინ არ თამაშობს იმ ფეხბურთს რასაც წლების წინ თამაშობდნენ,რადგანაც ადაპტაცია გაიარა ამ გუნდებმა და თანამედროვე რეალობას მოერგნენ.ჩვენ ისევ ფერგის ლანდის ქვეშ ვართ და გკეიზერებს კიდევ სულ ცალ კაკალზე კიდიათ ეს საფეხბურთო ნიუანსები.როცა შეხედავენ რომ პროფიტული აღარაა გუნდი მერე გაყიდიან.ამ დეოს კი ჩვენ მილანი 2 ვიქნებით და მეტი არაა ჩემი მტერი რამე გვეშველოს.
0
№30
ავტორი: PaLoMo
8 იანვარი 2020 22:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Dato kutaisi
კატა რომ თაგვს დაიჭერს და ეთამაშება რომ არ კლავს ეს იყო მეორე ტაიმი.
პირველი ტაიმი პორნოგრაფია.
არაფერია, მასე ფერგიმ 1:6 წააგო და ახლა შანსი მაინც დაგვრჩა მეორე თამაშს ვიგებთ 3:0 და მერე მოვიდეს ლესტერი იქნება თუ ასტონ ვილა ფინალში გადავღუნავთ:)))))))

ფბ თუ ნახე ჩემი კომენტარი? 1:3 ან 0:3 წავაგებთთქო ☹️☹️ასე ჯერ არ მეჯერა ჩვენი გუნდის წაგება არასდროს დამავიწყდა ჩარიცხვა თორე დავწერდი უეჭველი.როდისღა გაუშვებენ ამ შობელკატას როდის?პერსპექტივა მაინც ჩანდეს რამე?ახალგაზრდებიო იძახის და ხრონწია მატიჩს და ლინგარდს ათამაშებს.ახალგაზრდები ყავდა აიაქსს,მაგრამ მასეთი ფეხბურთი არავისნუჩვენებია შარშან :-/ დავიღალე რა დავიღალე უკვე ამათი საცოდაობის ყურებით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top