თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2020, 16:21
ავტორი: Lalana,
ნანახია: 2026,
კომენტარები: 21
სოლსკაიერი:"მას არ აქვს უფლება გამაკრიტიკოს"
ოლეს პასუხი ვან პერსის კრიტიკას.
სოლსკაიერი:
ოლე გუნარ სოლსკაიერი ამბობს,რომ "მანჩესტერის" ყოფილ თავდამსხმელს რობინ ვან პერსის არ აქვს უფლება გააკრიტიკოს მისი მართვის სტილი.

როგორც მოგეხსენებათ ოთხშაბათ "მანჩესტერმა" "არსენალTან" გამართა შეხვედრა,სადაც "მანჩესტერელები" 2-0 დამარცხდნენ,შემდეგ კი ინტერვიუში სოლსკაიერს მომღიმარი სახე ჰქონდა,რაც არ მოეწონა რობინ ვან პერსის და BT Sport-თან ინტერვიუში აღნიშნა,რომ ეს არ იყო სწორი მომენტი გაღიმებისთვის.

"მე არ ვიცნობ რობინს და არც ის მიცნობს მე"-თქვა სოლსკაიერმა პარასკევს

"მას არ აქვს უფლება გააკრიტიკოს ჩემი მართვის სტილი"

ვან პერსი "არსენალიდან" 2012 წელს გადავიდა "იუნაიტედში" და ფერგიუსონთან ერთად მოახერხა პრემიერ ლიგის ტიტულის მოგება.
მან "მანჩესტერში" 86 მატჩი ჩაატარა და 48 გოლის გატანა მოახერხა.2015 წელს კი იგი თურქულ კლუბ "ფენერბახჩეში" გადავიდა.

"დიახ,მან ჩემი 20 ნომრიანი მაისური მოირგო და ეს არის ის ერთადერთი რამ, რასაც ის ჩემგან მიიღებს"-განაცხადა სოლსკაიერმა.

"მანჩესტერ იუნიატედი" პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილზეა და მხოლოდ და მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება "ჩელსის",მაგრამ მათ ჯერ კიდევ ამ სეზონში სამი თამაშიც არ მოუგიათ ზედიზედ.

ისინი შაბათს FA თასის მესამე ტურში ვულვზს შეხვდებიან.
ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: GEORGE22
5 იანვარი 2020 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
ძმებო ამ შემთხვევაში მართალია ოლე,ოლე კი არა ოლეზე დიდ ფილოსოფოსებს და გამოჩენილ ხალხს ქონია თავისი ისეთი დამახასიათებელი მოქცევა,რაც ბევრს აღიზიანებდა,ნუ მე პირადად არ მაღიზიანებს,რადგან მგონია რომ როდესაც ადამიანი ცხელ გულზე ლაპარაკობს და ცხელ გულზე იღებს გადაწყვეტილებებს,მას ყოველთვის გამოეპარება რაღაცა.ადრეც ვამბობდი და ახლაც ვამბობ,რაც ოლეში ყველაზე მეტად მიყვარს და მომწონს ეს არის მისი ანალიზის და გადმოცემის უნარი,რაც უმთავრესია მწვრთნელისთვის,მწვრთნელად არავინ არ ინადება,მწვრთნელკბას სეავლობენ და იმ ადამჯანს ვისაც აქვს მაჯელობის და აზროვნების უნარი აუცილებლად განოუვა მწვრთნელობა.ჟოზე იყო და ამძღნერებულ სახეზე აგინებდნენ რატო არის ამ სახითო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top