თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2019, 17:52
ავტორი: Lalana,
ნანახია: 2210,
კომენტარები: 25
პოგბას მომავალი ისევ გაურკვეველია
იუვენტუსი პოგბათი ისევ ინთერესდება
პოგბას მომავალი ისევ გაურკვეველია
"იუვენტუსი" ისევ ცდილობს პოლ პიგბას გადაბირებას,მათ სურთ ფრანგი ნახევარმცველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადაიბირონ.

"Tuttosport"- ის ანახმად "იუვენტუსმა" "მანჩესტერს" სამოცი მილიონი ევრო და ემრე ჩანი შესთავაზა.იტალიურ გუნდში ფიქრობენ რომ ამ წინადადებას დათანხმდებიან ინგლისში.

ასევე იტალიური გამოცემის თანახმად პოლ პოგბას სურვილია დაბრუნდეს "იუვენტუსში" და დაეხმაროს მათ შემდეგ გამარჯვებებში.

პოლ პოგბა "იუნაიტედს" უოტფორდთან მატჩში დაუბრუნდა,ის ტერფის დაზიანების გამო სამი თვის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა გუნდს.ფრანგ ნახევარმცველს კონტრაქტი 18 თვეში ეწურება,რის გამოც შეიძლება ხელმძღვანელობამ ის დროზე ადრე გაასხვისოს,რადგან თუ მან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა შემდეგ "მანჩესტერს" მისი დაბალ ფასში გაყიდვა მოუწევს.

პოგბა "იუნიატედს" 2016 წლის აგვისტოში შეუერთდა 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ,ეს კი იმ დროისთვის რეკორდი იყო.

ოლე გუნარ სოლსკაიერმა კი პოლ პოგბას მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა რომ ის არ დატოვებს გუნდს იანვრის სატრანსფერო ბაზარზე.

"ის არ იყიდება იანვარში,არა"-აღნიშნა სოლსკაიერმა.

"მე მესმის მისდამი ინტერესი,რადგან ის არის ფანტასტიკური მოთამაშე,ქარიზმატული პიროვნება და მე ბედნიერი ვარ რომ ის აქ არის,ჩვენ ვიცით რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს"

იმის და მიუხედავად რაც სოლსკაიერმა თქვა პოლ პოგბასთან დაკავშირებით მაინც არ ცხრება ჭორები..

მისი ტერფის დაზიანების დროს გავრცელდა ფოტოები სადაც ის "შეერთებულ შტატებში" თავის მეგობრებთან ერთად კალათბიურთს თამაშობდა,შემდეგ კი მისი ძმის ქორწილში ყოფნის გამო მისი დაბრუნება გადაიდო,რადგან ის ამის შემდეგ მოულოდნელად ავად გახდა.
სიახლეები
25 კომენტარი
№21
ავტორი: Spens
26 დეკემბერი 2019 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
აუ ამ ადჯარასპორტის დამარსებელსსს მ... 50მბ მაქვს ნეტ და მაინც ჭედავს
0
№22
ავტორი: 100%Red
26 დეკემბერი 2019 21:48
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აუ რა გაგვი*რაკა ამ რიჟა ლაწირაკმა ბლ
იყიდი ასეთებს მერედა აქ გამოშლევდებიან
0
№23
ავტორი: Lalana
26 დეკემბერი 2019 22:24
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
გრინვუდს ყოჩაღ რაა,თავის შანს ძაან კარგად იყენებს
0
№24
ავტორი: sergi070
26 დეკემბერი 2019 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
ციტატა: Lalana
გრინვუდს ყოჩაღ რაა,თავის შანს ძაან კარგად იყენებს

თუ დააკვირდი მანამდეც ურტყავდა და დაბლოკეს, პირდაპირ მარცხენა დაბალ კუთხეში მიდიოდა, ამ ბიჭს აქვს ძალიან მაგარი სიზუსტე, ასაკთან ერთად კიდევ დაიხვეწება
0
№25
ავტორი: Lalana
26 დეკემბერი 2019 23:28
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: sergi070
ციტატა: Lalana
გრინვუდს ყოჩაღ რაა,თავის შანს ძაან კარგად იყენებს

თუ დააკვირდი მანამდეც ურტყავდა და დაბლოკეს, პირდაპირ მარცხენა დაბალ კუთხეში მიდიოდა, ამ ბიჭს აქვს ძალიან მაგარი სიზუსტე, ასაკთან ერთად კიდევ დაიხვეწება

ნამდვილად.ამის დარტყმა და გოლის გატანა ერთია.უმაგრესი ბიჭია და სწორი ადგილიც თუ შეურჩიეს და სხვა მხრივაც განავითარეს მაღალი დონის ფეხბურთელი დადგება.

მშვენიერი თამაში იყო დღეს,თუ იმას ამოვჭრით რაც მარსიალის გოლამდე ხდებოდა მაშინ იდეალურად გამოვიდა ყველაფერი.დღეს ლესტერს ვუგულშემატკივრებ იქნებ დააკარგვინონ იმათ ქულები.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top