22 დეკემბერს,"ირმები" საშინაო არენაზე "წითელ ეშმაკებს" დაუხვდებიან.
სიახლეები გუნდებზე
"უოტფორდის" ახალი მთავარი მწვრთნელი,ნაიჯელ პირსონი პირველ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს და შეეცდება,რომ მიმდინარე სეზონში "ირმებმა" საშინაო მატჩი პირველად მოიგონ.
თავისმხრივ,"იუნაიტედი" ეცდება,რომ ზედიზედ მე-6 მატჩი არ წააგოს და "ჩელსისთან" სხვაობა კიდევ უფრო შეამციროს.ამჟამად ლონდონელები 4 ქულით წინ არიან.
ფეხბურთელების მდგომარეობა
"უოტფორდის" ადამ მასინა და რობერტო პერეირა შეიძლება დღეს გუნდს დაეხმარონ,რამეთუ მათ ამ კვირაში განაახლეს ვარჯიში.
ხოსე ჰოლებასი თამაშში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს,გუნდს ასევე ვერ დაეხმარებიან,ტომ ქლევერლი,დენი უელბეკი,სებასტიან პროდლი და დერილ იანმაატი.
რაც შეეხებათ "წითელ ეშმაკებს",გუნდს დაუბრუნდა ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა.
დიეგო დალო გუნდს არ გაჰყოლია,თუმცა ითამაშა 19 წლამდელებში,რაც შეეხება ერიკ ბაიის,ის გუნდს ჯერ კიდევ ვერ დაეხმარება.
იცოდით თუ არა რომ
"იუნაიტედს" "უოტფორდის" წინააღმდეგ,12 მატჩში 11 გამარჯვება აქვს (92%)
მარკუს რეშფორდს მიმდინარე პრემიერ ლიგის სეზონში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი,ერთით მეტი ვიდრე მთლიანად "უოტფორდს".ბოლო ფეხბურთელი რომელმაც შობამდე 10-ზე მეტი გოლი გაიტანა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო,11 გოლი (2016-17).
ნაიჯელ პირსონმა,თავის პირველ საშინაო შეხვედრაში "იუნაიტედს" 5-3 სძლია,მაშინ ის "ლესტერ სიტის" წვრთნიდა.მსგავსი რამ ასევე გაკეთებული აქვს ანტონიო კონტეს 2017 წელს.