თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2019, 23:12
ავტორი: The Special One,
ნანახია: 2996,
კომენტარები: 22
ოლეს განცხადებით ტოპ ფეხბურთელებს კვლავ სურთ "იუნაიტედში" თამაში
ნორვეგიელის განცხადებით ტოპ ფეხბურთელებს კვლავ სურთ "იუნაიტედში" თამაში.
ოლეს განცხადებით ტოპ ფეხბურთელებს კვლავ სურთ
"მანჩესტერ იუნაიტედს" ტოპ ფეხბურთელების შეძენასთან დაკავშირებით პრობლემები არ ექნება,ვინაიდან და რადგანაც "იუნაიტედი",კ ვლავ ყველაზე დიდი და საუკეთესოა,აცხადებს ოლე გუნარ სულშერი.

შეგახსენებთ რომ სატრანსფერო ფანჯარა სამ კვირაში იხსნება.

"იუნაიტედი" ამჟამად მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის საკითხი, კვლავ ეჭვქვეშაა, რამაც შესაძლოა გუნდს სასურველი ტრანსფერების განხორციელებაში ხელი შეუშალოს.

ამის და მიუხედავად, ოლე შეშინებული არ არის: "მე ბევრ აგენტთან არ ვსაუბრობ."მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე დიდი გუნდია მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ,რომ არიან ფეხბურთელები რომელთაც სურთ,რომ ამ აღმშენებლობის ნაწილი იყვნენ.გვსურს ვითამაშოთ ისეთი ფეხბურთი როგორიც,ფეხბურთელებს და ფანებს ესიამოვნებათ"

მიუხედავად 3 დღეში 2 ურთულესი გამარჯვებისა,გუნდმა თამაშები ვერ მოიგო "შეფილდის","ასტანას" და "ასტონ ვილას" წინააღმდეგ, სოლსკიაერს კი ახალგაზრდებისგან მეტი სტაბილურობა სურს.

ყოფილი შემტევი აცხადებს, რომ მათ უნდა ისწავლონ თუ როგორ მოიგონ თამაში,"როდესაც ამას ვერ გრძნობენ".

"სტაბილურობას ფეხბურთში უდიდესი მნიშვნელობა აქვს,თუ ტიტულების მოგება გსურს.მათ უნდა ისწავლონ ისეთ თამაშებში გამარჯვება სადაც თავს ძალიან კარგად ვერ გრძნობენ"

"გვქონდა ამ წელს რამდენიმე კარგი თამაში,თუმცა ისე ვერ ვთამაშობთ როგორც გვსურს,ეს სწავლის ტალღაა.დარწმუნებული ვარ რომ ისინი გაუმჯობესდებიან მომავალ სეზონში თუ წლებში."


"იუნაიტედი" ხუთშაბათს "ალკმაარს" დაუპირისპირდება "ოლდ ტრაფორდზე" და შეეცდება,რომ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდეს.

Goal.Com
ინტერვიუები
22 კომენტარი
№21
ავტორი: Dato kutaisi
12 დეკემბერი 2019 22:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ყველაფერი შეიძლება მიაწეროთ ოლეს მაგრამ მოტივატორობას მაინც ნუ შეტენით.სად იყო 14 ტური მოტივაცია?თუ ოლეს გაგდება რო დადგა დღის წესრიგში და მოინდომეს და დადეს ყველაფერი მოედანზე ეგ არაა ოლეს მიტოვირება.რაც შეეხება ოლეს მიდგომას გუნდის წმენდასთან დაკავშირებით.პირველი ვიყავი ვინაც დაწერა რომ თუ ამ ხალხს არ მოიცილებს შეეწირება თავადთქო.მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში.მოხდა ის რომ გაიშვა მხოლოდ ის ხალხი ვისაც მთხოვნელი ყავდა.აბა მითხარით რა მოტივაციით დაიტოვა დარმიანი?ან ჯონსი?ან პერეირას რის გამო გაუხანგრძლივა კონტრაქტი ან ერერას რატომ არ გაუკეთა იგივე?ან ლონგარდი რატომ დაიტოვა?პასუხი მარტივია.წავიდნენ ისინი ვისაც მთხოვნელი ყავდა აბა ეს ბალასტი მასა არავის არ ჭირდებოდა.ხოდა არავის გამშვებინარაა ოლეგა რადგანაც მაგის ცენზურა არ აქვს.ძალზედ რბილია გრანდში სამუშაოდ მაგრამ რა ვქნათ აქაა და ისევე უნდა გვიხაროდეს როგორც ბოლო ორი მოგება.
პრობლემა არის იმაში რომ ალბათობებზე ვაგებთ ზოგადად მსჯელობებს და არა ფაქტებზე.ალბათობაა ის რომ შეიძლება გაამართლოს ოლეს პროექტმა მაგრამ ისე რომ შედეგი დაიდოს?არავინ იცის ეგ.ალბათობაა როდესაც წარმატებულ ტრანსფერებზე ვლაპარაკობთ 15-16 ტურის შემდეგ.გასაგებია ბისაკას ვარდნები კაი საყურებელია მაგრამ არაერთმა დიდმა მცველმა აღნიშნა ის რომ ვარდნის კეთება წაგებული პოზიციის მერეგიწევსო და ასე ეგ.ვისაც უთამაშნია ფეხბურთი ის უფრო მიხვდება.რაც შეეხება ჯეიმსს.ჯეიმსი პიროვნულად მესიმპათიურება კარგი ტიპაჟია მაგრამ საფეხბურთო კუთხით რელსებზე მორბენალი ჩქაროსნული მატარებელია რომელსაც რელსებს მიღმა
გადასვლა არ შეუძლია.ეს არის კრეატივი და ეს ან გაქვს ან არ გაქვს.ჯეიმსის დიდი მომავალი თუ ვინმეს გეიმედებათ ღმერთმა მასეც ქნას მაგრამ...ახლა რაც შეეხება ჰარის.ყველაზე ნაკლებად ჰარი აფუჭებს საქმეს მაგრამ ამ მეგა ტრანსფერმა ოლეს სატრანსფერო პოლიტიკის უფრო დიდი სისუსტე აჩვენა.რას ვგულისხმობ.მაშინ როდესაც ყველაზე ძვირადღირებულ მცველს ყიდულობ და ამატებ ფლანგის მცველს 60 ლიმონიანს,კარში დგას ნომერ პირველი კიოერი და გოლები გაგდის პანტაპუნტით ეს ნიშნავს იმას რომ არასწორი აქცენტები გააკეთე.არ ნიშნავს იმას რომ ცუდები იყიდე,უბრალოდ იმას ნიშნავს რომ ამ შენს დაცვას რო გოლები გასდის იმ ცენტრის და იმ ტაქტიკის ბრალია რითიც მიყვები.ანუ ცენტრში რომ არავინ იყიდა და თქვა ბაზარზე არ იყო ჩვენი შესაფერისიო და ამ დროს ლინგარდს პერეირას უხანგრძლივებ.გამოდის არის არასწორი გადაწყვეტილება არა?ყველა თამაშში სადაც ცენტრი არ ჩააყენა საჯარიმოში,ყველგან მოგება შევძელით და ცოტა გაგვივიდა.ეს უკან ჩაჯდომა არ თქვათ ახლა ფეხბურთელების ბრალიაო.სიტი ტოტემდე რა უშლიდათ ხელს?ასე რომ მე შევეგუე იმას რომ ამ კაცს აღარ უშვებენ.იმასაც შევეგუე რომ ასე ერთეული გამონათებებით შეინარჩუნებს ეგ სკამს.იმასაც შევეგუე რომ ოლეს გამორავებლები არ დაიკევა დედამიწაზე.იმასაც შევეგუე რომ ტიტულები არ იქნება არც 2-3-4-5 წელი.იმასა შევეგუე რომ ოლეს მოყვანილი საშუალო დონის ფეხბურთელები მერე სხვა ტრენერის გასაყრელები გახდებიან და იმასაც შევეგუე რომ 4-5 წელში ევერტონის კალობრის გუნდობას ვერ გავცდებით.
რაზე ვიშალო ნერვები?არაფერზე.ამათმა მილიონები იშოვონ ჩემნაირების ხარჯზე და მე დავინგრიო კიდე ნერვები?არა ბატონო.
საპორტერობა გავაუქმე უკვე ერთი თვეა ოფიციალურად მანჩესტერის საიტზე და ასეთები როცა ბევრი იქნება მერე გახდებიან იძულებული რომ სხვაგვარად მიუდგნენ საქმეს თორე ჩამოენგრევათ ბიზნესი თავზე.აბა მაგათთვის მეტს მაინც არაფერს წარმოადგენს ეს გუნდი
0
№22
ავტორი: levionok
13 დეკემბერი 2019 02:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ოლე მანჩესტერის ლეგენდა! დიდი ფინალის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი! პატივი უნდა სცეს მას ყველამ! ეს რაც ამ კაცზე დაზუსტებით ვიცით ვსიო! ეს ვარაუდები ასე იქნება ისე იქნება რატო წერთ ჰაერში ამ სიტყვებს იმედი ყველას გვაქვს იმედით ველოდებით შემდეგ თამაშს მითუმეტეს როცა ტოტენჰემი და სიტი წავაქციეთ! ოლეს კრიტიკოსებს რომ გამოუდექით ახლა თქვენ გეკითხებით აქ რო წერდით ოლე არაფერ შუაშიაო ფეხბურთელები არიან სლეებიო თორე ოლე რა შუაშიაო ეგო ვაბშე გარე ბიძაშვილიაო და ასე და ისეო ტოტენჰემთან ისწავლეს თამაში უცებ თუ სიტისთან? ახლა აღარ არიან სლეები? ახლა თურმე ოლემ სასწაულები მოახდინა? და რაში მდგომარეობს ეს სასწაულები? ის რომ ტაქტიკურად აჯობა მაურინიოს და გვარდიოლას? და როგორ წარმოგიდგენიათ სხვა მწვრთნელი მებისმიერი როგორ ტაქტიკას აირჩევდა? იგივეს! თუმცა მოდით არ დავუკარგოთ რაც გააკეთა ოლემ რომ ველოსიპედი არ მოიგონა მეორეთ! წავედით ასტონ ვილასთან რა მოხდა ასტონ ვილასთან? მოდით წავიდეთ უოტფორდთან რა მოხდა? მოდი წავიდეთ ყველაზე ძალიან გამთახსირებელ ნიუკასლთან რა მოხდა? მოდით წავიდეთ ასტანასთან (სახლში) რა მოხდა? ასტანა და მანჩესტერი ახლა ისეა მე რომ ჰაბიბს დავალეწო თავპირი ანუ რა დონეზე უნდა მოინდომოს ეს ჰაბიბმა! დავუშვათ მე ვწერ მე მჯერავს ოლესი! ვსიო რატომ რა მიზეზია, რა დაინახე ამის სათქმელად რატომ არ ასავუთებთ? არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა შევთხაროთ ვუდვორდს და ბისაკა ჯეიმსი და მაგუაიერი მივაწეროთ ოლეს? თუ მაგუაიერი არა რაღაც ვერ ამართლებს და მოდი ეგ ვუდვორდს მივაწეროთ! სმოლინგი,სანჩესი,ლუკაკუ, დარმიანი,ერერა,ფელაინი(მანამდე) მიდიან გუნდიდან და ნაცვლად მოდის ორი მცველი და ერთი ნახევარმცველი ჩემპიონშიგიდან რომელმაც რეალურად გაამართლა მაგრამ იყო დიდი რისკი რომ ვერ გაემართლებინა! არ იყო ბაზარზე შევსება საკადრისი? აბა ვინ არის ბრუნო? მედისონი ვერ იყიდეს იმ ნიუკასლელ რიჟას რო გადაყვნენ? რამის მუხლებზე რომ ეხვეწებოდნენ? ბევრი ვწერე ნევრიც მაქვს სათქმელი და მგლიანობაში ოლეს სასწაულებს მე ვერ ვხედავ ერთი არია იმედი რომ ისწავლის რაღაცას!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top