თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2019, 02:21
ავტორი: Lalana,
ნანახია: 2876,
კომენტარები: 45
სოლსკაიერი:"ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს"
სოლსკაიერის მატჩის შემდგომი ინტერვიუ
სოლსკაიერი:
დღეს "მანჩესტერ იუნაიტედი" "ასტონ ვილას" ოლდ ტრაფორდზე დაუპირისპირდა,სადაც "მანჩესტერელებმა" ერთი ქულის აღება მოახერხეს.

პირველ ტაიმში "ასტონ ვილამ" ჯეკ გრელიშის გოლით გახსნა ანგარიში,შემდეგ ტომ ჰიტონმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი,მეორე ტაიმში კი ლინდელოფმა "იუნაიტედი" გაიყვანა წინ,მაგრამ ორ წუთში "ასტონ ვილამ" ტაირონ მინგსის დახმარებით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

სოლსკაიერი კი მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა და ისაუბრა თამაშის შესახებ;

"პირველი ტაიმი არც თუ ისე კარგად დავიწყეთ,რის შედეგადაც ასტონ ვილამ მოახერხა ანგარიშის გახსნა,ამის შემდეგ ჩვენ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა თამაში დასაბრუნებლად,"

"მეორე ნახევარი კი კარგად დავიწყეთ, ვდომინირებდით და ზეწოლას ვახდენდით მეტოქეზე,საბოლოო ჯამში კი არ ვიმსახურებდით წაგებას,განსაკუთრებულად პირველი ტაიმის შემდეგ"

"ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს,მაგრამ ეს არ მინდა საბაბად გამოვიყენო,რადგან ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედი ვართ და წინსვლა უნდა განვაგრძოთ."



ასევე სოლსკაიერს კითხეს მომდევნო მატჩის შესახებაც,სადაც ის ჟოზე მოურინიოს "ტოტენჰემს" დაუპირსიპირდება.ეს ორი გუნდი კი ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის,მათ შორის კი მხოლოდ და მხოლოდ ორი ქულაა სხვაობა.

"ამ ეტაპზე სულაც არ არის საზრუნავი ლიგის ცხრილში მოხვედრა,უბრალოდ უნდა დავრწმუნდეთ რომ სწორად ვითარდებით"

"სამწუხაროდ,ჩვენ ბევრ თამაში გვქონია უპირატესობა,მაგრამ საბოლოოდ ვერ მოვახერხეთ ამ უპირატესობების შენარჩუნება.ჩვენ უკეთ უნდა ვითამაშოთ,რადგან მომავალში ასეთი თამაშების მოგება შევძლოთ",



წყარო:Skysports.com
სიახლეები
45 კომენტარი
№21
ავტორი: dybbuk
2 დეკემბერი 2019 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
დიდი ხანია აქტიურად აღარ ვპოსტავ, განა იმიტომ რომ მეზარება ან გუნდის შედეგების გამო მომბეზრდა პრობლემებზე საუბარი, უბრალოდ იმ ერთმა ვიდეომ სადაც გრინვუდს ღუნავენ გასახდელში იმდენად იმოქმედა ჩემზე რომ სურვილიც აღარ მაქვს ამ უტ რაკო მწვრთნელის ხელში იმ მარაზმს ვუყურო რასაც ესენი მოედანზე აკეთებენ(თამაშს ვერ დავარქმევ მაგას რაც მინდორზე ხდება მარტის ბოლოდან მოყოლებული). იმ მწვრთნელის, სტაფის და ყველა ავტორიტეტის დედასაც მე შე ვ ეცი სადაც ეგეთ საქციელს არანაირი რეაგირება არ მოყვება. ეგ კიარა მეორე დღეს ზამენაზე შემოუშვა ამ პიტალომ და თავზე ხელიც გადაუსვა თავისი უაზრო ღიმილით. არ მინახავს ვილასთან თამაში და როგორც ვხედავ ნერვებიც დამიზოგია.
პარადოქსი იცით რაშია ბიჭებო?! აი არანაირი მონახაზი, გეგმა, ფილოსოფია, წინსვლა, აი აბსოლუტურად არაფერი არ ჩანს რის გამოც ეს ჩობანი ნორვეგიელი ამ დღემდე აქ რომ რჩებოდეს. რად უნდა ამას ბევრი პროფესორობა მე არ მესმის. ძველ დროს რომ ადარებთ აქ ზოგ ზოგიერთი, ჯერ ერთი 90ში სულ სხვა ფეხბურთი იყო, სულ სხვა ფინანსური მდგომარება ქონდა არამარტო მანიუს არამედ მთლიანად ფეხბურთში არ იხარჯებოდა ესეთი ასტრონომიული თანხები, ზიდანში რომ რეალმა 50 მილიონი დოლარი გადაიხადა, ვიმეორებ დოოოლლლლლაააარიიიი და არა ფუნტი და სტერლინგი, ხალხი გაგიჟდა და წარმოუდგენლად ესახებოდათ ეგ ამბავი. აი დღეს კიდე როგორც ცა და დედამიწა ისეთი განსხვავებაა მაქ ასპექტში. დღეს გუნდს 0დან აშენებს ის ვისაც ფული არააქვს, სხვა დროა ეხა, აღარ მიიღწება შედეგები ფულის გარეშე, ეგრე შეიძლება ვინმემ 1 სეზონი დახაზოს, მაგრამ შემდეგ წელს ისევ ისეთებად რჩებიან როგორებადაც ისტორიამ ჩამოაყალიბა, ანუ არასტაბულირებად. მანჩესტერი კიდევ მსოფლიოს უმდიდრესი კლუბების 3ეულში შედის დღემდე მიუხედავად იმისა თუ რა შედეგებიც ქონდა ბოლო ეპლის ტიტულის მერე. ამიტომ ეგ პროექტი რომ ვითომ ახალგაზრდებზე ააშენო გუნდი არის სისულელე ესეთი დონის გრანდისთვის, გამოცდილება და გაახალგაზრდავება ბაზარი არაა, მაგრამ გამოუცდელი პაცნებით და პერეირა-ფრედის დონის ხლამით სადაც უნდა ვიყოთ ზუსტად იქ ვართ ახლა.
ნერვებზე კიდე ყველაზე მეტად ის მოქმედებს, რომ ჩვენ, ქართველ გულშემატკივრებს ფაქტიურად არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, აგერ არსენალის ბოლო თამაშებზე სტადიონი ნახევარად ცარიელი იყო, რაღაცა პრეტენზია გამოხატონ, რამე გააკეთონ, ვინმემ ხმა ამოიღოს თორე რაც დრო გავა სულ უფრო რთული გახდება გუნდის ძველი დიდების გზაზე დაბრუნება. პოჩეტინო დაიდოს, მაგაზე უკეთესი ვარიანტი დღეს არაა და ეგეც თუ გამაზეს, მერე ნაღდად არვიცი რისი იმედი უნდა მქონდეს.......
0
№22
ავტორი: tedore
2 დეკემბერი 2019 18:09
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
დიდი პატივისცემის მიუხედავად პანღური ამოარტყით ოლეს დროა უკვე
0
№23
ავტორი: Dato kutaisi
2 დეკემბერი 2019 19:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
Dybbuk მაგ ვიდეოზე მე,შენ და რამდენიმე ჩვენი აქაური ძმა ავიჯაგეთ რასაც ქვია.ამ საიტზე დაჟე ისეთებიც გაიჩითნენ რა უჭირდა ეგ რო მოხდაო.ეს დედა****ი გავიგე რო კუდში ვერ სხევ ფეხბურთელს ყველას მაგრამ ამისთვის ნიშნავ კაპიტანს ხო?კაი ეგეც გავატარეთ.მოხდა მოხდა მერე რა რეაქცია გაქვს ამაზე ეგ მაინც ხოა ოლეზე დამოკიდებული არა?შემდეგ თამაშზე განაცხადში არ შეიყვანა და ვიფიქრე დასაჯათქო,მარა ბოდიში შემდეგ თამაშზე ძირითადში იდგა და მასე მიესიყვარულა სირბალა ღიმილით რო გაიყვანა მოედნიდან.რაცაა ოლე ისაა გუნდიც
0
№24
ავტორი: shotkin
2 დეკემბერი 2019 19:04
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Sancho66
რათ უნდა ოლეს 400 მილიონი ისედაც ხოხედავ ვინებიც ევასება ??? ტრანსფერებს გააკეთებს სერიოზულს ...აგერ ლიდსიდან აგერ ლესტერიდან ( რატოუნდა გადმოვიდეს მედისონი უცნაურია მარა მაინც ) და იქით ლონგსტაფია პრპსტა ცენზურაობა ისაა რო ამ ჭ კლასის იგროკებსაც კი 100 მილიონს უფასებენ გუნდს და შეიძლება მაგალითად ჩილველში გამოართვან 120 მილიონი .... მოკლედ ოლე რო ტრანსფერებს აკეთებს ნუიტყვი აგერ დაცვა გამოასწორა 150 მილიონი დახარჯა ორმცველში 3 ჩამშლელი ზემოდან დაამტა და მეხუთე მცველოც და მაინც შედეგი 0 ... ოლე თუდარჩა იანვრამდე გასავარდნ ზონაში იქნება გუნდი ეგ უეჭველია ანუ სუ მეოცეზე არა მარა 4-5 ქულაში იქნება გასავარდნ ზონასთან მითუმეტეს რო ეხა 6 ქულა გვაშორებს მეჩვიდმეტე ადგილს და სიტი ტოტენჰემი სათამაშო გვაქვს ... პროსტა ერთი დადებითი თვისება არაქ როგორც მწრთვნელს არცერთი ვერც ტრანსფერებს აკეთებს არც ტაქტიკოსია არც მოტოვატორი არც ავტორიტეტი არც გამოცდილება აქ არც შემტევი ფეხბურთის მიმდევარია არც ახალგაზრდებთან მუშაობს კარგად რავი ....


იმაში ვერ დაგეთანხმები რო ტრანფერებში ოლემ ჩაისვარა ანუ მოიესის და ვან გაალის გაკეთებულ ტრანსფერებზე ბევრად აზრიანად მოქმედებს და ვან ბისაკაზე მაგარი მცველი არც მოურინიოს მოუყვანია აქ არც ვან გაალს, დანიელ ჯეიმსი არ არის ჰაი კლასი და ვარკსვლავი მარა ჯერ ეგეთი ჟილკიანი ვინგერი ფერგის მერე არ გვყოლია არც დეპაი და არც დიმარია და ყველაზე რადაობა ისაა რო იმ წინა ტრენერების მყვანილ ყველა მცველს მართლა ეს ჩვენი თავგასა ჯობია რომელიც ასევე ოლემ მოიყვანა ასე რომ ცოტა უადგილოა ამ მხრივ ოლეს კრიტიკა და ერთადერთი მიზეზი რის გამოც ოლეს ავიტან ზუსტად ეგაა რო მაინტერესებს რა ტრანსფერებს დადებს და ისევ თუ მოიყვანს ას თუ ისე სწორად სერჩეულ ხალხს თორე მაგაშიც თუ აურია და ვაფშე რაღა გვეშველება.
0
№25
ავტორი: dybbuk
2 დეკემბერი 2019 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Dato kutaisi
Dybbuk მაგ ვიდეოზე მე,შენ და რამდენიმე ჩვენი აქაური ძმა ავიჯაგეთ რასაც ქვია.ამ საიტზე დაჟე ისეთებიც გაიჩითნენ რა უჭირდა ეგ რო მოხდაო.ეს დედა****ი გავიგე რო კუდში ვერ სხევ ფეხბურთელს ყველას მაგრამ ამისთვის ნიშნავ კაპიტანს ხო?კაი ეგეც გავატარეთ.მოხდა მოხდა მერე რა რეაქცია გაქვს ამაზე ეგ მაინც ხოა ოლეზე დამოკიდებული არა?შემდეგ თამაშზე განაცხადში არ შეიყვანა და ვიფიქრე დასაჯათქო,მარა ბოდიში შემდეგ თამაშზე ძირითადში იდგა და მასე მიესიყვარულა სირბალა ღიმილით რო გაიყვანა მოედნიდან.რაცაა ოლე ისაა გუნდიც

მახსოვს დავით, მას მერე აღარც დიწერია არაფერი. ძალიან უიმედოდ გამოიყურება ამ გუნდის მომავალი მსგავსი ფაქტების, პალაჟენიის ვერ დაყენების და უციდონარი ბოსობის გამო. ამდენს რომელი სტაფი მოგითმენს რასაც ეს აჩვენებს სრულყოფილი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ?! აი რის გამო ენდობიან, მეტი რაღა უნდა ქნას, ვწვალობთ სრული ამ სიტყვის მნიშვნრლობით, დავიჯერო იმდენს ვერ ხვდებიან რომ რაც დრო გადის უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება ეს გუნდი დიდი ფეხბურთელებისთვის ამ შედეგებიდან გამომდინარე?! პროსტა მართპა ვერ ვხვდები რას ელოდებიან და საერთოდ რა უნდათ( ფულის გარდა, მაგრამ ეგეც მოიკლებს თუ ასე გაგრძელდა, აქციების ფადი უკვე დაეცა თან საგრძნობლად). მაგარ შარში ვართ და სამწუხაროდ ბევრი ვერ აანალიზებს სამწუხარო რეალიბას ბოლომდე. ოპტიმიი კარგია, სანამ ფანატიზმში არ გადავა, აბა ოლესი რაღატო უნდა გჯეროდეს მე არ მესმის
0
№26
ავტორი: Malboro463
2 დეკემბერი 2019 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ჯეიმსი 7-8 ადგილისთვის მოთამაშე გუნდისთვისა შესაფერისი
უფანტ იო დაბალი დონის ფეხბურთელია იანგს და ლინგარდს თუ აჯობა იმიტომ წარმატებულია მაგის ტრანსფერი? მაგისთანს უამბიციო სირებით რომ გატენა გუნდი იმიტომ ვერ ცდება 7 ადგილს
მოიყვანონ სანე სანამ ბავარიას უყიდია სიტიში არ აფასებენ მაგ კაცს
0
№27
ავტორი: Chesterman
2 დეკემბერი 2019 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
https://www.youtube.com/watch?v=z7gYnhU5U3g ასეთები ვიქნებით ოლეთუ დატოვეს უეჭველი ბიჭებო :დ დატოვეს ხალხო დატოვეეს )))
0
№28
ავტორი: .z.u.r.a.
2 დეკემბერი 2019 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
სირცხვილია რა, მარტო მწრთვნელი არაფერ შუაშია, 20 წელია მანჩესტერს ვბალეშიკობ და ესეთი უმოტივაციო არასდროს არ ყოფილა, ჩვენ დინამოს მაინც შეხვდეს სადმე გული მაინც არ დაგვწყდება რო წააგებს))) თქვენი არ ვიცი ბიჭებო მარა მე მაგრად მიტყდება(((
0
№29
ავტორი: Dato kutaisi
2 დეკემბერი 2019 22:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
აი ამ ბოლო თამაშს ვუყურებდი ჩემს საძმაკაცოსთან ერთად და ირველად ვიგრძენი სირცხვილი.სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.ყველა მერიდებოდა არ ეუბნებოდნენ არაფერს მაგრამ აი წარმოიდგინე ტიპებმა ჩემს გამოც ვერ უყურეს ბოლომდე დაიღალა სასტავი.მე ვიჯექი და ვუყურებდი მარტო ბოლოს.მანამდე აი ჯეიმსი რო გაიქცეოდა თავს არ აწევდა და ჩააწოდებდა ისე რომ არავინ იყო იქ ამაზე უკვე სიცილს ვერ იკავებდა ვერავინ.ანუ მე ვამბობ ნეიტრალური გულშემატკივარი როგორ უყურებს ამას.აი ბოლოს რომ გაიქცა აკრიფა მარჯვნიდან და ყველას გაასწრო თავისიანებსაც კი და ვაფშე თავი არ აწია და ჩააწოდა სრულიად ცარიელ საჯარიმოში.აი იმ მომენტზე ვეღარ შევიკავე თავი და ავტეხე გინება.უტვინობა,უფანტაზიობა და უამბიციობა მაგიჟებს ყველგან და ყველაფერში.არადა ყველაფერი ერთადაა მანჩესტერში
0
№30
ავტორი: Malboro463
2 დეკემბერი 2019 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: Dato kutaisi
აი ჯეიმსი რო გაიქცეოდა თავს არ აწევდა და ჩააწოდებდა ისე რომ არავინ იყო იქ ამაზე უკვე სიცილს ვერ იკავებდა ვერავინ.ანუ მე ვამბობ ნეიტრალური გულშემატკივარი როგორ უყურებს ამას.აი ბოლოს რომ გაიქცა აკრიფა მარჯვნიდან და ყველას გაასწრო თავისიანებსაც კი და ვაფშე თავი არ აწია და ჩააწოდა სრულიად ცარიელ საჯარიმოში.აი იმ მომენტზე ვეღარ შევიკავე თავი და ავტეხე გინება.უტვინობა,უფანტაზიობა და უამბიციობა

ფორესტ გამპია
თუ დაკვირდები მაგ გაქცევასაც მაშინ აკეთებს თუ წინ ვინმე გაუგდებს ბურთს თორე ზურგით როცა დგას ვერაფერს ვერ შვრება სისწრაფის ხარჯზე ჯაბნის მეტოქეს ტექნიკით ნაკლებად
მაგას ხორდი ალბას მსგავსი სწრაფი მცველი სულს ამოხდის
ჩემპიონშიპის დონის ფეხბურთელს გრანდში ძირითად კაცად რომ მიყვანს იმ მწვრთვნელისგან რას ელოდებიან ვერ ვხვდები ერთმანეთზე უარესიუინტელექტო სი რები არიან . გიგსი კიდე ამათზე უარესია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top