"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მატეო დარმიანმა კლუბი დატოვა. 29 წლის მცველი იტალიაში დაბრუნდა, სადაც "პარმას" ღირსებას დაიცავს.
დარმიანი მანჩესტერულ კლუბს 2015 წლის ზაფხულში "ტორინოდან" შეუერთდა. ოთხი წლის განმავლობაში მის ანგარიშზე "იუნაიტედის" მაისურით ჩატარებული 92 შეხვედრაა, სადაც ერთი გოლის გატანა შეძლო.
იტალიელმა მცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. როგორც ცნობილია, "პარმას" დარმიანის გადაბირება 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა.