თბილისი:
მანჩესტერი:
7-08-2019, 21:20
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2244,
კომენტარები: 28
"ინტერი" ტრანსფერს მალე დახურავს
ბელგიელი შემტევი კონტეს გუნდში მალე გადავა.
საგად ქცეული ტრანსფერი, რომელიც უკვე დიდი ხანია გუნდების გულშემატკივრების ყურადღებას და არამხოლოდ გუნდების გულშემატკივრების ყურადღებას იპყრობს, სულ მალე დასრულდება.

საქმე ეხება ორ გუნდს, ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედს" და მილანის "ინტერს". კლუბები ამ დრომდე შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ.

როგორც ჩანს "წითელი ეშმაკების" ბელგიელი შემტევი რომელუ ლუკაკუ იტალიელი სპეციალისტის ანტონიო კონტეს "ინტერს" სულ მალე შეუერთდება. "ნერაძურიმ" შეძლო ედ ვუდვორდის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ბელგიელიც რამოდენიმე დღეში მოირგებს "ინტერის" მაისურს.

Sky Sport Italia- ის მიერ გავრცელებული ცნობებიტ, ფეხბურთელის აგენტი და იტალიური კლუბის პრეზიდენტი ტრანსფერის დასასრულებლად ერთმანეთს ლონდონში შეხვდებიან.

ინგლისელები 26 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს მიიღებენ, ამ თანხას ემატება ბონუსები რომელიც დამატებით გადაეცემა "მანჩესტერ იუნაიტედს".
ახალი ამბები
28 კომენტარი
№21
ავტორი: giorgi_mg
8 აგვისტო 2019 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რამდენი იუნატედის გულშემატკივარი ზის ეხლა ლაივ ტრანსფერზე, რამე კაის მოლოდინში, ვუდვორდ შენ არ გაიხარე ამ ტანჯვისთვის :))))
0
№22
ავტორი: Malboro463
8 აგვისტო 2019 01:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ლო სელსო იყიდა ტოტენეჰემა
სძინავს ვუდვორდს გაუკეთოს ერიქსენზე შეთავაზება ეგება დათანხმდენ
0
№23
ავტორი: Lalana
8 აგვისტო 2019 01:39
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Malboro463
ლო სელსო იყიდა ტოტენეჰემა
სძინავს ვუდვორდს გაუკეთოს ერიქსენზე შეთავაზება ეგება დათანხმდენ

სესენიონზეც მუშაობენ და ალბათ მაგასაც მიიყვანენ ბოლომდე.კიდევ თუ ფერნანდეში და დიბალაც დაიმატეს სერიოზულ გუნდს შეკრავს ტოტენჰემი.არსენალსაც არაუშავს,აგერ ლუისი გაუფომებიათ,ტიერნეისაც იყიდიან სელტიკიდან და ნორმალური სატრანსფერო ფანჯარა გამოუვათ.ისე ეს ლივრპულის ხელმძღვანელობაც კაი წყალწაღებულია.კი კარგი გუნდი ყავთ მაგრამ ნებისმიერ გუნდს ჭირდება გაძლიერება,მაგრამ...
ეჰჰ...ხვალ სხვა გუნდებისთვის სერიოზული სატრანსფერო ციებ-ცხელება იქნება და ჩვენ მგონი მოგვიწევს ისე ჯდომა.
0
№24
ავტორი: bziki
8 აგვისტო 2019 02:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ხავსს მოჭიდებული პოზიციიდან რო ვთქვათ დემბელეს ან ბრუნოს თუ გაქაჩავენ სხვაზე არც გააკეთებენ შეთავაზებას.
დემბელეს მომენტებს გადავხედე და კაი ტექნიკური მოძრავი ფორვარდია.
მარა რეალურად ესე მორჩება ყველაფერი არავის დაიმატებენ
0
№25
ავტორი: PaLoMo
8 აგვისტო 2019 03:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Lalana
ციტატა: Malboro463
ციტატა: Lalana
სიტის ვოლკერი ყავს მარჯვნივ და კონკურენციისთვის კანსელო მიიყვანეს.ამით ყველაფერია ნათქვამი.ახლა ჩვენთან გადახედეთ კონკურენციას და შემდეგ მივხვდებით რამხელა განსხავებაა დონეში.არა და ერთ-ერთი უმდიდრესი გუნდია შემოსავლებით და არ ეკადრებათ მსგავსი ვითარება.

ჩვენთან კონკურენცია კი არა,ხალხს უშვებენ და მაგის შემცვლელიც კი ვერ მოყავთ.

უოლკერს დანძ რეული აქ მოუწევს სკამზე ჯდომა ცენტრში თუ არ გაუშვა.

არაა გამორიცხული რომ სკამზე წამოასკუპოს კანსელომ.რას გაიგებ გვარდიოლასას.ჩვენთანაც საჭიროა მსგავსი კონკურენცია შეიქმნას მაგრამ სადაა.

რაგინდა ძმა აგერ არ გვყავს იანგი?მარცხნივაც და მარჯვნივაც დაჟე ვინგერადაც ეგ არის თან კაპიტანია ძმაოო

ჩივარიტო რო არ გაეყიდათ ბოლომდე ჩვენთა იქნებოდა და ამ მაზილებს მაინც აჯობებდა თან ტიპს უყვარდა მანჩესტერი და ძალით გაუშვეს :-/

ევერტონმა მენდი დაიმატა და ისე გაძლიერდა რო რავიცი წელს უეჭველი იბრძოლებს ეურო ტურნირებისთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№26
ავტორი: stepno
8 აგვისტო 2019 05:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დაცვა აშკარად გაძლიერდა და ჩემი აზრით ერთერთი საუკეთესო იქნება მანჩესტერი დაცვაში. ყველაზე დიდი პრობლემა ისევ გოლიადორებშია არავინ არ გვყავს ისეთი ვინც იცი რო უეჭველი შეაგდებს გოლს აი მაგალითად იბრა რო გვყავდა სულ მჯეროდა რო ყველა თამაში გაიტანდა და ეხლაც რო გვყავდეს კაი იქნება. რეშფორდი მარსიალი სანჩესი კაიით რაააა
0
№27
ავტორი: Old Red Devil
8 აგვისტო 2019 09:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
იმასაც ნუ დავივიწყებთ რომ გუნდი ლიგის მიღმაა.ასე რომ ოლეზე ბრუნოს ან ერიკსენის მოყვანა არაა
დამოკოდებული.
0
№28
ავტორი: kaja
8 აგვისტო 2019 10:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
65+12 ლიმონიო და 77 გამოდის ჯამში... კაი კაცია მარა აღარ იყო ამისი ადგილი წინა ხაზში :( საწყენია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top