თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2019, 20:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1971,
კომენტარები: 21
"რეალი" "იუნაიტედის" დათანხმებას ბეილით ცდილობს
ზიდანი თავის ყველა შესაძლებლობას იყენებს.
მადრიდის "რეალი" აპირებს, გარეთ ბეილი ჩართოს თავისი ნომერ პირველი სატრანსფერო სამიზნის, პოლ პოგბას თაობაზე ნებისმიერ პოტენციურ მოლაპარაკებაში.

ზინედინ ზიდანმა ნათლად განაცხადა, რომ მიმდინარე ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" პოგბას გადაბირება სურს და კლუბს მოსთხოვა, ნებისმიერ ძალისხმევას მიმართოს მიზნის მისაღწევად.

თუმცა, "იუნაიტედი" არ აპირებს უკან დახევას, სანამ მოთხოვნილ 150 მლნ. ფუნტიან წინადადებას არ მიიღებს თავისი ვარსკვლავის გამო, რის გადახდასაც "რეალი" თავის მხრივ არ აპირებს.

Marca-ს ცნობით, მადრიდულ გრანდს მხოლოდ ისღა შეუძლია, რომ ფეხბურთელს პლუს ფული შესთავაზოს "იუნაიტედს", რომელიც ბეილის შეძენას რამდენიმე წელია ცდილობს.

"იუნაიტედს" მიმდინარე ზაფხულსაც უკავშირებენ უელსელის სახელს, მაგრამ ბოლო პერიოდში მისდამი ინტერესი დაკარგეს.

ზიდანმა კი ბეილს აცნობა, რომ მის გეგმებში აღარ შედის, მაგრამ ამის მიუხედავად გარეთის მომავალი ბუნდოვანია, რადგან მისი შეძენის მსურველები არ ჩანან.

პოგბას ძალიან სურს ესპანეთის დედაქალაქში გადასვლა, მაგრამ შეცვლის თუ არა მოლაპარაკებებში ბეილის ჩართვა "იუნაიტედის" დამოკიდებულებას, ჯერ კიდევ საკითხავია.

26 წლის ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა ორჯერ იმყოფებოდა მანჩესტერში ინგლისიდან თავისი კლიენტის წასასვლელად გზის გასახსნელად, ხოლო "რეალის" დირექტორები "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას ხვდებოდნენ ამავე პერიოდში.

როგორც მოსალოდნელია, მომდევნო პარასკევს გუნდში დაბრუნებული პოგბა ოლე გუნარ სოლსკიაერს ტრანსფერზე დასმას სთხოვს.

წყარო: dailymail
ახალი ამბები, ჭორები
21 კომენტარი
№21
5 ივლისი 2019 23:48
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ბეილი ვის რაში სჭირდება?... თუ ასე ძალიან უნდათ ეს პოგბა, ვარანე გამოუშვან და + ფულიც დაგვიმატონ am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top