თბილისი:
მანჩესტერი:
2-07-2019, 19:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2484,
კომენტარები: 21
"სპორტინგმა" შეთავაზება ერთი მიზეზით არ მიიღო
ფერნანდეშის კლუბი მკაცრ უარზეა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლისაბონის "სპორტინგს" შეთავაზება გაუკეთა ბრუნუ ფერნანდეშის თაობაზე და როგორც ჩანს, ოლე გუნარ სოლსკიაერის ფინანსური ხარჯვა გრძელდება.

"იუნაიტედმა" მიმდინარე სატრანსფერობ აზარზე "ოლდ ტრაფორდზე" ცვლილებების განსახორციელებლად უკვე დახარჯა 65 მლნ. ფუნტი. მეტნაკლებად გამოუცდელი წყვილი დენილ ჯეიმსი და აარონ ვან-ბისაკა კლუბს 15 და 65 მლნ. ფუნტად შეუერთდნენ შესაბამისად, მაგრამ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა ნიკოლა სკირამ "წითლების" გულშემატკივართათვის სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ ასევე განაცხადა, თუ რატომ არ მიიღო "სპორტინგმა" ინგლისელთა წინადადება.

მის განცხადებაში ნათქვამია: "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სპორტინგს" 31 მლნ. ფუნტი შესთავაზება ბრუნუ ფერნანდეშისთვის.

კონტაქტი კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ "სპორტინგს" მეტი სურს. ფეხბურთელისთვის კი უკვე გამზადებულია წლიურად 5.4 მლნ. ფუნტის ოდენობითი ანაზღაურების კონტრაქტი, რომელიც ბონუსებსაც ითვალისწინებს".


სკირა ასევე აცხადებს, რომ "სპორტინგს" ფეხბურთელისთვის 5 მლნ. ევროს გადახდა მოუწევს ყოველკვირეულად, რაც 4.5 მლნ. ფუნტს უდრის.

ამ ვითარების გამო კლუბს სურს, რომ უფრო მეტი თანხა იშოვოს ბრუნუს ტრანსფერით და იმედი აქვს, რომ "იუნაიტედი" თავის ინტერესს არ გაანელებს და სხვა კლუბების მხრიდან გამოვლენილი ინტერესის გამო უფრო დიდ თანხას შესთავაზებს.

სკირა განაგრძობს: "სპორტინგს იმედი აქვს, ბრუნუსთვის საერთაშორისო დონეზე გაგრძელდება აუქციონი, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ "იუნაიტედი" მოქმედებს.

ისეთი მდგომარეობაა, რომ "იუნაიტედი" 35 მლნ. ფუნტზე მეტის გადამხდელიცაა, მაგრამ 60-70 მლნ. ფუნტს ნამდვილად არ გაიღებს, რისი იმედიც "სპორტინგს" აქვს".


წყარო: express
ახალი ამბები, ჭორები
21 კომენტარი
№21
ავტორი: GIOMU
4 ივლისი 2019 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ვფირქობ სადღაც 1 კვირაში ბრუნოს 55მ იყიდიან, მაგრამ რაღა რჩება ფანჯრის დახურვამდე? მცველი საყიდელია, ლუკაკუ მიდის უეჭველი და ცენტრიც საყიდელია, პოგბაზე კიდე ჯერ არ ვიცით რა მოხდება, თან თუ ლუკაკუსთან ერთად ეგეც გაიყიდა 180-200მ მაინც ხომ აიღებენ და სად უნდა დახარჯონ მერე ეს ფული ასე მცირე დროში?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top