თბილისი:
მანჩესტერი:
1-07-2019, 19:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2626,
კომენტარები: 22
"იუნაიტედი" "ტოტენჰემისთვის" ხელის შეშლას აპირებს
"წითლები" ტრანსფერში ჩაერთვებიან.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ კიდევ აქვს "ტოტენჰემის" სატრანსფერო სამიზნის, ტანგი ნდომბელეს შეძენის შანსი, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის სატრანსფერო ღირებულება "დეზებმა" "ლიონთან" უკვე შეათანხმდეს.

"ტოტენჰემი" და "ლიონი" 55 მლნ. ფუნტიან გამოსასყიდ თანხაზე და დამატებით 9 მლნ. ბონუსზე შეთანხმდნენ.

"ლიონი" ნდომბელეს საშუალებით დიდი ფულის შოვნას გეგმავს, ამიტომ მას იმ გუნდს მიჰყიდის, ვინც მეტ თანხას შესთავაზებს.

ფრანგული გამოცემა კი იტყობინება, რომ ნდომბელეს სატრანსფერო ღირებულება უკვე შეთანხმებულია, მაგრამ მასთან პირადი კონტრაქტის პირობების შესახებ მოლაპარაკაბები ჯერ არ დასრულებულა.

ეს კი "იუნაიტედს" საქმეში ჩართვისა და ფეხბურთელის თავის რიგებში გადაბირების შანსს უტოვებს, რაც კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლ პოგბას პოტენციური შემცვლელის ძიების პროცესში.

ნდომბელეს უკვე გააცნეს "დეზების" სავარჯიშო ბაზა და ფეხბურთელიც თანახმაა ლონდონში გადასვლაზე, თუ სხვა გუნდმა არ ისურვა მისი შეძენა.

წყარო: metro
ახალი ამბები, ჭორები
22 კომენტარი
№21
ავტორი: SANDROGRIGA
2 ივლისი 2019 16:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: ikeoni
სკაიმ დაწერა რო ბრუნოსთან პორადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულიაო❤️


ეგ მოიყვანონ და... ისე მაგრად მინდა ბრუნო მანჩეში რო ვერ გაამართლოს ჩემ თავს ვერ ვაპატიებ wink
0
№22
ავტორი: ikeoni
2 ივლისი 2019 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: SANDROGRIGA
ციტატა: ikeoni
სკაიმ დაწერა რო ბრუნოსთან პორადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულიაო❤️


ეგ მოიყვანონ და... ისე მაგრად მინდა ბრუნო მანჩეში რო ვერ გაამართლოს ჩემ თავს ვერ ვაპატიებ wink

ბაზარი არააა:))))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top