რონალდო მოღალატე, თუ ლეგენდა...
ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა და ეს სტატია შევარჩიე.
ალბათ არ არსებობს "მანჩესტერის" ფანი, რომელსაც რონალდუ არ ეყვარება. მართალია იგი წავიდა ჩვენგან, მაგრამ იგი მაინც ჩვენი ლეგენდაა. მან 2003 წელს "მანჩესტერი" გააოცა მისი თამაშით, "სპორტინგს" და "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშში. იგი მოედანზე საოცარ ფინტებს აკეთებდა. "მანჩესტერის" ფეხბურთელებს უჭირდათ მისი შეჩერება და ხშირად წესების დარღვევითაც აჩერებდნენ. სერ ალექს ფერგიოსონს მისი შემჩნევა არ გაჭირვებია და მაშინვე შეიძინა იგი. დღემდე უცნობია რა თანხა გადაიხადა "მანჩესტერმა" რონალდუში, როდესაც სერ ალექსი მას დაელაპარაკა რონალდუმ უთხრა, რომ მას უნდოდა "მანჩესტერის" რიგებში 28 ნომრით ეთამაშა. სერ ალექსმა კი უპასუხა, რომ ადრე თუ გვიან მას 7 ნომრის ჩაცმა მოუწევდა და ამას ახლავე უნდა შეჩვეულიყო. თქვენ დამეთანხმებით, რომ ეს იყო დიდი პატივი - 7 ნომერს მანჩესტერის ყველა დიდი ლეგენდა ატარებდა და ამ ნომრის შერცხვენა ძალიან დიდი სირცხვილი იქნებოდა. რონალდუ ამ საქმეს სერიოზულად მოეკიდა, როდესაც იგი პირველ შეხვედრაში გამოვიდა, ძალიან კარგად ითამაშა და თავის გუნდისთვს პენალიც კი მოიპოვა. რონალდუ თანდათან ყალიბდებოდა ნამდვილ ვარსკვლავად. დადგა დიდი ფინალი. "მანჩესტერი" - "ჩელსის" ეთამაშებოდა. "იუნაიტედი" დიდი უპირატესობით ლიდერობდა და 27-ე წუთზე ჩელსის საჯარიმოში ჩაწოდებისას, რონალდომ თავით მოახერხა და გაიტანა გოლი. ჩეხი უძლური იყო და ანგარიში გახადა 1-0 "იუნაიტედის" სასარგებლოდ. მე ძალიან კარგად მახსოვს ეს მომენტი, გამეორებაზე ვიჯექი და პირ-დაღებული ვუყურებდი, რა ლამაზად გააკეთა რონალდუმ ეს ყველაფერი, ახლა კი დაიწყო გულის ფეთქვა. მე ისე მიფეთქავდა გული, რომ მეგონა რამოდენიმე წამში ამომივარდებოდა, მაგრამ როდესაც ლამპარდმა გოლი გაიტანა კინაღამ გული გამისკდა.

დადგა პენალტების დრო. გული რონალდუზე ცუდს მიგრძნობდა და ასეც მოხდა.
მან პენალტი ძალიან ცუდად შეასრულა და ჩეხსაც არ გაჭრვებია ბურთის აღება. გრძელდება პენალტები სერია, ჩელსი პენალტებს კარგად ასრულებდა, მხოლოდ რონალდუმ ვერ გაიტანა. გადამწყვეტი მომენტი დადგა, ჯონ ტერი ჩადის პენალტის დასარტყმელად. მოედანზე სიჩუმეა, ტერი ბურთს ურტყამს, ვან დერ საარი სხვა მხარეს ხტება ,მაგრამ უეცრად ბურთი ძელს ხვდება, მანჩესტერის ფანებს დიდი ტვირთი მოეხსნათ.
დიდ ხანს გაგრძელდა პენალტები. გუნდებს ყველა გოლი გააქვთ. ჩელსის ფეხბურთელი ჩადის პენალტის დასარტყმელად. დარტყმა და ვან დერ საარის არაჩვეუბლერივი სეივი, დამთავრდა წამება მანჩესტერი ჩემპიონია და რონალდუ ოქროს ბურთის მფლობელი. რონალდუს წამიერად გაუხარდა მოგება, მაგრამ უცებ დაეცა და ტირილი დაიწყო. სერ ალექსმა დაინახა რონალდუ და მაშინვე მასთან გაიქცა და დააწყნარა.
შემდეგ გაიმართა ოქროს ბურთის დაჯიდლოვება, რათქმაუნდა რონალდუმ აიღო ეს პრიზი, მაშინ პორტუგალიელმა ყველა ტიტული აიღო და არავის არაფერი არ დაუთმო. დადგა შემდეგი წელი. რონალდუს ოცნებაა გადავიდეს "რეალ მადრიდში" და ასეც ხდება, როდესაც რონი დაემშვიდობა წითელ ეშმაკებს და გადავიდა რეალში, 2 ძალიან ცუდი წელი ჩაატარა და შემდეგ ჩადგა თავის ფორმაში. და ბოლოს ერთ რამეს ვიტყოდი, იგი ლეგენდაა და არა მოღალატე.
მომზადებულია სპეციალურად: Redarmy.ge_სთვის