თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2019, 20:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2408,
კომენტარები: 21
"რეალი" პოგბას აზარის თანაგუნდელობას სთავაზობს
ზიდანი პრემიერ ლიგის ვარსკვლავებს იწვევს.
მადრიდის "რეალი" პოლ პოგბას თავის რიგებში ეპატიჟება და "მანჩესტერ იუნაიტედს" სანაცვლოდ ტრანსფერში გარეთ ბეილის ჩართვას სთავაზობს.

ესპანელებმა პრემიერ ლიგის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი უკვე გადაიბირეს "ჩელსიდან" ედენ აზარის სახით, რომელშიც 88 მლნ. ფუნტი გადაიხადეს.

ზინედინ ზიდანს კი თავის მომდევნო ხმაურიან შენაძენად პოგბა სურს.

ამ სვლით ბეილი - რომელიც მწვრთნელმა უკვე დაიწუნა - არა ზედგამოჭრილი, მაგრამ მიმზიდველი შეთავაზება იქნება ოლე გუნარ სოლსკიაერისთვის და "ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობისთვის.

თუ "ეშმაკები" პოგბასთან განშორებას მოისურვებენ, მისი სატრანსფერო ღირებულება 130 მლნ. ფუნტი იქნება. მაგრამ ბეილი შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იქნება და მისი სახით "რეალი" კვირაში 600 ათასიანი ხელფასის მქონე ფეხბურთელს მოიშორებს თავიდან.


ზიდანმა აზარის გარდა 58 მლნ. ფუნტად ასევე შეიძინა თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი და აკვირდება კრისტიან ერიქსენის მდგომარეობას "ტოტენჰემში", სადაც დანიელს მოქმედი კონტრაქტით ერთი წელი დარჩა.

"რეალის" სეზონის ბოლო მატჩში ბეილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მას თამაშში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა, ხოლო წინა ორ მატჩში განაცხადშიც კი ვერ მოხვდა.

წყარო: mirror
ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: PaLoMo
9 ივნისი 2019 19:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ბეილმა პერესს უთხრა მკიდია აქ ვარ კონტრაქტისნბოლომდე რომც არვითამაშო მაინცო ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top