თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2013, 23:59
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3838,
კომენტარები: 21
სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)
ყველაზე რთული პროფესია მსოფლიოში-იყო ალექს ფერგიუსონი!
სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)
საოცრება გუნდში

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)

"ფეხბურთი, ეშმაკმაც დალახვროს! სახალისო თამაშია, იგი ზღაპარს გავს, გეფიცებით."

სერ ალექს ფერგიუსონი

ბოსმა გააჩუმა ყველა კრიტიკოსი, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ "იუნაიტედი" განიცდის უკუსვლას 1997/98 წლის სეზონის შემდეგ. "ჩვენ დავბრუნდებით და გავიმარჯვებთ!"-ამბობდა იგი, თითქოს არნოლდ შვარცნეგერი იყო "ტერმინატორიდან", თუმცა ვინც არ უნდა ყოფილიყო, ფერგი არ შემცდარა. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, სერ ალექსი გახდა თასთა მფლობელი. 1998/99 სეზონში მისმა გუნდმა მოიგო:ინგლისის თასი, პრემიერ ლიგა და რაც ყველაზე მთავარია ჩემპიონთა ლიგა და როგორც იქნა დასრულდა ის შავი ხაზი, რომელიც თან დაყვებოდა გუნდს 30 წლის განმავლობაში

წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ფერგი, როგორც სჩვევია ხოლმე, გაემგზავრა საფრანგეთში, იმისათვის რომ თავი ფეხბურთისაგან დაეღწია. მაგრამ მისი მეუღლის საუბედუროდ, მათი დასვენება "იუნაიტედის" კეთილ დღეობისათვის გამოიყენა შოტლანდიელმა სპეციალისტმა. როდესაც ბოსი გუნდს დაუბრუნდა ივლისში, მან წარუდგინა თავის ბიჭებს ახალი ფეხბურთელები. ერთ-ერთი მათგანი იაპ სტამია, რომელიც გახდა "იუნაიტედის" ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. იგი "წითლების" შემადგენლობაში 10,8 მილიონ სტერლინგად გადავიდა ეინთჰოვენის "პსვ"-ედან. სტამმა გუნდის დაცვა უფრო გააძლიერა, მისი თამაშის გამო მას ჰოლანდიაში "კედელი" უწოდეს. ფერგიუსონმა გუნდში, ასევე დაამატა ენერგიული, სიმპატიური და შედეგიანი დუაიტ იორკი, რომელის "ასტონ ვილადან" იყიდა 12 მილიონ სტერლინგად. ორივე ტრანსფერმა გაამართლა იმედები:სტამმა სერიოზულად გააძლიერა გუნდის დაცვა და იორკმა რეგულარულად დაიწყო გოლების გატანა. დუაიტის გუნდში მოსვლას კიდევ ერთი პლუსი ჰქონდა, მისი წყალობით უფრო ათამაშდა გუნდში ენდი კოულიც.

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)


კოული ჩაკეტილი პიროვნება იყო, მაგრამ იგი მშვენივრად უგებდა იორკს, რომელიც მისი ანტონიმი იყო:ენერგიული, გართობის მოყვარული და უდარდელი. დიახ, ენდი კარგად შეთამაშდა ტედი შერინგემთან, მაგრამ მოედნის გარეთ მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ერთმანეთთან. იორკმა კი, როგორც მე გადმომცეს, შეძლო კოულის გამოცოცხლება და ამან მალევე იმოქმედა, რადგან ენდიმ მოედანზე გაღიმებაც დაიწყო!



იტალიური "პარმიდან" იქნა მოწვეული იეისპერ ბლუმკვისტი, რომელმაც ადგილი ფლანგზე დაიკავა. სწრაფმა და მოქნილმა ფეხბურთელმა შეასრულა თავისი დავალება სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე და საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა "კამპ ნოუზე" გამარჯვებაში 99 წელს. ფერგიმ სთხოვა თავის ფეხბურთელებს, რომ დაევიწყათ გასული წარუმატებელი სეზონი და ახალს კარგი განწყობით შეგებებოდნენ. მან გააფრთხილა ისინი, რომ ფორმა მალევე უნდა დაიბრუნონ, რადგან ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა მათ კვალიფიკაციური ეტაპიდან მოუწევდათ. მაგრამ ბიჭებმა არც ისე კარგად გაითვალისწინეთ მათი დამრიგებლის გაფრთხილება და დამარცხდნენ "არსენალთან'' ინგლისის სუპერ თასზე ანგარიშით 0:3. ეს ცუდი ნიშანი იყო კვალიფიკაციური მატჩის წინ, რომელიც რამოდენიმე დღეში უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ უნაიტედმა, როგორც ყოველთვის, მოიკრიფა ძალები და შეძლო "ლოდზის" დამარცხება ანგარიშით 2:0 (გოლები გაიტანა გიგზმა და კოულმა). ორი კვირის შემდეგ "წითლებმა" პოლონეთში ფრედ ითამაშეს და შეძლეს ადგილი დაეჯავშნათ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე.


"ლოძზე" გამარჯვების შემდეგ, ფერგი უფრო გათამამდა და უთხრა გუნდს, რომ მათ უნდა უნდა უეჭველად უნდა მოეგოთ თავიანთ პირველ მატჩში ინგლისის ჩემპიონატში. ამჯერად შეხვედრა "ლესტერთან" იყო დაგეგმილი, მაგრამ "იუნაიტედი" უძლური და დაღლილი ჩანდა უკვე სეზონის გახსნისთანავე. "წითლები" ამ შეხვედრაშიც მარცხდებოდნენ, მაგრამ დარჩენილ 11 წუთში მანკუნიანელებმა შეძლეს ორი გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება. ერთი კვირის შემდეგ, "წითელი ეშმაკები" გაემგზავრნენ "აპტინ პარკზე" "უესტ ჰემთან" სათამაშოდ და შეხვედრა ფრედ 0-0 დაასრულეს. ამის შემდეგ კი, გულშემატკივრებმა თავის ფხანა დაიწყეს და ერთ კითხვას იმეორებდნენ, იქნება თუ არა ეს სეზონი გასულის გამეორება. ფერგიმ სთხოვა მათ, რომ ცოთა მოეთბინათ, რადგან მის ახალ ფეხბურთელებს ჯერ კიდევ დრო სჭირდებოდათ დრო პრაკტიკისათვის და კინმა უნდა დაიბრუნოს ფორმა დაბრუნების შემდეგ. მაგრამ, გულშემატკივრებს ბევრი ნერვიულობა არ დასჭირვებიათ, რადგან გუნდმა არაჩვეულებრივი თამაში აჩვენა და 20 მატჩიდან 19 მარცხის გარეშე ჩაატარა. შედეგები პრემიერლიგაში და ევროპაში ქებას იმსახურებდნენ. ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "წითლებმა" ორჯერ ითამაშეს ფრედ "ბარსელონასთან" (3:3), ასევე მიუნჰენშიც (2:2) და გაანადგურეს "ბრონდბიუ" გასვლაზე (6:2). შიგა ჩემპიონატში კი დაამარცხეს "ლივერული" (2:0) და და ევერტონი (4-1)-ამ ორმა გამარჯვებამ ლივერპულის გუნდებზე ძალიან გაახარა გულშემატკივრები.

ფრე 1:1 ბოლო მატჩში "ბავასიასთან" ნიშნავდა იმას, რომ "იუნაიტედი" გავიდა შემდეგ ეტაპზე. შობისთვისთვის ინგლისის ლიდერი "ასტონ ვილა" გახდა, თუმცა პოზიცია მანამდე დაკარგეს, სანამ ნაძვის ხეზე ნათურები ჩაქრებოდა. ტიტულისათვის ბრძოლას კი სამი გუნდი აკრძელებდა:იუნაიტედი, არსენალი და ჩელსი. 3 იანვარს "წითლებმა" მესამე რაუნდში ინგლისის თასზე დაამარცხეს "მიდლსბრო" 3:1. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის შემდეგ, დაიწყო წაუგებელი 31 მატჩიანი სერია და ეს იანვრიდან მოყოლებული 1999 წლის მაისამდე გრძელდებოდა. "ეს არაჩვეულებრივი შედეგია. უბრალოდ არაჩვეულებრივი მონაკვეთი ბრწყინვალე სეზონიდან."

ეს შედეგი უფრო იმით იყო სასიამოვნო, რომ ორივე მხარე ფეხვბურთელებიც და მწვრთნელიც ცდილობდნენ მიეღწიათ მაქსიმალურ შედეგს. "არსენალი" მათ კვალ და კვალ მოზდევდა, ლიგაში კი საქმე უფრო დამძაფრდა, ამის გარდა იყო კიდევ ინგლისის თასიც. ამ მარაფონის ბოლოს, "იუნაიტედს" მოუწია სამი გადამწყვეტი მატჩის ჩატარება 10 დღეში. ჯერ სახლში, 15 მაის "წითლებს" უწევდათ თამაში "ტიტემჰემთან", მერე 22 მაის ინგლისის თასის ფინალი "ნიუკასლთან" და ბოლოს, როგორც იქნა ისინი გაემგზავრნენ ესპანეთში, იმისათვის რომ შეხვედროდნენ თავიანთ ყოფილ მოწინააღმდეგეს-მიუნჰენის "ბავარიას". ეს შეხვედრა 26 მაის უნდა ჩატარებულიყო, იმ დღეს 90 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მატ ბასბი დაიბადა. ფერგიმ იცოდა, რომ მის გუნდს უნდა დაემარცხებია "ტოტემჰემი", იმისათვის რომ ჩემპიონატი მოეგო. ფრეც კი აწყობდა "არსენალს" პირველ ადგილზე გასასვლელად. ასეთ დაძაბულ მომენტში, გუნდმა შეძლო კონცენტრირება და მატჩიც თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს ანგარიშით 2:1. ეს შედეგი ნიშნავდა იმას, რომ "იუნაიტედმა" მოიგო და გახდა ქვეყნის ჩემპიონი 79 ქულით. ერთი ქულით მეტი, ვიდრე "კანონირებს". მესამე ადგილი დაიკავა "ჩელსიმ" 75 ქულით.

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)


ფერგი იმდენად გახარებული იყო, რომ მან უფლება მისცა ფეხბურთელებს აღენიშნათ ეს წარმატება. უკვე პროფესონალებმა, იცოდნენ, რომ მათთვის არ შეიძლებოდა ბევრი დალევა, ამიტომ ფერგიუსონი ენდო მათ და ერთი დღით თავიანთ ჭკუაზე გაუშვა. ეს ძალიან ემოციური კვირა გამოდგა, როგორც ფერგიუსონისათვის, ასევე გულშემატკივრებისათვისაც. იმ სეზონში, რომელშიც გუნდმა მოიპოვა მეხუთე ტიტული შვიდი წლის მანძილზე, ჩაატარა ბოლო მატჩი "ოლდა ტრაფორდზე" უდიდეს მეკარემ, პეტერ შმეიჰელმა. დიდმა პიტიმ მიმართა თავიანთ ქომაგებს:"თქვენ, ყოველთვის დარჩებით ჩემს გულში." შემდეგ, მიკროფონი დაიკავა ფერგიმ და ყველაფერს სხვანაირი თვალით შეხედა. მან თქვა:"ამ ტიტულის მოპოვება უფლება მოგვცა დავისვენოთ დანარჩენ ორ შეხვედრაში. ჩვენ ვიცით, რომ შემდეგ სეზონს, უკვე ჩემპიონებათ დავიწყებთ. მაგრამ, თუ ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ ინგლისის თასი არ არის აუცილებელი და ფიქრს, მხოლოდ ლიგის ფინალზე დაიწყებენ, ისინი მალევე გამოფხიზლდებიან, როდესაც მე შემადგენლობის შერჩევას დავიწყებ "უემბლიზე". მთავარი ამ გუნდში ინდივიდუალობა არ არის, ამიტომ მე პირადად გავაკონტროლებ იმას, რომ არცერთ მათგანს თავში ოფოფები არ გაუჩნდეს."

მაგრამ შემდეგ, შოტლანდიელმა განაგრძო თავისი გუნდის ქება, რომელმაც უკვე დიდ წარმატებას მიაღწია. ფერგიმ თქვა:"ტიტული ერთი წლით გვაქვს მოგებული. ჩვენ დავიმსახურეთ ეს წარმატება, ჩვენ-საუკეთესო გუნდი ვართ ქვეყანაში. ბიჭები არ ნებდებოდნენ და მთელი სეზონის მანძილზე თავდაუდებლად შრომობდნენ. მათთვის ძალიან საწყენი იყო, როდესაც გასულ სეზონში ტიტული "არსენალს" დაუთმეს. ისინი ამას არ იმსახურებდნენ, მაგრამ ძალები მოიკრიბეს და შეძლეს ჩვენი დამარცხება. მე ვიცი, რომ ზოგი მათ ღმერთებად მიიჩნეს, მაგრამ ვფიქრობ, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან."

შემდეგ ინგლისის თასის ფინალი "ნიუკასლის" წინააღმდეგ "უემბლიზე". "წითელი ეშმაკები" ფინალში გიგზის წყალობით გავიდნენ, რომელმაც საოცარი გოლი გაიტანა "არსენალის" კარში. იმ ჯადოსნურ გოლს თვით გიგზი აღწერს ასე:"ჩემი საუკეთესო გოლი კარიერაში, მინდა, რომ ხალხმა ამ გოლით დამიმახსოვროს." ფერგიმ კი, ამ გოლზე თქვა, რომ ხალხი მას დაიმახსოვრებს, როგორც საუკეთესო გოლი ისტორიაში.



ფერგიმ თქვა:"ეს შეუდარებელი იყო, უბრალოდ წარმოუდგენელი გოლი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება. არანაირი პრეტენზია არა გვაქვს იმისა, თუ რატომ გააძევეს მოედნიდან როი კინი. ფეხბურთელები საკუთარ თავს არ იზოგავდნენ, იმისათვის რომ წარმატებას მიეღწიათ."



22 მაის "უემბლიზე'' თამაში შედარებით წყნარი გამოდგა. "ნიუკასლმა" უბრალოდ ვერ შეძლო საკუთარი თამაშის ჩვენება. გუნდმა სეზონი მეცამეტე ადგილზე დაასრულა, ამიტომ მათი იმედი მხოლოდ მწვრთნელი რუდ გილიტი იყო, მაგრამ ვერც მან შეძლო მაგათი გადარჩენა. ფინალის დღეს, მე ველაპარაკე "მილანისა" და ჰოლანდიის ყოფილ ლეგენდას და რუდმა მითხრა, რომ იგი დარწმუნებული იყო თავის გუნდში. მას არაჩვეულებრივი განწყობა ჰქონდა, როგორც გუნდის წამყვან ფეხბურთელს ალან შირერს-ერთადერთი, რომლისიც ეშინოდა ფერგის იმ საღამოს. "ნიუკასლმა" იმედები გაუცრუა თავიანთ გულშემატკივრებს, რომლებიც თან მოყვენ თავიანთ გუნდს "უემბლიზე". თამაში "იუნაიტედს" მიყავდა, ტრიბუნებზე კი, მათი გულშემატკივრები ბობოქრობდნენ. შეხვედრა "წითლების'' სასარგებლოდ დასრულდა (გოლები გაიტანეს სქოულზმა და შერინგემმა).

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)



შემდეგ ფერგიმ, როდესაც მისმა გუნდმა წრე დაურტყა მოედანს თასით ხელში, სიამაყით თქვა:"ეს პანტასტიურია-სამი გამარჯვება თასზე 6 წლის მანძილზე. ბიჭები შეუდარებლები იყვნენ. წარმოუდგენელი სეზონი იყო, ფეხბურთელებმა კი შეუძლებელი შეძლეს!" მან ასევე თქვა, რომ მატჩის წამყვანი ფეხბურთელები შერინგემი, ბექჰემი და გიგზი იყვნენ. შოტლანდიელმა განაგრძო:"ჩვენ შევეცადეთ ტაკტიკა შეგვეცვალა, მას შემდეგ რაც კინმა ტრავმა მიიღო, მაგრამ ტედი შერინგემი შეუდარებელი იყო-ბევრს მოძრაობდა და წარმატებულად დაასრულა შეხვედრა. ახლა კი, უნდა ვიფიქროთ ევროპაზე."




გუნდი "უემბლიდან" ბიშემში-აბიში გადაბარგდა, იმისათვის რომ ყველაზე მთავარ მატჩისათვის მომზადებულიყო. ისინი თვალს ადევნებდნენ "ბავარიის" ჩანაწერებს და იმუშავებდნენ ახალ ტაკტიკას. სანამ გავაანალიზებთ ფერგიუსონის ყველაზე გრანდიოზულ საღამოს, მოდით გავიხსენოთ, თუ რა გზა გაიარა "იუნაიტედმა" სანამ ფინალამდე მოვიდოდა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, "წითელ ეშმაკებს" მილანის "ინტერთან" მოუწია თამაში.

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)


1999 წლის 3 მარტს "ოლდ ტრაფორდზე" "ეშმაკებმა" დაამარცხეს იტალიელები ანგარიშით 2:0. ორივე გოლი დუაიტ იორკმა გაიტანა, ერთი კვირის შემდეგ კი, გუნდებმა 1-1 ითამაშეს. შემდეგ, 'იუნაიტედს" კიდევ ერთი იტალიური გუნდი ელოდებოდა-"იუვენტუსი". პირველი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" დასრულდა ფრედ 1-1. ორი კვირის შემდეგ, გაიმართა საპასუხო შეხვედრა, რომელიც შეუდარებელი აღმოჩნდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში. "იუვენტუსმა" უკვე მე-11 წუთზე მეორე გოლი გაიტანა. "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა, ლამის იყო ეჭვი შეეპარათ საკუთარ გუნდში, როდესაც როი კინმა სტადიონ "დელე ალპიზე'' ნამდვილი კაპიტნობა გამოიჩინა. 25-ე წუთზე, ბექჰემის მიერ ჩაწუდებული ბურთი კინმა თაური დარტყმით გაიტანა გოლი. რვა წუთის შემდეგ, პანიკა გაჩნდა მოედანზე, როდესაც უხეში თამაშით კინმა ყვითელი ბარათი მიიღო. ამის გამო, როი ტოვებდა ფინალურ შეხვედრას, თუ გუნდი შეძლებდა იქ გასვლას, რა საკვირველია. ამის გამო, კინი სჯიდა საკუთარ თავს ჩადენილი საქციელის გამო. იგი ნანობდა, რომ ვერ შეძლებდა მონაწილეობის მიღებას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში.ორი წუთის შემდეგ, "იუნაიტედმა" აჩვენა ყველას, რომ მათი ჩამოწერა არ შეიძლება. იორკმა ანგარიში გაათანაბრა და გასვლაზე გატანილი გოლების ხარჯზე, გუნდი ფინალში გადიოდა. მაგრამ ექვსი წუთით ადრე მატჩის დასრულებამდე მოხდა საოცრება, ენდი კოულმა მესამე გოლი გაიტანა იტალიელების კარში და ამით ას პროცენტიანი ბილეთი აჩუქა "წითლებს" ფინალში მოსახვედრად.



გახარებული ფერგიუსონი, სიხარულისაგან ყველა თავის ფეხბურთელს ჩაეხუტა. რამოდენიმე დღის შემდეგ, მან თქვა, რომ მათ არაჩვეულებრივი შანსი აქვთ ფინალის მოსაგებათ, მაგრამ "ბავარია" უდიდესი გუნდია, რომელსაც სათავეში უდიდესი მწვრთნელი უდგას. "იუნაიტედი" და "ბავარია" უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე და ორივე მათი შეხვედრა ფრედ დასრულდა. "ჩემი აზრით, მიუნჰენში ჩვენ უკეთ ვითამაშეთ. "ოლდ ტრაფორდზე' თამაში თანაბარი იყო, ბავარია უფრო გამოცდილი ჩანდა, ვიდრე ჩვენ. იმედი მაქვს, ჩვენი თამაში უფრო გამოსწორდა და შევძლებთ მათ დამარცხებას. მთავარ საშიშროებად ბოსი ნახევარ მცველ ლოტარ მატეუს და შტეფან ეფენბერგს მიიჩნევდა. მან თქვა:"ბავარიის წამყვანი ფეხბურთელები მატეუსი და ეფენბერია და ამიტომ, ჩვენ ვეცდებით დიდი ყურადღება მივაქციოთ მათ მოედანზე. 15 წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი სრულდებოდა ან 1-0 ან კიდევ პენლების სერიით. იმედი მაქვს, რომ მანჩესტერ იუნაიტედი და ბავარია შეძლებენ ამ ტრადიციის დარღვევას."
90 წუთის განმავლობაში თამაშში არაფერი საინტერესო არ მომხდარა, თუმცა შემდეგ "წითლებმა" აჩვენეს ნამდვილი ინგლისური ხასიათი. მოდით ვიყოთ სამართლიანები, ამ შეხვედრაში ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა, მაგრამ ეშმაკმაც დალახვროს, მთავარი ხომ ანგარიშია! გუნდმა საოცრების ჩადენა სქოულზისა და კინის გარეშე შეძლო.

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)


ეს გამარჯვება ნიშნავდა იმას, რომ "იუნაიტედი" გახდა მეოთხე გუნდი მსოფლიოში, რომელმაც მოიგო შიდა ჩემპიონატი, ინგლისის თასი და ყველაზე მთავარი-ჩემპიონთა ლიგა. 1998/99 წლის სეზონში "იუნაიტედმა" მოიპოვა 36 გამარჯვება, 22 ფრე და დამარცხდა მხოლოდ 4-ჯერ. გაიტანეს 128 გოლი და გაუშვეს 60. "მანჩესტერი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა კვალიფიკაციური ეტაპიდან. პეტერ შმეიჰელი, რომელმაც ბოლო შეხვედრა ჩაატარა "იუნაიტედის" მაისურში, თავისი ემოცია ასე გამოხატა:"ეს ჩემთვის ფანტასტიური დასასრულია. სანამ განვაცხადებდი, რომ სეზონის ბოლოს ვტოვებდი "იუნაიტედს", მე დავპირდი გულშემატკივრებს, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ გუნდს წელიწადი წარმატებულად დაესრულებია. წარმოუდგენელია იყო ისეთი გუნდის ნაწილი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია." მატჩის შემდეგ, ფეხბურთელები თავიანთ სასტუმროში დაბრუნდნენ, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ გამარჯვებას. რა საკვირველია, ისინი ამას იმსახურებდნენ! მაგრამ, ფერგიმ უარი თქვა გამარჯვების აღნიშვნაზე, რადგან ის ისეთი ადამიანია, რომელმაც იცის, სად როგორ უნდა მოიქცეს. რა თქმა უნდა, მან იცოდა რომ ამ გამარჯვებით იგი მსოფლიოს საუკეთესო ვარსკვლავი გახდა, მაგრამ მან თავისი საქმე გააკეთა, დანარჩენი კი წარსულს ჩაბარდა. ამის გარდა, მას თავი ფხიზლად უნდა ეჭირა, რადგან რამოდენიმე კვირის შემდეგ შეხვედრა ჰქონდა დანიშნული დედოფალთან.

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)


12 ივნის, ბიჭუნა ჰოვანადან იქნა შერაცხული რაინდათ ბუკინგემის სასახლეში. იგი გახდა მესამე მწვრთნელი ბრიტანეთში, რომელიც სერის წოდებას ატარებს. დაჯილდოებაზე იგი თავის ცოლთან ერთად მოვიდა. ეს ჯილდო ფერგიუსონისათვის მესამეა, რადგან აქამდე მას 1993 წელს უწოდეს ბრიტანეთის იმპერიის ოფიცერი, 1995 წელს კი ბრიტანეთის იმპერიის "კომანდირი". ფერგიმ თქვა:"მე მოხარული და ბედნიერი ვარ. მე, ამ ჯილდოს ჩემს ახლობლებს ვუძღვნი, რომლებიც მთელი ამ გზის მანძილზე ჩემთან ერთად იყვნენ. ჩემი მშობლები რომ ცოცხალი ყოფილიყვნენ ნამდვილად იამაყებდნენ ჩემით. ეს ჯილდო მარტო მე არ მეკუთნის, ეკუთნის ასევე ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი გულით ქომაგობდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს. პირველ რიგში, მინდა მადლობა მოვუხადო ჩემს მეუღლეს, კეტის. მან ყველაზე კარგად იცის, თუ რა რთული სამუშაო მქონდა."

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)


გულშემატკივრებმა ეს ჯილდო სხვადასხვანაირად შეაფასეს. ლი ლი ჯოდკისმა განუცხადა ბიბისი-ს:"ჩვენ, ყველანი მოხარული ვართ. ალექს ფერგიუსონი იმსახურებდა ამას, რადგან მან ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა "მანჩესტერისათვის" და მისი ტოლი მწვრთნელი დღეს არამგონია რომელიმე ქვეყანაში იმყოფებოდეს."

ფერგი კმაყოფილი იყო, იმით თუ როგორ აქებდნენ მას გულშემატკივრები. მაგრამ მან ეს ყველაფერი თავიდან ამოიგდო და თასავლეთისაკენ გასწია, იმისათვის რომ ეფიქრა, როგორ შეენარჩუნებია "იუნაიტედს" ადგილი წარმატების მწვერვალზე. ზუსტად ეს არის მისი საიდუმლო. არ მიცე უფლება წარმატებას დაგიბრმაოს თვალები.

სერ ალექს ფერგიუსონი. ბიოგრაფია უდიდეს მწვრთნელზე (თავი მე-6)


ახლა ფერგიუსონს წინ ახალი ამოცანა ედგა. გასულ სეზონში ფეხბურთელების მოტივირება მარტივი იყო, მაგრამ წელს ისინი მსოფლიოს ვარსკვლავები არიან და ღმერთმა იცის, თუ რა ტრიალებს მათ თავებში!

გაგრძელება იქნება...
ბიოგრაფიები
21 კომენტარი
№21
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 07:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
კაი სიახლე სგ ავტორრ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top