თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2019, 13:19
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2792,
კომენტარები: 26
"მანჩესტერ იუნაიტედი" ტიტულისთვის მომავალ წელს ვერ იბრძოლებს"
მარტინ ედვარდსის განცხადებით, გულშემატკივარს მოთმინება მართებს.
მარტინ ედვარდსი დიდი ხანია "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს, მაგრამ ფიქრობს, რომ ძველი დიდებული დღეების დაბრუნებას დიდი დრო დასჭირდება.

"არ მგონია, რომ მათ ტიტულისთვის იბრძოლონ მომავალ წელს. გუნდი მთლიანად გადასაწყობია და ამას დრო დასჭირდება. ვფიქრობ, მათ კონკრეტული ფეხბურთელები სჭირდებათ და "იუნაიტედის" გულშემატკივრები ამას გაგებით მოეკიდებიან და მოთმინებით დაელოდებიან ძველი დიდების დაბრუნებას."

"ისიც ვიცი, რომ არც ოლე დაკარგავს კონტროლს, რადგან ის ჩვენიანია და მასში მანჩესტერული სისხლი ჩქეფს."

"ის ჩვენი ფეხბურთელი იყო, პოპულარულია, ესმის კლუბის და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ენთუზიაზმითაა შეპყრობილი."

"დარწმუნებული ვარ, რომ ის შესაბამის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას მიიღებს და ვიმედოვნებ, რომ მენეჯმენტიც გვერდში დაუდგება."

"ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა, თუმცა ოლემ ყველაფერი შეცვალა. მას დრო სჭირდება, მას რთული საქმე აქვს თავის თავზე აღებული და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს შეძლებს. მას უბრალოდ მხარდაჭერა და ნდობა სჭირდება."


წყარო: Goal.com
ინტერვიუები
26 კომენტარი
№21
ავტორი: stepno
8 მაი 2019 09:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლივერპულმა უნდა ვაღიარო რომ გამაოცაა და ნაბიჭვრები გამოთიშეს ლიგიდან :)))
0
№22
ავტორი: JuanMata
8 მაი 2019 12:04
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana


ფეხბურთს იგებს ისე ვინც დარბის, შეხედავ ლივერპულის თამაშს და ვერც ერთ ფეხბურთელზე ვერ იტყვი, ბოლომდე არ იხარჯებაო, ზოგჯერ კლასი არ ყოფნით, ზოგჯერ ტვინი, მაგრამ ბევრს შრომობენ ძალიან და ნებისმიერ საქმეში შრომას მოაქვს შედეგი და არა შენს პოტენციურ და ფანტომურ ნიჭს.

არც პირველ თამაშში უთამაშია ბარსას 3-0-ზე და მეორეში მითუმეტეს, ეს შეხვედრა, როგორც არ უნდა დასრულებულიყო, ფაქტია ლივერპულმა იბრძოლა ბოლომდე, რაც ჩვენი ფეხბურთელებისთვის უცხო ხილია საერთოდ.

ყოველი სეზონია ბოლოს იმედიანად ვუყურებ ახლის დასაწყისს, ველოდები ცვლილებებს და რაღაც წინსვლას, მაგრამ წელს ძალიან უპერსპექტივოდ გამოიყურება მანჩესტერის შანსები. ტრანსფერებზე სულ უფრო და უფრო ცუდი სიახლეები ვრცელდება, სულშერის იმედი საერთოდ არ მაქვს, ვერ ვხედავ რის ხარჯზე ვაპირეთ გაძლიერებას.

P.S. ძალიან მიხარია, რომ ეს პრაგმატული, ანტი ფეხბურთის მოყვარული მწვრთნელები პანტაპუნტით ვარდებიან. იმედია ვალვერდეს გააგდებენ ბარსადან.
0
№23
ავტორი: Lalana
8 მაი 2019 16:17
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
JuanMata

გეთანხმები თუთოეულ წინადადებაში.ვერ ვიტყვით რომ ლოვერპულს განსაკუთრებული შემადგენლობა ყავთ,თითოეული რომ ცალ-ცალკე ავიღოთ ნამდვილად არ არიან ზე დონის,მაგრამ გუნდურად ძალიან კარგად გამოიყურებიან.იმის და მიუხედავად რომ ცოტა ხნის წინ ნიუკასლთან იბრძოლეს და ბოლომდე დაიხარჯნენ,გამოვიდნენ ამ თამაში და თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში პრესინგს ეთამაშებოდნენ ბარსელონას.წარმოიდგინე როგორ ფიზიკურ კონდიციებში არიან რომ ამას აკეთებენ.გუშინ ისეთი შემადგენლობით იყვნენ გასულები ვიფიქრე აქაც ვერაფერს იზამენ-თქო,მაგრამ სრულიად სხვა სცენარით განვითარდა სიტვაცია.წესიერად სკამიდან შეტევასაც ვერ გააძლიერებდა.ეს იმის მაგალითი უნდა იყოს რომ არაა საჭირო გუნდი მხოლოდ ვარსკვლავებით გაავსო,რომც გაავსო ეს იმის გარანტი არ არის რომ შედეგს მოგცემს.მთავარია სწორი მიდგომები,სწორი ტაქტიკის შერჩევა იქიდან გამომდინარე როგორი ხალხი გყავს და რაც მთავარია ფიზიკურად მომზადება ისე რომ 25 წუთში არ იღლებოდნენ.ჩვენ ახლა გაურკვეველ სტადიაში ვართ,არ ვიმყოფებით ჩემპიონთა ლიგაზე,არც სახელოვანი მწვრთნელი გვყავს რომელიც დაითანხმებდა ამ გუნდში გადმოსასვლეად ფეხბურთელებს,არ ვიცი ამ ზაფხულს რა მოხდება,მაგრამ ფეხბურთელების შეცვლის მიუხედავად თუ სულშერმა ნებისმიერ ძლიერ მეტოქესთან ისევ ხუთი მცველით ითამაშა და ისევ შეშინებულები გავლენ მოედანზე არც არაფერი შეიცვლება.გუშინ ბარსელონას ჰენდერსონმა,ფაბინომ და მილნერმა დაუჭირეს ბურთი და ვერავინ დამაჯერებს რომ ჩვენი ცენტრი რაიმე კლასით ნაკლები იყოს მაგათზე,მაგრამ არა,აქ ჩვენთან ამ თემაზე არ მუშაობენ თორემ შედეგიც იქნებოდა.მე ვფიქრობ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა თავის დროზე პოჩეტინო დაეყოლიებინათ და ის მაინც გვეცოდინებოდა რომ სწორად განვითარდებოდა გუნდი იმის და მიუხედავად როგორი ტრანსფერები გაკეთდებოდა.
0
№24
ავტორი: bziki
8 მაი 2019 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
JuanMata,Lalana
ეგრეა ეგრე დღეს სირბილს ბევრად მეტი შედეგი მოაქვს ვიდრე კლასს და აკადემიურ სტილს.

მარა ჩვენი პრობლემა დღეს ბევრად ღრმაა ძალიან დიდი სამუშაოა გასატარებელი და ოლე რამდენად გაქაჩავს ეგაა საქმე
სარის ჩელსში თუ ენდობიან ბოლომდე და აცადეს წინსვლას შეატყობს გუნდს იმიტო რო იცის რა უნდა როგორ განვითარდეს რა სტილი აქ და როგორ უყურებს ფეხბურთს ზოგადად,იგივე გვარდიოლა,იგივე კლოპი თუ პოჩეტინო ეს აკადემიური სტილის ძველი ყაიდის ფეხბურთი დამთავრდა აგერ მესი ვეღარ იგებს კლასით

ბარსას პრობლემა და ჩვენი პრობლემა ვაბშე სხვა და სხვაა ნეტა ეგეთი პრობლემები გვქონდეს,ისინი სიამოვნებისთვის თამაშობდნენ აქამდე, ბოლომდეც იხარჯებოდნენ და გუნდიდან გაქცევაზეც არავინ იყურება,უბრალოდ ტრენერის ამბავია რაღაც შარჩოებში მოაქცია ყველა მესის გარდა პრაგმატიზმი შეიტანა,მეორე-მესამე გოლების მერე გაჩერდნენ თორე პირველ ტაიმში საკმაოდ მოძრაობდნენ მოტივაცია არ აქვთო ვერ იტყოდი.
ჩვენთან ყველანაირი პრობლემაა ყველანაირი:მენტალური,ფსიქოლოგიური როცა იცი რო მეტი შეგიძლია და ტრენერი არ გაძლევს საშვალებას შეზღუდვებით,არასწორი კადრები სხვა და სხვა ტრენერის მოყვანილი, უმეტესობას ხასიათის პრობლემა აქვთ მაგ პრობლემას ვერავინ ვერ გამოასწორებს ეგ თანდაყოლილია ჟილკა ან გაქ ან არა,შეილება ერთი თამაშისთვის განეწყონ მარა მხოლოდ ერთი თამაშისთვის.
ჩვენ ეხლა ზუსტად ლივერპულის დღეში ვართ მაგდენი წელი ტრენერი ვერ იშოვეს ვისაც ბოლომდე ენდობოდნენ პატარა განათებები ბევრს ქონდა მარა სრული ნდობა ვერავინ მოიპოვა შეფობის კლოპის გარდა.პატარა განათებებისთვის ყოველ წელს 300 მილიონს არავინ გამოუყოფს არავის
0
№25
ავტორი: Dato kutaisi
8 მაი 2019 20:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
როდემდე უნდა ვუყუროთ სხვებს და გვშურდეს ნეტა ა?თუ როდესმე ყველაზე კარგი მომენტი იყო რეფორმებისთვის ზუსტად ახლაა ეს დრო.მთავარია სწორო დასკვნების გამოტანა წარსულოს შეფასება და დასკვნების გამოტანა.ამის მიხედვით უნდა დაისახონ მიზნად საით მივდივართ და რა საშუალებები გვჭირდება ამისთვის.ოლემ რო გასცხო თავიდან მოგებები მაშინ შვილებს ვფიცავ ვფიქრობდი მემგონი ჯობია შედეგები ნელნელა მოვიდეს და არა ერთად მიყრილი რო მერე მიწაზე დავენარცხოთთქო და ახლა შიშები.დაშალონ გუნდი და თუ ყავთ ვინმე აკადემიაში დააწინაურონ თუ არადა მუშა თავდადებული ფეხბურთელები მოიყვანონ.10ეულს მიღმა დარჩენილი გუნდების ფეხბურთელები რომ თავს იკლავენ და ეს მილიონერი ნაგვები დასეირნობენ მოდი და არ დააბრალო უმეტესად ფეხბურთელებს
0
№26
10 მაი 2019 11:30
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ასე ერთიანად ვერ მოხდება განვითარება. მომავალ წელს ევროპა ლიგა უნდა დაიდოს და მე-3 ადგილი... აი, უკვე შემდგომ კი, პრეტენზიები უნდა გვქონდეს ჩემპ ლიგაზეც და პრემიერლიგაზეც.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top