თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2019, 17:45
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2053,
კომენტარები: 22
პოგბამ მადრიდელებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
ცნობილი სპორტული გამოცემის ცნობით, ფრანგი ზაფხულში "რეალში" იასპარეზებს.
პოგბამ მადრიდელებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი შემტევი ნახევარმცველი პოლ პოგბა კარიერას, ზინედინ ზიდანის "რეალში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას AS ავრცელებს. როგორც ჩანს, 26 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ზემოხსენებული წყარო ასევე წერს, რომ პოგბამ სამეფო კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ცნობილია მისი წლიური ანაზღაურების ოდენობაც.

ფრანგი "მადრიდში" წლიური ანზღაურების სახით 12 მილიონ ევროს მიირებს. ამ ეტაპზე უცნობია ის სატრანსფერო თანხა რომელსაც ფლორენტინო პერესი, გლეიზერების კლუბს გადაუხდის.

მიმდინარე სეზონში, პოლ პოგბა "წითელი ეშმაკების" რიგებში ყველაზე შედეგიან ფეხბურთელად ითვლება, მის ანგარიშზე 44 ჩატარებულ შეხვედრაში 16 გოლი და 11 საგოლე გადაცემა ირიცხება.
ჭორები
22 კომენტარი
№21
ავტორი: Mtiulo
28 აპრილი 2019 01:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
წავიდეს მოშორდეს.აარაა ეგ ლოდერი გუნდის და ვერ გახდება ვერასდროს.მე იმენა არ მევასება მაგრად.დიდი არაფერი არ არის.ეგნფეხბურთელი კი არა მოდელი უნდა იყოს.
ტიპს გონია რო საუკეთესოა მაგრამ არ არარის ეგრე.მარსიალიც უნდა მიაყოლონ უკან.
0
№22
ავტორი: Dato kutaisi
28 აპრილი 2019 14:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: Mtiulo
წავიდეს მოშორდეს.აარაა ეგ ლოდერი გუნდის და ვერ გახდება ვერასდროს.მე იმენა არ მევასება მაგრად.დიდი არაფერი არ არის.ეგნფეხბურთელი კი არა მოდელი უნდა იყოს.
ტიპს გონია რო საუკეთესოა მაგრამ არ არარის ეგრე.მარსიალიც უნდა მიაყოლონ უკან.

კარგი ვთქვათ ჩვენ შეიძლება ვიყოთ ტენდენციურები შეფასებოსას რომ ჩვენია და მაგარია და ასე.მაგრამ ვისაც კი ვიცნობ სხვა გუნდების ძალზედ სტაჟიან გულშემატკივრებს და ფეხბურთის ძალიან კარგ მცოდნეებს,აი ყველა ამბობს რა ფეხბურთელია პოგბა უბრალოდ ვერ გავიგეთო.ბეიტრალური პოზიციიდან თუ შევხედავთ პროსტა რა სტილისაა და რა უნდა უბრალოდ ვერ დაამუღამებ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top