თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2019, 12:32
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2016,
კომენტარები: 21
"წითელი ეშმაკების" ახალი ინტერესი
სოლსკიაერი მცველს გერმანიაში ეძებს.
"იუნაიტედის" ერთ ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი საზრუნავი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ცენტრალური მცველის შეძენა იქნება, მცველის რომელიც გუნდის რიგებს შესამჩნევად გააძლიერებს.

"წითლების" მენეჯერის ოლე გუნარ სოლსკიაერის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებით, კლუბის სკაუტები, "იუნაიტედის" დონის ფეხბურთელებს, მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ.

ამჯერად ინტერესი გერმანულ ბუნდესლიგაზე შეჩერდა. როგორც ჩანს, ნორვეგიელი სპეციალისტი, მიუნჰენის "ბაიერნის" ახალგაზრდა გერმანელი უკანახაზელით ნიკლას ზულეთი ინტერესდება. 23 წლის ცენტრალური მცველი ნელნელა იმკვიდრებს "რეკორდმაისტერის" რიგებში ძირითად ადგილს.

Sport1-ი ასევე წერს, რომ ნიკო კოვაჩის გუნდი არ შეეწინააღმდეგება ტრანსფერს იმ შემთხვევაში თუ მათ ინგლისელები, ფხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გადაუხდიან, "ნისლიანი ალბიონიდან" შეთავაზება უკვე გაკეთებულია.


როგორ შეაფასებდით ზულეს შესაძლო ტრანსფერს "იუნაიტედში"?

დადებითად
უარყოფითად

ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Vakho-Manutd
22 აპრილი 2019 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ცოტა სხარტი მცველი გვინდა, ამას მგონი გაუჭირდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top