თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2013, 18:51
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2256,
კომენტარები: 22
მარკ ლავრენსონი: "პერსი უკეთესია, ვიდრე ბეილი და სუარესი"
მარკ ლავრენსონმა დაასახელა 3 მოთამაშე რომლის თამაშიც მოსწონს პრემიერ ლიგაში. სიაში მოხვდნენ ბეილი და სუარესი თუმცა მისი თქმით, რობინ ვან პერსი მათზე მაღლა დგას.
მარკ ლავრენსონი:
მარკ ლავრენსონმა დაასახელა 3 მოთამაშე რომლის თამაშიც მოსწონს პრემიერ ლიგაში. სიაში მოხვდნენ ბეილი და სუარესი თუმცა მისი თქმით, რობინ ვან პერსი მათზე მაღლა დგას.

ვან პერსი "იუნაიტედში" ამ ზაფხულს გადაბარგდა და ისევ კარგი თამაშის ჩვენება განაგრძო, რაც მის კლასზე მიანიშნებს.

თავდასხმელმა სულ 23 გოლი გაიტანა ყველა ჩემპიონატზე, ჰოლანდიელი ძალიან ეხმარება "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ტიტულის დაცვაში. ლავრენსონმა დასძინა, რომ იგი საუკეთესოა მთელს ინგლისში.

"სამი საუკეთესო მოთამაშე ამ სეზონში ჩემთვის არიან: რობინ ვან პერსი, ლუის სუარესი და გარეთ ბეილი".

"ბეილი ძალიან კარგად თამაშობს ამ სეზონში, სუარესმაც კარგად განაგრძო სვლა და ახალი როლიც კარგად მოირგო სტარიჯთან ერთად".

"მაგრამ რობინ ვან პერსი სხვა კლასია. ჰოლანდიელი ამ სეზონის დაწყებამდე დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, მიუხედავად ამისა მან კარგი თამაშის ჩვენება შეძლო".


"იუანიტედი" მის მთავარ მეტოქეს "სიტის" 12 ქულით უსწრებს, აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ ღამით "ეშმაკები" ინგლისის თასის მეოთხედ ფინალში გავიდნენ. სერ ალექსის გუნდს კარგი შანსები აქვს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლის, რადგან მათ "ბერნაბეუზე" ფრე ითამაშეს.

რობინ ვან პერსიმ ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა, თუ გადავხედავთ წარსულში მის ტრამვებს, მისი ტრანსფერი შეიძლებოდა არ გამართლებულიყო. მაგრამ სერ ალექსმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

წყარო: www.ibtimes.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
22 კომენტარი
№21
ავტორი: Shako Jones
20 თებერვალი 2013 19:25
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
აბარააააააა love
0
№22
ავტორი: TrueRed
26 თებერვალი 2013 00:48
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
მართალია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top