თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2013, 15:27
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2283,
კომენტარები: 21
ნანი:"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ"
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა გარემარბმა განაცხადა,რომ გუშინდელი მატჩი "რედინგის" წინააღმდეგ მისთვის და ასევე გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ნანი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა გარემარბმა განაცხადა,რომ გუშინდელი მატჩი "რედინგის" წინააღმდეგ მისთვის და ასევე გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.ნანიმ ინტერვიუში აღიარა,რომ მას და ასევე გუნდს სურს მოიგოს FA Cup და ამისათვის წინ დიდი ბრძოლა ელოდებათ.შეგახსენებთ გუშინ FA Cup-ის მეხუთე რაუნდში "ოდლ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედმა" ხავიერ ერნანდესისა და ლუიშ ნანის გოლების წყალობით დაამარცხა "რედინგი" ანგარიშით 2:1.

"გუშინ ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება.სერ ალექს ფერგიუსონმა გვითხრა,რომ მას სურს ამ ტიტულის მოპოვება და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ტიტულის მოსაპოვებლად.გუშინ ჩვენ ბოლომდე ვითამაშეთ და ღირსეულად მოვიპოვეთ გამარჯვება,მაგრამ ყველაფერი ეს არ არის,წინ რთული მატჩები გველოდება და ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა სხვა მატჩებში გასამარჯვებლად." - განაცხადა ნანიმ.

"ჩემს მანჩესტერულ კარიერაში ბევრჯერ მქონია მძიმე ტრავმები მიღებული და სიმართლე გითხრათ დაზინების შემდეგ მოედანზე დაბრუნება ძალიან რთულია,მაგრამ ეხლა იმედს ვიტოვებ,რომ მიმდინარე სეზონში ტრავმები აღარ შემაწუხებს.ყოველთვის ვცდილობ საკუთარ თავს მივცე განვითარების საშუალება,ძალიან ბევრს ვარჯიშობ,რომ ყოველთვის ფორმაში ვიყო,რადგან მე არ ვიცი თუ როდის შემიყვანს მთავარი მწვრთნელი მოედანზე სათამაშოთ.დღევანდელი საღამო ჩემთვის და ასევე გუნდისათვის ძალიან კარგი გამოდგა,რადგან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.მე გავიტანე გოლი,რომელმაც ძალიან დიდი სტიმული მომცა,მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა წინ ურთულესი მატჩები გველოდება."

"ჩვენმა მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა.ვფიქრობ "რედინგის" წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია,რადგან ისინი ყოველთვის ბოლო წუთამდე ბრძოლობენ.ასევე მათ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელი,რომლებიც საფრთხეს წარმოადგნენ მეტოქის კარისათვის." - დაასრულა ნანიმ.

წყარო: Redevils.Ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Degea1
27 თებერვალი 2013 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
magaria nani
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top