თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2018, 22:48
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2133,
კომენტარები: 26
"იუნაიტედი" მოლაპარაკებებს იტალიელ მწვრთნელთან იწყებს
"წითელი ეშმაკები" მთავარ მწვრთნელს იტალიაში ეძებენ.
ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ, "წითელი ეშმაკები", სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილმა შეგირდმა და წარსულში "იუნაიტედის" ერთ - ერთმა ლეგენდამ - ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჩაიბარა.

ოლემ სამწვრთნელო კარიერა "წითლების" სარეზერვო გუნდში დაიწყო. შემდგომ ამისა ნორვეგიულ "მიოლდეში" გაგრძელდა მისი მოღვაწეობა. თუმცა, აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, "წითელ ეშმაკებს" სიმშვიდის უფლება არ აქვთ, რადგან სოლსკიაერს კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლომდე აქვს, ხოლო ამის შემდგომ გუნდი ახალ თავკაცმა უნდა ჩაიბაროს.

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ უახლეს ცნობას, რომელიც იტალიურმა გამოცემამ Corriere dello Sport - მა გაავრცელა. ზემოახნიშნული წყაროს ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო ალეგრი, შესძლოა გულშემატკივარმა "ოლდ ტრაფორდზე" იხილოს. ინგლისური კლუბის ბოსებმა მოლაპარაკებები დაიწყეს.

მასიმილიანოს ტურინულ გრანდთან კონტრაქტი 2020 წელს ეწურება.

წყარო: euro-football
ახალი ამბები
26 კომენტარი
№21
ავტორი: dybbuk
21 დეკემბერი 2018 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Lalana
ციტატა: dybbuk
ციტატა: Lalana

რატომ არიან კონტე ან სიმეონე ალეგრიზე მაღალი დონის მწვრთნელები?

ატლეტიკო ის რაც დღეს არის თავიდან ბოლომდე სიმეონეს დამსახურებაა,გუნდი რომელიც საერთოდ არაფერს წარმოადგენდა მაქამდე დღეს ერთ-ერთი ყველაზე ამგარიშ გასაწევი გუნდია.იმ იუვეში კიდევ სადაც ახლა ალეგრია საფუძველი კონტემ ჩაუყარა,არ ვბობ რომ ცუდი მწვრთნელია,მაგრამ გადახედეთ ალეგრის დაპირისპირება მაღალი დონის მწვრთნელებთან,ვინ გამოდიოდა გამარჯვებული მაგასაც ვნახავთ და შემდეგ გადახედეთ ამ მწვრთნელების დაპირისპირება იმავე დონის მწვრთნელებთან და მივხვდებით განსხვავებას.ჭაობში ჩავარდნილი იუვე კონტემ ამოიყვანა,ფეხზეც დააყენა და მშვენიერი გუნდი დაუტოვა უკვე ალეგრის.

ეგ თუ შენი პირადი შეხედულებაა და გირჩევნია სხვა თემაა, მაგრამ ესე გადაჭრით იმის თქმა რომ ორივე ჯობია ალეგრის გადაჭარბებულია. ალეგრიმ მილანში მაგრად იმუშავა, დაჟე იუვეს რომ არ წაეყვანა დღეს მილანი აბსოლუტურად სხვა ლეველზე იქნებოდა. ანდა კაცმა 2 ლიგის ფინალი ითამაშა, სტაბილურად ფავორიტად ითვლება ამ ტურნირის და ძაან ძლიერი ტაქტიკოსია(მიუხედავად იმისა გვესიმპატიურება მე ან შენ თუ არა მისი სტილი), ნუ სერია აზე აღარაფერს ვამბობ, სიმეონესთან კიდე მოჟნა შეადარო და რამე, მაგრამ აი კონტეს 10 თავით ჯობია, მილანში ფინანსები არ ქონდა თორე ესეც დააყენებდა გუნდს ისევე როგორც კონტე, მაგრამ იმის თქმა რო კონტემ აუწყო დაუტოვა გუნდი და მსგავსი რეპლიკები ალეგრის მიმართ ცოტა უსამართლო მგონია. გემოვნება ერთია, მაგრამ კონტე და სიმეონე ობიექტურად რომ ვთქვათ არაფრით არ ჯობნიან ალეგრის, ჯობნიან კიარა თუ უკეთესი არაა მინიმუმ კონტეზე მაინც. ჰო და კიდევ, ვინ მაღალი დონის მწვრთნელებზე გაქვს საუბარი, კონტემ ჩაუდოო და ალეგრი იხმარესო რომ ამბობ ძაან მაინტერესებს, იქნებ გამახსენო. კაცმა წლებია უკვე ერთერთი ლიგის ფავორიტი გუნდი ჩამოაყალიბა და იბრძვის ბოლომდე(სანამ მსაჯები არ ერევიან, ვარი ბევრ რამეს შეცვლის მაგ მხივ და ეხა ალბათ სხვა სამწვრთნელო ისტორია და ბიოგრაფიაც ექნებოდა რომ არა ჩაქირები და სხვები), მეტი რა უნდა ქნას ძაან მაინტერესებს, ჩემი აზრით ძმა დღეს ეს კაცი 3ში თუ არა 5ლში უდაოდ შედის მოქმედი ტრენერებიდან.
0
№22
ავტორი: Lalana
21 დეკემბერი 2018 19:00
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
dybbuk-მოდი იქიდან დავიწყოთ რომ კონტე როდესაც იუვეში მივიდა მაშინ მეშვიდე ადგილზე იყო გუნდი.პირველივე სეზონში სერია ა მოიგო.იყიდა მილანიდან პირლო,ასევე ვიდალი,ლიხშტაინერი,ასევ მან იყიდა პოლ პოგბა და აათამაშა ეგ ბიჭი.მან ჩამოაყალიბა კიელინისა და ბონუჩის ის დაცა რომელიც დღეს-დღეობით ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია.ასევე მან მიიყვანა კარლოს ტევესი.მან შეუქმნა ბირთვი ალეგრის რომ ამ გუნდს წარმატება მოეტანა.მან ჩაიბარა იტალიის ნაკრები,რომლიც 2014 წლის მსოფლიოზე ჯგუფში ჩარჩა და მიი მისვლის შემდეჰ ევროპის ჩემიონატზე მშვენივრად გამოვიდა,გავიდა პირველი ჯგუფიდან,გამოაგდო ესპანეთი და პენლებში დამარცხდა გერმანიასთან.წამოვიდა გუნდიდან და მსოფლიოზე ვერც კი გავიდნენ.მივიდა ჩელსიში,მოიგო პირველივე წელს პრემიერ ლიგა და მეორე წელს რომ არა ფეხბურთელებთან უთანხმება უფრო მეტსაც მიაღწევდა.ამიტომ ნამდვილად მაქს საბაბი ვთქვა რომ კონტე უკეთესი მწვრთნელია ვიდრე ალეგრი,მათ ტაქტიკასაც თუ შევადარებთ კონტე ნოვატორულია ალეგრისაგან განსხვავებით და რაც მთავარია პირადი სტატისტიკით აშკარად იჩაგრება კონტესთან.
0
№23
ავტორი: dybbuk
21 დეკემბერი 2018 19:15

სადაც კონტეს რეზიუმე დაწერე იქ ალეგრისიც დაგეწერა მაშინ, თუ რახან ამდენი ხანი იუვეშია და სხვაგან არ სცადა ჯერჯერობით ძალები მაგ კრიტერიუმით ჯობია კონტე?! საბაბი მეგობარო ზუსტადაც რომ არ გაქვს ესე გადაჭრით თქვა რომ ჯობიაო, თორე კიდევ ერთხელ ვამბობ შენი და ჩემი სიმპატიები თუ განსხვავდება ფეხბურთში ეგ ნორმალურიცაა და მაგაზე არც არავინ გედავება, გეტყობა რომ თვალს ადევნებ თან საკმაოდ ყურადღებით მსოფლიო ფეხბურთს და ამიტომ ალეგრის კარიერის განხილვას აღარ დავიწყებ, შენთვითონვე ახსენე კონტეს ჩავარდნები და 1 და ჩემი აზრით ძაან მნიშვნელოვანი რითაც ჯობია ალეგრი არის ის რომ ძალიამ სტაბილურია, რაც წარმატების გარანტიის საწინდარია, ასე რომ არავინ უკარგავს კონტეს მის მიღწევებს მაგრამ არც ალეგრის უნდა დაუკარგო რასაც მიაღწია და აკეთებს, გირჩევნია სხვაა და ჯობია სხვა
0
№24
ავტორი: Lalana
21 დეკემბერი 2018 22:14
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
dybbuk-კი იმაში ნამდვილად უნდა დაგეთანხმო რომ ჯობდა დამეწერა მირჩევნია-თქო,ასე უფრო სწორი ნათქვამი იქნებოდა.არ ვიცი კარიერის ბოლო ჟამს რომელი უფრო მაღალ საფეხურზე იქნება,მაგრამ ზუსტად ეს მრავალფეროვანი რეზიუმე ჯერ-ჯერებით ჩემი თვალსაზრისით უფრო წინ აყენებს,არ ვიცით მომავალაში რა იქნება,ვინ სად იქნება მაგრამ იმ მონაცემებით რომ კონტე იტალიაშიც წარმატებული იყო,ინგლისშიც მშვენიერი სეზონი ჩაატარა,ნაკრებშიც კარგად იმუშავა და თავისი ხედვით 3-4-3 სისტემა დანერგა ვფიქრობ ჩემთვის ანტონიო უფრო წინ არის,მაგრამ ჯერ არც ერთს მოუგია ჩემპიონთა ლიგა,ახლა კი ყველაზე კარგი შანსი აქვს ალეგრის რონალდოს დამატების შემდეგ.საერთო ჯამში სიმართლე რომ ვთქვა არც ერთის სტილი არ მომწონს,მაგრამ ნამდვილად კარგი ტაქტიკოსები არიან.ისე კი ალეგრისაც საკმაოდ ბევრი უსიამონება ჰქონდა გუნდში მაგრამ ხელმძღვანელობა ყოველთვის ალეგრის უჭერდა მხარს და ამიტომაც გაუშვეს ბონუჩიც,ალვეში და ისინი ვისთანაც უთანხმება ჰქონდა მაქამდე.
0
№25
ავტორი: dybbuk
21 დეკემბერი 2018 23:08

სტილი არც მე მომწონს, არც კონტესი, არც ალეგრის და მითუმეტეს სიმეონესი, თუმცა ჩვენი სუბიექტური სიმპატიები არანაირად არ აკნინებს მათ მიღწევებს, მაგრამ ჩვენთან არცერთის ნახვას არ ვისურვებდი, ისე წელს თუ ვერ მოიგო ლიგა ალბათ მერე წავა და ძალიან საინტერესოა ჩემთვის პირადად როგორ გაგრძელდება მისი კარიერა
0
№26
ავტორი: Lalana
22 დეკემბერი 2018 01:20
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
dybbuk-რა თქმა უნდა,ჩვენი შეხედულებები მათ მიღწევებს ვერ დააკნინებს,მთავარი ბოლოს ტიტულებია,რადგან წლების შემდეგ ხალხი მათ მოგებულ ტიტულებს გაიხსენებს.ისე კი მეც მაინტერესებს რას იზამს ალეგრი შემდეგში,სად წავა და როგორ აეწყობა მისი კარიერა.როგორც ვიცი ზაფხულში ყველა შემთხვევაში უშვებენ,ამიტომ ვფიქრობ წელს მთელ ძალებს ჩემპიონთა ლიგისკენ მიმართავს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top