თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2018, 01:36
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 4384,
კომენტარები: 34
ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი
პრინციპული ნორვეგიელის - პრინციპული სათამაშო სტილი.
ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი
შეგახსენებთ, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ ჟოზე მოურინიო დაითხოვა, სრულიად უსახური ბოლო მატჩის შემდეგ და გუნდს სეზონის ბოლომდე სათავეში ნორვეგიელი ულე გუნარ სოლსკიაერი ჩაუდგა.

სამწვრთნელო კარიერა

ულე გუნარ სოლსკიაერი "მიოლდეში" 2011 წელს დაინიშნა მთავარი მწვრთნელის ამპლუაში, მისთვის ეს იყო პირველი სერიოზული ე.წ ტაქტიკური ლაბორატორია თავისი ხედვების მზის შუქზე გამოსაჩენად. მანამდე მას უმუშავია "იუნაიტედის" აკადემიაში და ძალიან კარგად იცნობს როგორც პოლ პოგბას, ასევე ჯესი ლინგარდსაც. სოლსკიაერმა ძალიან მაგარი სტარტი აიღო "მიოლდეში" და გუნდს პირველი წელს გააჩემპიონა, ასევე ეს ტიტული 2012 წელსაც დაიცვა. ამის შემდგომ 2014 წელს, "მიოლდეში" ცუდათ წარიმართა საქმე და სოლსკიაერმა მიაშურა "კარდიფს" სადაც მას გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდი ანდეს, სამწუხაროდ ვერ მოახერხა კარგი მაჩვენებლების დაფიქსირება სექტემბერშივე გაანთავისუფლეს. ამის შემდგომ ის დაბრუნდა "მიოლდეში" 2016 წელს და გუნდი გაიყვანა 5 ადგილას, ხოლო 2017,18 სეზონში 2 ადგილზე, "რუსენბურგის" შემდგომ.


ტაქტიკური ანალიზი: ულე გუნარ სოლსკიაერის სტილი

სოლსკიაერი იყენებს ძალიან აგრესიულ და შემტევ სტილს 4-2-3-1 ფორმაციით, ხოლო გუნდი თავს 4-1-4-1 სისტემით იცავს. სოლსკიაერის აგრესიული სტილი შეტევის გამოიხატება გუნდის მოქმედებში შეტევითი ფაზის დროს, როდესაც ისინი ძალიან დალაგებულად და მიზანმიმართულად უტევენ, ხოლო ბურთის დაკარგვის შემთხვევაში ადგილზე ძალიან მაღალ პრესინგს თამაშობენ.

სოლსკიაერის მთავარი მოწოდება არის ის, რომ საკუთარმა გუნდმა დაასწროს ოპონენტს ასვლა და მაქსიმალურად შეუზღუდოს შეტევის წამოწყების თითოეული გზა, აითვისოს პერსპექტიული სივრცე და ჩაკეტოს ის. ამის ნათელი მაგალია გამარჯვება "რუსენბურგთან" სადაც სოლსკიაერმა ტაქტიკურად უბრალოდ შეჭამა მეტოქე გუნდი და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა, ასეთივე მენტალიტეტი აჩვენა გუნდმა "ზენიტის" წინააღმდეგ, სადაც მასპინძლებმა კი შეძლეს 4:3 გამარჯვება, მაგრამ რაც მაყურებლმა იხილა იყო სრული სიგიჟე, ვინაიდან ასეთ საფრთხეს "მიოლდესგან" არავინ ელოდა, შეტევით ანსპექტში უდავოთ კარგი ხედვით გამოირჩევა სოლსკიაერი და იცის თუ როგო უნდა ჩასცხოს მეტოქეს სუსტ წერტილში.

სოლსკიაერის გუნდი 90% მატჩებში იყენებს 4-2-3-1 და 4-4-2 სისტემას. მისი დაჟინებული მოთხოვნაა ძალიან მაღალი პრესინგის თამაში. მაგალისთვის შეგვიძლია ავიღოთ "მიოლდე" - "რუსენბურგის" მატჩი, სადაც მასპინძელთა შემტევი, მეტოქეს საჯარიმოდანვე აპრესინგებს.

ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი

ვინგერები ძალიან მაღალ პრესინგს თამაშოვენ "ზენიტთან" მატჩში, მიზანი კი არის შემდეგი, მეტოქემ ვერ შეძლოს ცენტრიდან შეტევის დაწყება და დაცვის ხაზმა იგრძნოს მუდმივი წნეხი.

ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი

ამ სურათში კი დაინახავთ სოლსკიაერის 4-4-2 თუ როგორ აჰყავთ მეტოქე გუნდის თითოეული ფეხბურთელი, როდესაც მეტოქე გუნდის მცველები ცდილობენ ბურთის გაკონტროლებას.

ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი

როდესაც ბურთი შეტევით ფაზაშია, ვხედავთ კიდევ ერთ ძალიან მაგარი ფაქტს, სოლსკიაერი გამოირჩევა ფეხბურთელებთან ძალიან მაგარი მუშაობით, რომელიც მოიცავს სწავლებას თუ რა მომენტში როგორ ან სად უნდა იყო... როგორც სტატიის ზედა ნაწილში ავღნიშეთ, სოლსკიაერს უყვარს სივრცეების მაქსიმალურად ჩაკეტვა, ეს სურათ კი ამის მკაფიო მაგალითია. ( ყვითელ ზოლში, "მიოლდეს" მარცხენა მცველი, მის წინ მარცხენა შემტევი ნახევარმცველი, ხოლო ბურთის უკან ცენტრალური ნახევარმცველი).

ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი

ასევე კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სურათი, სოლსკიაერის დაცვის ფორმაციიდან.

ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი

როდესაც სოლსკიაერი გუნდი სიღრმისეულად იცავს თავს 4-4-1-1 სისტემაზე გადაეწყობა, ვინაიდან მეტოქე გუნდს უზღუდავს შეტევის განვითარების ყველა პერსპექტივას, რაც საშუალებას აძლევთ ბურთის მარტივად მოპარვის და სწრაფი კონტრშეტევის წამოწყების.

ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი

სოლსკიაერი ეს სტილი მზე და მთვარესავით განსხვავდება ჟოზე მოურინიოს სტილსიგან, ნორვეგიელს სურს, რომ იყოს ბურთთან ერთად სულ და მაქსიმალურად შეაწუხოს მეტოქის საჯარიმო.

ბურთის კონტროლი

ნორვეგიელი ექსპერტები ხშირად სოლსკიაერი ამ სტილს მოიხსენებენ, როგორც პეპ გვარდიოლას სათამაშო მანერას. სოლსკიაერი "მიოლდე" ყველაზე შემტევი ტიპის გუნდი გალხდათ ნორვეგიაში და სწორედ მისი რიგებიდან გახდა ბომბარდირი ელიტესერიენი ( "მიოლდეს" თავდამსხმელი ). სოლსკიაერი ეს სტილი ძალიან წააგავს გვარდიოლას სტილს, ის მეტოქე გუნდის მცველების უტოვებს სივრცეს ბურთის გასაგორებლად და ძალიან სწრაფად, ასევე მიზანმიმართულად აპრესინგებს, კაცი-კაცზე როგორც იტყვიან.

ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი

გარდა ამისა, ამ სურათზე იხილავთ მცველების საკმაოდ უცნაურ განლაგებას და ნახევარმცველების როლს სოლსკიაერის სათამაშო სტილში.

ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი

სოლსკიაერი თავის გუნდისგან მოითხოვს ე.წ სამკუთხედის თამაშს მარტივი შეხებით, რათა მეტოქე გუნდს აურიოს თავგზა და შექმნას შეტევის პლასტარმი საკუთარი ვინგერისთვის,. გარდა ამისა, ერთგვარი სატყუარა ეს, ვინაიდან ბურთის კონტროლოს დროს ხშირად ხდება, მეტოქე გუნდის ბევრი ფეხბურთელი ცდილობს ართმევას და საკმაოდ დიდი რაოდენობით ცარელა სივრცეები რჩება, რაც სოლსკიაერს ზუსტად აქვს გათვლილი.

ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი

როდესაც ე.წ აპორნი სიღრმეში იმყოფება, ფორმაცია გამოიუყურება როგორც სურათშია ასახული. ერთი ცენტრალური მცველი ყვითელი, ხოლო მარცხენა მცველი ვარდისფერი, ამათ გარდა ვინგერები და გამთამაშებლები განლაგებულნი არიან ცენტრში, რათა მარტივი გახდეს ბურთზე კონტროლის დამყარება და მისი დაკარგვის შანსები მინიმუმადე დავიდეს.

ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი

მცველები სოლსკიაერის ამ ძალიან შემტევ სტილში, უდიდეს როლს თამაშობენ, ვინაიდან ისინი იწყებენ შეტევას და მუდმივი მოძრაობა უწევთ სივრცეების წარმოსაქმნელად, გარდა ამისა თავდამსხმელი, რომელიც ცდილობს გაიტყუოს მცველები და ცენტრში დატოვოს სივრცე შეტევის გასავითარებლად.

ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი

როდესაც ბურთი ცარიელ სივრცეში სოლსკიაერის მთავარი მიდგომა დავარქვათ ამას თუ მოწოდება არ ვიცი, არის ის, რომ ბურთის იყოს ბალახზე და არა ჰაერში, იხილავთ სურათში, როგორ მოძრაობს ვინგერი მცველის ზურგს უკან და როგორ არიან სხვა შემტევები განლაგებულები.

ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი

შეტევითი სტილი, როგორც ავღნიშეთ არის ბურთი მხოლოდ მიწაზე, ძალიან სწრაფი მოძრაობა, მოკლე ე.წ სამკუთხედი და კვადრატები. გარდა ამისა სოლსკიაერი ძალიან ჭკვიანურად უტევს, მარტივი წესებით, მიეცი, გაეხსენი, დაარტყი.

ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი

ძალიან მაღალი პრესინგი

შეტევასთან ერთად ყველაზე მკაცრად სოლსკიაერი ითხოვს უმალ პრესინგს, დაკარგე ბურთი ? ნება იბოძე და დაიბრუნე ის ძალიან სწრაფად. ამ სურათს იხილავთ როგორი დიდი წნეხის ქვეშ აქცევენ ბურთით მყოფ ფეხბურთელს.

ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი

ფეხბურთელებს ჩაუნარგა ტვინში მან ეს "ფუნქცია", უსწრაფესი ქმედება ბურთის დასაბრუნებლად, ამ სურათზე იხილავთ 2 ფეხბურთელს ყვითელ ზოლში, რომელიც ცდილობენ დაკარგული ბურთის უმალ ართმევას.

ულე გუნარ სოლსკიაერი - ტაქტიკური ანალიზი

მთავარი კითხვა

როგორ მოერგება ის "მანჩესტერ იუნაიტედს" ?

ოლე გუნარ სოლსკიაერი სტილი პირდაპირ ემთხევა იმ სათამაშო სტილს რაც თითოეული "იუნაიტედის" გულშემატკივარს ახარებს, აგრესიული , სწრაფი, შემტევი ხასიათის ფეხბურთი. რაც შეეხება ფეხბურთელებს, სოლსკიაერი ფორმაციას როგორც დიოგო დალოტი, ასევე ლუკ შოუ, ასევე ეშლი იანგი, ასევე ვალენსია ძალიან უხდება, ვინაიდან ყველა ჩამოთვლილი საკმაოდ სწრაფი ფეხბურთელია, ხოლო ცენტრალურ მცველებს შორს ყველაზე ძალიან ერიკ ბაილი, ვინაიდან არის აგრესიულიც, სწრაფიც და ზურგს უკან ეხერხება თამაში.

ნახევარდაცვის ცენტრში, თუ სოლსკიაერი გადაწყვეტს 4-2-3-1 ფორმაციით თამაშს, შესანიშნავი დუეტი ერერა/პოგბას მონაწილეობით აუცილებლად ვიხილავთ მოედანზე, ოღონდ პოლ პოგბას გაცილებით უფრო შემტევ ხასიათში ვიხილავთ, ვიდრე ეს ჟოზე მოურინიოს დროს იყო. იქიდან გამომდინარე , რომ სოლსკაიერს უყვარს ბურთთან კონტაქტი ვინ თუ არა ხუან მატა 10 - ის როლზე, ასევე სწრაფი გარემარბები და ყველაზე დიდი პრობლემა, რას იზავს რომელუ ლუკაკუ ? რომელიც შეიძლება მარცხენა ვინგერის პოზიციაზე ვიხილოთ, ხოლო ვარსკვლავ ბიჭუნა რეშფორდი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე.

დასკვა

ოლე გუნარ სოლსკიაერი, მოკლედ რომ ვთქვათ ძალიან მაგარი ტაქტიკოსი მწვრთნელია, გარდა ამისა გიჟდება შემტევ სტილზე, რის გარეშეც ალბათ "მანჩესტერ იუნატედი" რთული წარმოსადგენია და ეს თავადაც კარგად იცის. სხვა ყველაფერი უკვე დროის თემა და ეს ყველაფერი რაზეც ვისაუბრეთ შედეგებით უნდა დადასტურდეს, ვიმედოვნებ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
სტატიები
34 კომენტარი
№21
ავტორი: OzBeTa
20 დეკემბერი 2018 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ისე ვინ იყო ზიდანი როგორც ტრენერი რო მოვიდა არავინ მაგრამ მიეცა შანსი და გამოიყენა ეს, სოლსკიაერიც არავინაა ამ ეტაპზე როგორც ტრენერი დიდი მიღწევები არ აქვს, მაგრამ აქვს გამოცდილება რაღაც დონეზე უკვე და ახლა დროა თუ რაიმე უნდა თავის საყვარელ კლუბშI დაამტკიცოს და თუ კარგად აგვათამაშა და სასწაული მოხდა და ლიგაზე გაგვიყვანა მგონი აღარც პოჩეტინო მოგვინდება და აღარც ზიდანი ან ჟარდიმი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№22
ავტორი: Smoke - N
20 დეკემბერი 2018 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
ციტატა: OzBeTa
ძალიან საინტერესო სტატიაა და ეს გვჭირდებოდა უკეთ შესაცნობად როგორც ტრენერი. ამ სტატიიდან გამომდინარე გამიჩნდა იმედები რომ რაღაცას იზამს, აი იმაში ვერ დაგეთანხმებით რომ ლუკაკუ მარცხნიდან ითამაშებს, რადგან მარსიალი უნდა დადგეს მარცხნივ და არა მოუქნელი ლუკაკუ.
თქვენი აზრით თუ კაი შედეგი და სათამაშო სტილი დადო სეზონის ბოლოს სულშერმა მაინც გაუშვებენ?

Tu dado kai shedegi da kargat atamasha gundi ar unda gaushvan cesit ase iyo zidanis shemtxvevashi is daze mtavari mcvrtnelic ki ar iyo ubralod shansi misces da gamartla da tan kai sastavic yavda ams zizuze meti gamocdileba aqvs dasacyisistvis da tan arctu dzlieri sastavi yavda iq dzvel gundshi aq chemi azrit bevrs daerxeva usaqmurta bandas da vnaxavt ra motivacias gauchens gunds da bevri fegburtelic moacers kontraqts xels :)))
0
№23
ავტორი: Ole__boss
20 დეკემბერი 2018 12:16
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: OzBeTa
ძალიან საინტერესო სტატიაა და ეს გვჭირდებოდა უკეთ შესაცნობად როგორც ტრენერი. ამ სტატიიდან გამომდინარე გამიჩნდა იმედები რომ რაღაცას იზამს, აი იმაში ვერ დაგეთანხმებით რომ ლუკაკუ მარცხნიდან ითამაშებს, რადგან მარსიალი უნდა დადგეს მარცხნივ და არა მოუქნელი ლუკაკუ.
თქვენი აზრით თუ კაი შედეგი და სათამაშო სტილი დადო სეზონის ბოლოს სულშერმა მაინც გაუშვებენ?



მადლობა მეგობარო <3 შეცდომაა სტიტაშ, მარცხნიდან არა, მარჯვნიდან ;)
0
№24
ავტორი: Malboro463
20 დეკემბერი 2018 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
100 მილიონიან ფეხბურთელებთან რამდენად გამართლებს ნეტა. მე მაინც მჯერა ამ კაცის
0
№25
ავტორი: giorgi_mg
20 დეკემბერი 2018 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მადლობა ავტორ, ცოტა დამამშვიდა ამ განხილვამ და იმედიც ჩამისახა რომ შემტევს ვიტამაშებთ.
0
№26
ავტორი: gela-manchesteri 20
20 დეკემბერი 2018 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
ისე ვნახოთ როგორ რას იზავს ჩვენი ოლე და ტუ კარგად გაუძღვა საქმეს ვაბშე დავტოვოდ
0
№27
ავტორი: The Special One
20 დეკემბერი 2018 14:32
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
იმედის მომცემი სტატიაა,პირველივე თამაშში რაიმე განსაკუთრებულს არ ველი მარა ველი მოუთმენლად <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№28
ავტორი: Dato kutaisi
20 დეკემბერი 2018 15:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ავტორს მადლობა ნამუშევრისთვის და ინფორმაციის მოწოდებისთვის.
სტატიაში წერია მაღალი პრესინგი და კიდევ ბურთის დაკარგვისას მაშინვე მის დასაბრუნებლად აიძულებს იბრძოლონო.
აი აქ როგორ გვექნება საქმე ისაა მთავარი.მჯერა თავიდან ყველა შემართებით იქნებიან რის გამოც გვინდოდა რეალურად მოუს წასვლა რომ ახალი სისხლი აგრძნო გუნდს, მაგრამ ამდენ ხასიათის და პიჟონს ფეხბურთელებს რა ვუყოთ განძრევა რო ეზარებათ?
მოკლედ იმედებით ვარ რო რამე შეიცვლება და იმედია არ გაგვიცრუნდება ეს უკვე მერამდენედ

დიმატეოს შედეგი დადოს ლიგა მოიგოს და წავიდეს თუ უნდა მერე:)
0
№29
ავტორი: Ole__boss
20 დეკემბერი 2018 15:29
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: Dato kutaisi
ავტორს მადლობა ნამუშევრისთვის და ინფორმაციის მოწოდებისთვის.
სტატიაში წერია მაღალი პრესინგი და კიდევ ბურთის დაკარგვისას მაშინვე მის დასაბრუნებლად აიძულებს იბრძოლონო.
აი აქ როგორ გვექნება საქმე ისაა მთავარი.მჯერა თავიდან ყველა შემართებით იქნებიან რის გამოც გვინდოდა რეალურად მოუს წასვლა რომ ახალი სისხლი აგრძნო გუნდს, მაგრამ ამდენ ხასიათის და პიჟონს ფეხბურთელებს რა ვუყოთ განძრევა რო ეზარებათ?
მოკლედ იმედებით ვარ რო რამე შეიცვლება და იმედია არ გაგვიცრუნდება ეს უკვე მერამდენედ

დიმატეოს შედეგი დადოს ლიგა მოიგოს და წავიდეს თუ უნდა მერე:)



მადლობა <3 მაგ პიჟონებს მოსვავს თავის ადგილას ოლეე აუცილებლად, უმკაცრესი მწვრთნელი, მეტიც დესპოტი
0
№30
ავტორი: Devil
20 დეკემბერი 2018 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ახლაც თუ დაიწყეს პოგბამ და სხვებმა ერთი ადგილის თამაში უკვე მართლა გასაშვებები არიან დაუფიქრებლად derpneutral
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top