ეს სეზონი მანჩესტერ იუნაიტედისთვის არც თუ ისე ცუდად დაიწყო, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ გუნდი მეორე ადგილზე იმყოფება პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში. დაცვის და ნახევარდაცვის პრობლემების გამო ბევრმა უკვე სეზონის დასაწყისშივე ჩამოწერა იუნაიტედი ჩეპიონატის ლიდერებიდან. მაგრამ ტოტემჰემთან მარცხის შემდეგ, გუნდმა შეცვალა სათამაშო ტაკტიკა და ამ ცვლილებებით გუნდი კლუჟის წინააღმდეგ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სიმართლე ვთქვათ და ამ ტაკტიკამ კარგად იმოქმედა გუნდის თამაშზე. შემდეგ მანჩესტერი შეხვდა ნიუკასლს, სადაც გუნდმა არაჩვეულებრივად ითამაშა. განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ გუნდი განაგრძობს პროგრესირებას და ჩემპიონატის სასურველ შედეგს მიაღწევს.
ეხლა კი, შემოგთავაზებთ იმ ხუთი გუნდის ანალიზს, რომლებსაც მანჩესტერ იუნაიტედი უნდა შეხვდეს:
სტოკ სიტი (ოკტომბერი 20)
ჩატარებული მატჩების შედეგები:DDLWD
წამყვანი ფეხბურთელი:რაიან შავკროსი
სტოკ სიტი ოლდ ტრაფორდს ამ შაბათს ესტუმრება და ეს თამაში წითლებისთვის ფსიქოლოგიური ტესტი იქნება. სტოკმა არაჩვეულებრივად ითამაშა ლივერპულის, სუონს სიტის და ჩელსის წინააღმდეგ. ალბათ დამეთანხმებით, რომ პოტერის გუნდის სათავეში მოსვლისთანავე 2006 წელს, სტოკი საოცრებებს ჩადის. დიდი დროის განმავლობაში პიტერ კრაუჩი გუნდის ყველაზე ძლიერ იარაღად ითვლებოდა, იმის მიუხედავად რომ სტოკს ყავს არაჩვეულებრივი ფეხბურთელი ჯონ ვოლტერსი, რომელიც ორივე ფეხს შესანიშნავად ხმარობს. იუნაიტედისათვის მთავარი გზა კარებამდე ნახევარდაცვა იქნება, თუმცა მათ ჩვეულებრივი გასეირნება არ ელოდება, ვინაიდან სტოკს ყავს სტივენ ნზონზი და გლენ უელანი.
ჩემი აზრით იუნაიტედი მოიგებს:2:0
ბრაგა (ოკტომბერო 23)
წინა მატჩების შედეგები: LWWWD
წამყვანი ფეხბურთელი:რუბენ მიკაელი
კლუჟის შემდეგ მოდის ბრაგა, გუნდმა გასულ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა თურქული გალატასარაი 2-0. პორტუგალიურ გუნდს ორჯერ უწევს თამაში მანჩესტერთან შემდეგ კვირაში. ერთი ოლდ ტრაფორდზე, მეორე კი ბრაგაში. მათი წამყვანი ფეხბურთელია ნახევარმცველი რუბენ მიკაელი, რომელიც გუნდმა ატლეტიკო მადრიდიდან ინათხოვრა. თუ ფერგიუსონმა შეძლო მისი შეჩერება, მაშინ მას გარანტირებული ექნება საკვალიფიკაციო ეტპიდან გასვლა.
ანგარიში:3-1 იუნაიტედი, 1-0 იუნაიტედი
ჩელსი (ოკტომბერი 28. 31)
გასული მატჩის შედეგები:WWWWW
წამყვანი ფეხბურთელი:ჟუან მატა.
უდაოდ ჩელსი ატარებს თავის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს გუნდის ისტორიაში. გუნდის ახალმა ტრანსფერებმა ოსკარმა და ედენ აზარმა გაამართლა მათზე დამყარებული იმედები. თუმცა გუნდს ასევე ყავს ჟუან მატა, რომელიც წამყვანი ფეხბურთელი იქნება ამ მატჩში. მანჩესტერი ყველანაირად შეეცდება კარგი მატჩი ჩაატაროს, მაგრამ მე მგონია ორივე შეხვედრაში გუნდები ფრეს ითამაშებენ.
ანგარიში:2-2. 1-1
არსენალი (ნოემბერი 3)
გასული მატჩის შედეგები:DWLWW
წამყვანი ფეხბურთელი:სანტი კაზორლა
მოდით დავიწყოთ იმით, რომ ყველაზე რთული ეს შეხვედრა იქნება რობინ ვან პერსისთვის, რომელმაც არა ერთი წარმატებული სეზონი ჩაატარა არსენალში. არსენალის თამაშმა ბევრი გააოცა, მაგრამ გუნდი ჯერ კიდევ არ არის სრულფასოვნად ჩამოყალიბებული და არ არის მზად თასისთვის საბრძოლველად. სესკ ფაბრეგასის ადგილზე მოყვანილი სანტი კაზორლამ გაამართლა ვენგერის იმედები. ჩემი აზრით ეს შეხვედრა ფრედ მორჩება.
შედეგი:0-0
ასტონ ვილა (ნოემბერი 10)~
წინა მატჩის შედეგები: WLWDL
წამყვანი ფეხბურთელი:კიარიან კლარკი
ცუდი დაწყების შემდეგ, ასტონ ვილას თამაში შედარებით გამოკეთდა გაბრიელ აგბონლაჰორის ხარჯზე. თუმცა ტოტემჰემთან მარცხის შემდეგ, პოლ ლაბერტი დარწმუნდა, რომ მისი გუნდი არც თუ ისე ძლიერია ჯერჯერობით. გუნდის წამყვანი ფეხბურთელია კიარან კლარკი, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურება ბოლო პერიოდია. თუმცა მანჩესტერს არ უნდა ეშინოდეს ვილა პარკზე ჩასვლის.
შედეგი:3-0 იუნაიტედი.