თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2018, 17:15
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2099,
კომენტარები: 26
"იუნაიტედის" კარგი სტატისტიკა
დაუმარცხებელი "წითლები".
საკმაოდ სასიამოვნო სტატისტიკა აქვს "იუნაიტედს" - "იუვენტუსის" წინააღმდეგ შეხვედრებში. წარსულში, ამ ტურნირის ფარგლებშიბში, ეს გუნდები სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ამათგან, ორივეჯერ ინგლისელებმა იმარჯვეს, ხოლო ერთი ამხანაგური შეხვედრა ფრედ დამთავრდა.

პირველად ეს გუნდები 2002/2003 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში შეხვდნენ ერთმანეთს და, როგორც ზევით აღვნიშნეთ ორივე მატჩი "იუნაიტედმა" მოიგო. ინგლისში მატჩი 19 თებერვალს გაიმართა და მასპინძლებმა იმარჯვეს, ანგარიშით 2:1, ხოლო გოლები ვეს ბრაუნმა, რუუდ ვან ნისტელროიმ და პაველ ნედვედმა გაიტანეს. იტალიაში მატჩი 0-3 დასრულდა სტუმართა სასარგებლოდ და გოლები რაიან გიგსმა(2X) და რუუდ ვან ნისტელროიმ გაიტანეს. ხოლო ამხანაგური შეხვედრა 2008 წლის წინა სასეზონო ტურნის დროს, 6 აგვისტოს, ფრედ - 0:0 დამთავრდა.

ბუკმეკერები ამ მატჩში ფავორიტად "იუვენტუსს" მოისაზრებენ და სავარაუდო ანგარიშსაც ასახებელებენ - 1:2.

წყარო: www.whoscored.com
ახალი ამბები
26 კომენტარი
№21
ავტორი: Dato kutaisi
24 ოქტომბერი 2018 00:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
რა ვთქვა და საქართველოს ნაკრები უფრო გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს ვიდრე მანჩესტერი დღეს
0
№22
ავტორი: Lalana
24 ოქტომბერი 2018 00:23
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
რა ვთქვა და საქართველოს ნაკრები უფრო გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს ვიდრე მანჩესტერი დღეს

მაგას ყველაზე დიდი ფანტაზიორიც კი ვერ წარმოიდგენდა.რომ ვაკვირდები მართლაც ასეა.ჩვენი ნაკრები ბევრად კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს და რაც მთავარია მოწინააღმდეგის კარზე არიან დაგეშილები.ამათ კი მოედანზე სირბილი კი არა სიარულიც ეზარებათ.
0
№23
ავტორი: Dato kutaisi
24 ოქტომბერი 2018 00:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Lalana
ციტატა: Dato kutaisi
რა ვთქვა და საქართველოს ნაკრები უფრო გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს ვიდრე მანჩესტერი დღეს

მაგას ყველაზე დიდი ფანტაზიორიც კი ვერ წარმოიდგენდა.რომ ვაკვირდები მართლაც ასეა.ჩვენი ნაკრები ბევრად კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს და რაც მთავარია მოწინააღმდეგის კარზე არიან დაგეშილები.ამათ კი მოედანზე სირბილი კი არა სიარულიც ეზარებათ.

მთელი სერიოზულობით გეუბნები აი ანდორასთან თამაშზე ქუთაისიდან წავიყვანე შვილები და მაინტერესებდა უბურთოდ როგორ მოძრაობდნენ ასეთი დეტალები განსაკუთრებით ქართული ტრანსლაციებით არ ჩანს და ირჩევა,ხოდა აინმთელი გუნდი მოძრაობდა და აი ჩვენი გუნდი იმენა ზის.ხოდა დამჯდარი სპორტი ჭადრაკი ვიცი მე. ეხ ლალანა ძმობილო ძაან ტრაკში ვართ შენც კარგად იცი უბრალოდ გული ვერ გითმანს კაცს თორე ძილის საათები ამათზე როგორ უნდა დაკარგო კაცმა წადი დაიძინე დაისვენე ფუ რა
0
№24
ავტორი: GIOMU
24 ოქტომბერი 2018 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ტრანსფერები გვჭირდება უეჭველი, რეში გასაყვანი იყო მეორე ტაიმიდან მაგრამ ვინ შემოეყვანა?
0
№25
ავტორი: mishiko1
24 ოქტომბერი 2018 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
იუენტუსსთან დავრწმუნდი რომ მწვრთნელი და ნახევარი გუნდი გასაშვებია, საშინელი თამაში ვაჩვენეთ, საკუთარ მოედანზე უნდა ვჭამდეთ გუნდებს! 5-6 კარგი ფეხბურთელი უეჭველი გვჭირდება. ერთი ცენტრალური თავდამსხმელი გვჭირდება ლუკაკუ ძაან მძიმედ მოძრაობს სისწრაფე -0. იკარდი კარგი ვარიანტი იქნება.
0
№26
ავტორი: JuanMata
24 ოქტომბერი 2018 11:58
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi
რა ვთქვა და საქართველოს ნაკრები უფრო გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს ვიდრე მანჩესტერი დღეს


100% ვაისი ძაან ჭკვიანი მწვრთნელი აღმოჩნდა, მაქსიმუმს იღებს ამ გუნდიდან რაც გვყავს. ყველა მუშაობს და ყველამ იცის თავისი საქმე. ყველაზე მეტად რაც მომწონს, ვინც არ უნდა გამოიყვანოს მოედანზე თამაში არ იცვლება.

ესაა ზუსტად მწვრთნელის მუშაობა, რასაც ჩვენს ნაკრებში ვხედავთ, ამ გუნდის მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა, რომ ფანტასტიკაა ეგ ყველამ ვიცით, მაგრამ ფეხბურთს თამაშობენ, სწორად აპრესინგებენ მეტოქეს, ბურთი ამოაქვთ დაცვიდან და პოზიციური შეტევა აქვთ, ბევრად დალაგებული და ორგანიზებული გუნდია ვიდრე მანჩესტერი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top