თბილისი:
მანჩესტერი:
9-10-2018, 22:44
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2820,
კომენტარები: 21
დე ხეა კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
სიტუაცია გართულდა.
დე ხეა კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა the Telegraph საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რაც ნამდვილად კატასტროფაა "იუნაიტედის" ფანებისთვის. ინფორმაციის თანახმად კლუბის ესპანელი კარის დარაჯი, დეივიდ დე ხეა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს.

ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, დეივიდს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და იგი უარს აცხადებს კლუბის მიერ შეთავაზებულ 5 წლიან კონტრაქტზე და კლუბში დარჩენაზე 2025 წლამდე. რთულია იმის თქმა რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, მაგრამ "იუნაიტედის" ფანებს ნამდვილად ექნებათ მიზეზი, რომ ილოცონ, თუ ეს სიმართლეა.

ძალიან ბევრი კლუბია მსოფლიოში, რომელიც დიდი სიხარულით მიიღებს ესპანელ კიპერს და "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ, არანაირ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას, რომ დე ხეამ კლუბი დატოვოს, რადგან ის ნამდვილად ერთადერთია, ვინც კლუბის ცუდი თამაშის მიუხედავად მაინც მოწოდების სიმაღლეზეა და მრავალგზის გადაურჩენია გუნდი უპირობო მარცხისგან.

წყარო: www.goal.com
ჭორები
21 კომენტარი
№21
ავტორი: mishiko1
12 ოქტომბერი 2018 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
დე ხეა დღევანდელი გუნდის საუკეთესო მოთამაშეა და ლიდერი, ყველანაირად უნდა ეცადოს გუნდმა მისი შენარჩუნება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top